გასულ შაბათს, ფოთის "კოლხეთმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა - მეგრულმა კლუბმა ლიგის დებიუტანტის კვალობაზე სენსაციური ანგარიშით დაამარცხა ჩემპიონი...

გასულ შაბათს, ფოთის "კოლხეთმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა - მეგრულმა კლუბმა ლიგის დებიუტანტის კვალობაზე სენსაციური ანგარიშით დაამარცხა ჩემპიონი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კოლხებს მატჩის წინ ორი ვარჯიში გაუცდათ და ამასაც არ შეუშლია ხელი, თამამად შეიძლება ითქვას, სენსაციურ გამარჯვებაში. ეს ფოთელების სასარგებლოდაც მეტყველებს, თუმცა მეორეს მხრივ მეტად არასახარბიელო სიტუაციასთან გვაქვს საქმე - როგორც გავიგეთ, კლუბში ფინანსური პრობლემებია. ამის გამო, გუნდი შაბათს "ოლიმპთან" სათამაშოდ გასვლას თურმე არ აპირებდა! თუმცა კლუბის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელის დიდი მეცადინეობით, "კოლხეთი" მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდაც გავიდა და დიდი ანგარიშითაც მოუგო. ამაში, რა თქმა უნდა, დიდია კოლხთა თავკაცის დამსახურება. "კოლხეთი" საკუთარ მოედანზე, ტრადიციულად, კარგად თამაშობს, თუმცა დღეს ის სულაც არ არის მხოლოდ "სახლის გუნდი" - კოლხებმა სამი გასვლიდან მხოლოდ ერთხელ წააგეს, ხოლო დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

როგორ აფასებს ჩემპიონის გადადგურებას, რას ფიქრობს "კოლხეთის" სტარტზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და რა გეგმებით ჩავა მშობლიურ ზუგდიდში მომდენო ტურში, მრავალწლიანი შესვსენების შემდეგ ელიტლიგაში პირველი მეგრული დერბის სათამაშოდ, ამის შესახებ "ლელო" აწ უკვწ გასრულებული ტურის მთავარ გმირს, ბესიკ შეროზიას ესაუბრა:

- ბატონო ბესიკ, უპირველესად გილოცავთ გამარჯვებას! ელოდით ასეთ შედეგს?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ადრეც გითხარით, რომ ყველა შეხვედრაში მოსაგებად გავალთ. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ "ოლიმპი" კლასით ჩვენზე მაღლა დგას, ამიტომაც ჩვენ შევეცადეთ ტაქტიკურად გვეჯობნა. თამაში ავაწყვეთ კონტრშეტევებზე, მეტოქეს კი სივრცეები შევუზღუდეთ, რაც, როგორც ხედავთ, კარგად გამოგვივიდა. ამის გამოც ბიჭებსა და ფოთელ ქომაგებს ერთგული ქომაგობისთვის მადლობას ვუხდი და ვულოცავ! "ოლიმპი" ძლიერი გუნდია, მოქმედი ჩემპიონი, მაგრამ ბიჭებმა ჩემი დავალება ჩინებულად შეასრულეს და ეჭვქვეშ არ დამდგარა ჩვენი მოგება.

- აბსოლუტურად გეთანხმებით - ეჭვქვეშ კი არა, შეიძლება ითქვას, მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეთ... ხუთ გოლს, ალბათ, მაინც ვერ წარმოიდგენდით...

- რა გითხრათ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამიტომაც არის, ის ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა, 5:1-ზე არც მიფიქრია.

- როცა "ოლიმპმა" გაგითანაბრათ, იმედი კვლავ გქონდათ, რომ წარმატებას მიაღწევდით?

- რა თქმა უნდა! როცა გაგვითანაბრეს, შეცვლას ვაპირებდი, მაგრამ აღარ დამაცალეს ჩემმა ფეხბურთელებმა - სწრაფადვე გაიტანეს გოლი.

- ბატონო ბესიკ, სტარტით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ.

- ნუ, შეიძლებოდა უფრო მეტი ქულის აღებაც, თუმცა უკმაყოფილების საბამი ნამდვილად არ გვაქვს.

- მაინც რომელ თამაშს გულისხმობთ, ანუ ვისთან დაგწყდათ განსაკუთრებით გული?

- აი, თუნდაც ბოლნისში. იქ მეორე ტაიმში, ნაღდი მომენტი რასაც ჰქვია, რამდენჯერმე გვქონდა და მოგება სემტხვევითი სულაც არ იქნებოდა, მეტიც - სამი ქულის წამოღება სამართლიანი გამოვიდოდა.

- თქვენ ორი შეხვედრა წააგეთ, ორივე წამყვან გუნდთან, თუმცა გაანადგურეთ ჩემპიონი. რა იყო "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" მარცხის მიზეზი?

- "დინამოსთან", ალბათ, სწრაფი გოლის გაშვება. ასეთ გუნდებთან მაინც დაცვიდან უნდა ითამაშო. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ დაცვაში ჩაჯდომას. რაც შეეხება "ზესტაფონთან", წაგების მიუხედავად, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. იქ გოლი გავიტანეთ, ჩვენ არ გვაქვს კამერები კარებთან რომ დავაყენოთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ იმ სადავო ეპიზოდი მართლები ვიყავით.

- "კოლხეთი" ტრადიციულად საშინაო გუნდად ითვლებოდა და საერთოდ, მაღალი ადგილებისთვის არამებრძოლი გუნდები გასვლაზე წარმატებას ნაკლებად აღწევენ. თქვენ კი სამი გასვლიდან მხოლოდ ერთში დამარცხდით. ამის საიდუმლოს ვერ გაგვიმხელთ?

- არაფერი საიდუმლო. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ყველასთან ვიბრძოლებთ. მე ამას ვგულისხმობ ნამდვილი გაგებით, თორემ ბრძოლით ყველა ცდილობს იბრძოლოს. "კოლხეთს" ძალუძს ბრძოლა! შესაძლოა, დაცვიდან თამაში ლამაზი სანახავი არ იყოს, მაგრამ ჩვენ აქცენტი შედეგზე გვაქვს აღებული - არ ვაპირებთ ქაოტურად შევუტიოთ და რა თქმა უნდა, დაცვაში არ ვგულისხმობ, რომ შეტევაში არ წავალთ - ჩვენ გვინდა, რომ მოვამზადოთ შეტევა და ნორმალურად შევუტიოთ. ალბათ, დამეთანხმებით, უაზრო თამაში არ გვითამაშია - შინაარსობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ.

- ბატონო ბესიკ, წინ "ბაიასთან" მატჩი გაქვთ, ზუგდიდში თქვენი გუნდის ჩასვლას დამატებითი ინტრიგაც აქვს, ვიდრე მხოლოდ მეგრულ დერბს.

- ჩვენ ვაგრზელებთ ჩვენს სამუშაო გეგმას ჩვეულებრივად. ზუგდიდში იოლი თამაში არ გველის, მე იქ მიმუშავია და ვიცი ამ გუნდის შესაძლებლობის შესახებ, "ბაია" ნამდვილად კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ჩვენი კოზირების გამოყენებას შევეცდებით.

- ალბათ, "კოლხეთიდან" სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ...

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, "ლელოსთან" საუბარში სეზონის წინაც ვთქვი, რომ სიურპრიზებს შევთავაზებდით ქომაგებს და როგორც ხედავთ, სიტყვას ვასრულებთ.

- თქვენი წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რადგანაც ფინანსური პრობლემები გაქვთ. როგორც ვიცით, უფინანსობის გამო, ორი ვარჯიშიც ჩაგივარდათ და გუნდის თამაშზე გასვლაც სათუო იყო.

- რა თქმა უნდა, ფინანსებს მნიშვნელობა აქვს, თუმცა ფეხბურთი იმით არის გამორჩეული, რომ მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბს შეუძლია მდიდარ კლუბს აჯობოს. გარკვეული პრობლემები ფინანსების კუთხით გვაქვს, თუმცა გვპირდებიან და მჯერა, რომ ფინანსები იქნება. ჩვენ დამატკიცეთ, რომ ვართ გუნდი, რომელსაც ძალუძს ნებისმერ მეტოქესთან ბრძოლა და არა - მაჩანჩალა გუნდი, რომელიც მხოლოდ მონაწილეობის გამო თამაშობს ჩემპიონატში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - ჩვენს პრეზიდენტს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ქომაგს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

- ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ასეთ გუნდს ფინანსების კუთხით პრობლემა შეექმნება. ხელფასების დარიგებას როდისთვის გპირდებიან?

- ხელფასები ნაწილ-ნაწილ დარიგებული გვაქვს, სრულად არ გვაქვს დამთავრებული. ასევე მისაღები გვაქვს საპრემიო თანხა. არ მოგატყუებთ, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს, რომ ამ კუთხით პრობლემა არ გვექნება.

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს