მას შემდეგ, რაც სილვა პსჟ-ში გადაბარგდა, ნათელი გახდა, რომ "მილანი" ცენტრალური მცველის შეძენაზე გააკეთებდა აქცენტს
მას შემდეგ, რაც ტიაგო სილვა პსჟ-ში გადაბარგდა, ნათელი გახდა, რომ "მილანი" ცენტრალური მცველის შეძენაზე გააკეთებდა აქცენტს.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" მესვეურებმა "პორტუს" უკანახაზელ როლანდუს დაადგეს თვალი და მის გადაბირებასაც აპირებენ. 26 წლის მცველი 2008 წლიდან იცავს პორტუგალიური გრანდის ღირსებას, 110 თამაში აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი.

პირინეელები როლანდუს 15 მილიონ ევროდ აფასებენ - ცნობილია ისიც, რომ თურქული "ბეშიქთაში" მზადაა, ფეხბურთელის სანაცვლოდ აღნიშნული თანხა გადაიხადოს - თუმცა თავად როლანდუს მხოლოდ "მილანში" სურს გადასვლა:

"პორტუგალიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთადერთი გუნდი, რომლის გამოც გარემოს შეცვლას დავთანხმდები, ეს "მილანია". "როსონერიში" ასპარეზობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ბედნიერი ვიქნები, თუ ეს ოცნება ამიხდება. ველოდები მილანიდან ზარს და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება".

"მილანთან" დაკავშირებით კიდევ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება - მაგალითად, ამბობენ, რომ რობინიო შესაძლოა "სანტოსში" გადავიდეს, ანტონიო კასანომ კი "ჯენოას" მიაშუროსო. თუ კასანოს გენუაში გადაბარგება ნაკლებად წარმოსადგენია, რობინიოს სამშობლოში დაბრუნება უფრო რეალური მოჩანს - ეს მის კომენტარშიც იკითხება:

"სამშობლოდან მართლაც დამიკავშირდნენ და არ არის გამორიცხული, რომ კარიერა "სანტოსში" გავაგრძელო. ამ თემაზე უახლოს მომავალში "მილანის" მესვეურებს შევხვდები და ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ. ჩემი სურვილია, რომ "როსონერიში" კიდევ მინიმუმ ორი წელი დავრჩე, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. ვნახოთ, ამ საკითხს მალე მოეფინება ნათელი".

პატო ტიფოზებს ამშვიდებს

მართალია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პსჟ-ში გადაბარგების ამბავი ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ საქმეს წინ, პრაქტიკულად, აღარაფერი უდგას. შვედი ფორვარდის ღირსეული შემცვლელის მოძებნა იოლი არ იქნება. ამიტომ არ არის გამორიცხული, მასიმილიანო ალეგრის არსებული რესურსით მოუწიოს ფონს გასვლა.

ანუ არის შანსი, მომდევნო სეზონში "როსონერის" თავდასხმის ხაზი მნიშვნელოვნად შესუსტდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდიელები კარლოს ტევესის ფრონტზე აპირებენ გააქტიურებას.

გულშემატკივრებს მოვლენათა ასეთი განვითარება მაინცდამაინც არ ხიბლავთ და სოციალურ ქსელში ერთი ამბავი აქვთ ატეხილი - ალეშანდრე პატო კი ტიფოზებს ამშვიდებს და გოლებს ჰპირდება:

"გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არ აქვთ, რადგან "მილანი" დიდი გუნდია და ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა.

ამასთან, გუნდში კიდევ ბევრი მაღალი კლასის ფორვარდია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პირადად მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. მართალია, ბევრმა ჩამომწერა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში.

საერთოდ, დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაქვს საფუძველი, ოპტიმისტური განცხადება გავაკეთო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე