პოლონელმა ინგლისურ კლუბებს აუშალა საღერღელი

არ წყდება სპეკულაციები, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" 23 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეიძლება გერმანიის ჩემპიონი დატოვოს.

მისი გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული, ოფიციალურ მოლაპარაკებამდე კი საქმე არ მისულა.

შესაძლოა, იმიტომ, რომ ლევანდოვსკი გახანგრძლივებულ შვებულებაში იყო და საქმისთვის არ ეცალა. ახლა კი შვებულება დაუმთავრდა და 17 ივლისს "ბორუსიას" შეუერთდა.

დორტმუნდელებს პოლონელი, რა თქმა უნდა, არ ეთმობათ და არც თვითონ ფეხბურთელი აცხადებს გადაჭრით, რომ "დორტმუნდიდან" წასვლა უნდა, მაგრამ არც იმას ამბობს, აუცილებლად BVB-ში დავრჩებიო. უფრო მეტიც: პოლონელმა ინგლისურ კლუბებს აუშალა საღერღელი.

პოლონელ გოლეადორს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ რომელიმე პრემიერლიგური კლუბი მისი სამსახურით სერიოზულად დაინტერესდება, ინგლისში გადასვლაზე უარს არ იტყვის.

"პრემიერლიგაში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, ინგლისის ჩემპიონატი ბავშვობიდან ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ ოდესმე პრემიერლიგაში თამაშის საშუალება მომეცემა," - უთხრა ლევანდოვსკიმ ჩვენს პოლონელ კოლეგებს და ეს განცხადება ნამდვილად არ ჰგავს "დორტმუნდისთვის" ერთგულების გამოცხადებას.

მაშ ასე: ლევანდოვსკი ინგლისში თამაშზე ოცნებობს! საინტერესოა, რას ფიქრობენ "დორტმუნდის" ხელმძღვანელები: "რობერტ ლევანდოვსკის რეალობა "დორტმუნდია" და წესით, ოცნებაც "დორტმუნდი" უნდა იყოს, რადგან რობერტი აქ თავს შესანიშნავად გრძნობს. ჩვენ მის ნათქვამს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ცხადია, აქვს იმის უფლება, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობდეს, მაგრამ ჩვენ მის გასხვისებას არ ვაპირებთ," - აცხადებს "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი.

თუმცა მაინც არაა გამორიცხული, რომ ლევანდოვსკიმ გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი ახლავე დატოვოს, რადგან "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჯერ არ აპირებს - ყოველ შემთხვევაში, ცორკისთვის შეთავაზებაზე არც "ჰო" უთქვამს და არც "არა". შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა