ჩვენს სამეზობლოში ქართველებმა ნაკლებად გამოიჩინეს თავი ბოლო ტურებში. ერთადერთი გიორგი კრასოვკიმ გამოიჩინა თავი, რომელიც სომხეთში ასპარეზობს...

ჩვენს სამეზობლოში ქართველებმა ნაკლებად გამოიჩინეს თავი ბოლო ტურებში. ერთადერთი გიორგი კრასოვკიმ გამოიჩინა თავი, რომელიც სომხეთში ასპარეზობს.

სომხეთის პირველობის 22-ე ტურის მატჩში "ულისი" მოულოდნელად დამარცხდა "იმპულსთან" - 1:2. დამარცხებულთა რიგებში გოლი 54-ე წუთზე ქართველმა მცველმა გიორგი კრასოვკიმ გაიტანა. კრასოვსკიმ და შოთა ჯიქიამ 90-90 წუთი ითამაშეს, გაგა თიბილაშვილი კი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. "ულისი" 42 ქულით მესამე ადგილზეა. ქართველთა "განძასარისა" და "კილიკიას" შეხვედრა კი არ შედგა, რადგან კაპანში ერევნული კლუბი არ ჩასულა.

სანამ სომხეთში ფინანსური კრიზისის გამო კლუბები თამაშზე არ ცხადდებიან, აზერბაიჯანის ჩემპიონატი "ფულში ცურავს" - 7 ტურის შემდეგ ლიდერია ლენქორანის "ხაზარი", რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება ლადო ბურდულის "ნეფთჩი". ნუგზარ კვირტიას აზალ-ი 14 ქულით მესამეა, ხოლო ყველაზე ქართული გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ბაქოს "ინტერი" 13 ქულით მეოთხეა.

კახა ცხადაძის გუნდი აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას ეწვია და ადგილობრივ გუნდთან 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ზურაბ ძამსაშვილმა, გიორგი სეთურიძე მხოლოდ თამაშის დასრულებამდე 8 წუთით ადრე გამოჩნდა, ლევან მდივნიშვილი კი სათადარიგო იყო. "ინტერის" სასტარტოში სამი ქართველი თამაშობდა: ვალერი აბრამიძე, ილია კანდელაკი და დავით ოდიკაძე (მე-60 წუთზე შეცვალეს), გიორგი ლომაია კი კვლავ სათადარიგო იყო.

ტონი ადამსის "გაბალამ" გიორგი ადამიას "ყარაბახს" მოუგო - 2:1. გოგა ბერაიამ შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში. სხვათა შორის, ადამია არ იყო სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში, ის მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. "ყარაბახი" 8 ქულით მე-6 ადგილზეა, "გაბალა" 7 ქულით - მეცხრეა.

"მუღანი"-"სიმურგის" შეხვედრაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა დავით სვანაძემ, რომელმაც ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ასევე შეუცვლელად ითამაშა სიმურგელმა ბაჩანა ცხადაძემაც. "მუღანი" 9 ქულით მე-5 ადგილზეა, "სიმურგი" 3 ქულით ბოლოა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ხაზარმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა "ნეფთჩი" - 1:0. არც დავით იმედაშვილს (ხაზარი) და არც ლადო ბურდულს არ უთამაშიათ. აზალ-მა მოიკ-ს 2:0 მოუგო და ცხრილში "ინტერს" გაასწრო. სტუმართა კარს ამირან გვენცაძე იცავდა, გამარჯვებულთა რიგებში არ გამოჩენილა ნუგზარ კვირტია. მოიკ-ი 4 ქულით მეათე ადგილზეა.

ლამის ერთადერთმა უქართველო გუნდმა აზერბაიჯანში, "ბაქიმ" 3:1 დაამარცხა თოვუზის "თურანი", რომლის ვიცე-პრეზიდენტი და კონსულტანტი (რეალურად მწვრთნელი) რევაზ ძოძუაშვილია. წაგებულთა რიგებში სასტარტოში ითამაშეს: შალვა ფირცხალავამ, გიორგი მოდებაძემ (70-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჭედიამ (73-ე წუთზე შეცვალეს). "თურანი" 3 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა