ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
აზერბაიჯანელთა ქედმაღლური განცხადებები თითქოს ფონად გაჰყვა 17 ივლისს გამართულ მატჩს - "ზესტაფონი" პირველი გოლის გაშვების შემდეგ მოირღვა და ვეღარ გაიმართა.

საცოდაობა იყო ფეროელთა დაცვა. გიორგი ჭიაბრიშვილს არავისგან ესწავლება, რომ გუნდის შენება სწორედ მეკარიდან და დაცვიდან იწყება.

"ზესტაფონის" დაცვის ცენტრი კი ისეთი გამოდგა, მოყვარულთა გუნდებს რომ ჰყავთ. ასეთი ბითური დაცვის ხაზი ევროსარბიელზე თავმოყვარე გუნდს არ ეკადრება.

თამაშს მხოლოდ ერთი რგოლი არ აგებს. პირველ გაშვებულ გოლამდე "ზესტაფონი" თითქოს ტოლს არ უდებდა მეტოქეს, საკუთარ თამაშს თამაშობდა, ოღონდაც ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იმაზე მეტია საჭირო.

რასაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აკეთებ - "ზესტაფონისგან" ასეთი ვერაფერი ვერ ვნახეთ.

ფეხბურთში გამართლებაც ბევრს ნიშნავს. თორნიკე აფციაურის კუთხურის შემდეგ ჯაბა დვალსა და ოვონიკოკოს ჰქონდათ საგოლე შანსი, მაგრამ ბურთი "ნეფთჩის" კარში არ შევიდა.

ამის შემდეგ თვითონ აფციაურს შეეძლო გოლის გამოდნობა - დარტყმა აზერბაიჯანელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა.

მეზობელი ქვეყნის ჩემპიონმა ორი გოლი მიჯრით შეაგდო, ნაცარტუტად აქცია "ზესტაფონის" დაცვა.

შანსი კიდევ იყო, ზურაბ მენთეშაშვილის დაქუხებული "ნეფთჩის" კარის ხარიხამ აისხლიტა.

დვალი კაცურად იბრძოდა, კლასიც ეტყობოდა და თავდადებაც, თუმცა მისი გარჯა ფუჭი გამოდგა, რადგან "ზესტაფონი", როგორც გუნდი, თანდათან მოიშალა.

ისიც გამოჩნდა, რომ "ნეფთჩი" უნაკლო გუნდი არ იყო. ფეროელებს ერთი გოლი მაინც რომ გაეტანათ სტუმრად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არარეალური აღარ იქნებოდა.

"ზესტაფონს" შინ თამაში კი ემარჯვება, მაგრამ მოწინააღმდეგეს ისეთი ფორა შეუქმნა, რომ საოცრების მოხდენა მოუწევს, ოღონდაც რა რესურსით?

საქართველოს ჩემპიონმა მეორე ტაიმშიც გაიბრძოლა. ორჯერ აქტიურად ჩაერთო შეტევაში თემურ ღონღაძე, მაგრამ არა - 17 ივლისს "ზესტაფონის" დღე არ იყო.

ურიგოდ როდი შემოვიდა შეცვლაზე ლუკა გუგუჩია, თუმცა ევროსარბიელზე თამაშის შემობრუნებას სულ სხვა გამოცდილება სჭირდება.

გამოცდილმა დავით მუჯირმა მნიშვნელოვნად ვერ გააძლიერა "ზესტაფონის" შეტევა - ერთი საჯარიმო კარს ოდნავ ააცილა, მეორე ჯერზე ფლანგიდან მწვავედ ჩააწოდა...

უფრო მეტი იყო საჭირო, სტუმრად გატანილი გოლი, თუნდაც 0:3-ზე, იმ ნაპერწკალს წარმოქმნიდა, აალება რომ შეუძლია.

შეხვედრის მიწურულს ლევან შარიქაძემ დარტყმა "ნეფთჩის" მეკარეს შეაწყვიტა.

ასე იყო საქმე ბაქოში. საქართველოს ჩემპიონი უსუსური აღმოჩნდა.

წინ საპასუხო მატჩია და თუ ზესტაფონში სტადიონი გაივსება, იქნებ სასწაულიც მოხდეს - "დალღა-არენაზე" გამართულმა შეხვედრამ სხვა მოლოდინი, მგონი, ვერ გააჩინა.

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

17.07. ბაქო. დალღა-არენა. 4 500 მაყურებელი

ნეფთჩი-ზესტაფონი 0:3 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 იმამვერდიევი (22), 2:0 ვობაი, 3:0 კანალესი (63)

ნეფთჩი ზესტაფონი

მეხდიევი კვასხვაძე

მელიკოვი ღონღაძე

მიტრესკი კობახიძე

იუნიზადე საჯაია

ბერტუჩი ელიავა

სადიგოვი გორგიაშვილი

რამოსი მენთეშაშვილი

იმამვერდიევი აფციაური

ფლავინიო შარიქაძე

ვობაი ოვონიკოკო

კანალესი დვალი

მწვრთნელები:

თ. ახმედოვი გ. ჭიაბრიშვილი

ნეფთჩი

62. ფლავინიო - აბდულაევი

70. იუნიზადე - იუნისოღლუ

77. იმამვერდიევი - სეიდოვი

სათადარიგოები: სტამენკოვიჩი, გულიევი, აბდულაევი, მეხდიევი

ზესტაფონი

59. ოვონიკოკო - მუჯირი

66.აფციაური - გუგუჩია

77. ელიავა - თორნიკე გრიგალაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, თედო გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, სარდალიშვილი

გაფრთხილება: მიტრესკი (31), აფციაური (40), იუნიზადე (53), გორგიაშვილი (64), ვობაი (90)

არბიტრი: მ. ავრამი (რუმინეთი)

ნეფთჩი იახში, ფერო სახლში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილისა და თარლან ახმედოვის მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო

"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

gio
შეიძლება წააგო, მაგრამ ფეხბურთი ხომ უნდა ითამაშო, სადაა ან ღირსება ან პროფესიონალიზმი,რა მიჩმორიკდნენ!
giorgi
ფეხბურთი კვდება იმიტომ რომ არაკაცების ხელშია და სადაც ძალაუფლება წყვეტს ყველაფერს:(:(:(:(:((:(:(:(:(წადით ყველანიიიი..........სადღა გავყოოოო თავიიიი:(:(:(:(:(:(ბავშვები დამცინოდნენ რა გადააკვდი ამ ფეხბურთსოოოო :(ვერ ხედავ რეებიც არიანოოო
gggg
შეხედეთ ლოკომოტივს რა ბიჩებს ზრდიან .....სინამდვილეში ტორპედომ უფრო ღირსეულად ითამაშა ვიდრე ზესტაფონმა ისი დარბოოდნენ მაინც და ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას დედას ვფიცავარ რო ვუყურებდი თვალებზე ცრემლი მადგებოდა რა მრცხვენიაააა უკვე Aავკრძალოთ ფეხბურთის თამაშივაფშე არ გვაქ ამის ნიჭი...ეს სიჩინავაც მაგარი ბლატნოია რა რა სტადიონებს აკეტებს :(სადააა კახეთში სტადიონი გუნდები არ არისო რო იძახის კლახეთში რო გუნდებია და ბავშვებია ისეთI თბილიც არაააააა.....სირცხვილის მეტს არ ვჩამთ თუნდ ნაკრები ხორვატიას რო მოუგეს იმის მერე ვალდებულნი იყვნენ პლაყოფშI გასულიყვნენ
GORI
მაფიაა ჩვენი ფეხბურთი მაფია გაიგეთ ქართველებო გაიგეთ! და ამან მიცა აზერების გუნდის "ნეფთიჩის" თავკაცს იმ განცხადების გაკეთების საშუალება რაც თამაშამდე გააკეთა რომ თურმე ზესტაფონს გაანადგურებდა!
levani
koka---თავის მომჭრელებს და ქართველი ხალხის სირცხვილს მალე გავარკვევთ ვინც არის ბიჭო,ხალხი ვის უნდა დახვდეს ქუჩაში ეგეც უნდა იცოდე!ერთი ადგილი კი არა ადგილი არ უნდა დაუტოვო ამ პროვინციელ მაფიოზა რბილი ლ-ებით მოლაპარაკე სიჭინავას.და შენ კიდე ბიჭო ტელეფონის ნომერი დადე და გაჩვენებ ოყრაყიან თოხს და იმასაც ზესტაფონში დასათოხნის მეტი რაც არის!!!!!!!!!!!! ისე დასატოხნები ამერის სტადიონთან არის ბევრი და იმას მიხედე! და ვაკეშიც იყო ცოტა ხნის ცინ სხვათაშორის. და იცოდე ვის უნდა დაცინო!
levani
BOBO-ს გულნატკენს!!! ჩემო ბობო ნამდვილად აღარ შეიძლება ამდენის ატანა,სირცხვილია, ოღონდ ზესტაფონის კი არა სიჭინავასი და მტლიანად ფედერაციის!!!!!!!!!!!!! ზესტაფონლებმა კიარ უნდა დაანებონ თამაშს თავი სიჭინავამ და მისმაკოლეგებმა უნდა დაანებონ ბლატავს თავი თორე როცა მიშა წავა გაურკვეველი არაფერი დარჩება და არ უშველით ამ გაჭირვებულებს იტალიური ფეხბურთის მაფიაში ქექვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
levani
ზვიადის კითხვაზე პასუხი---"ფეხბურთელი ხარ, მაგრამ სირბილს მაინც რა უდგას წინ."------სიჭინავა მერაბი უდგას ზვიად!
mamuka
საინტერესოა მეტალურგი რას იზამდა.მე ამ გუნდის უფრო მჯერა. ფაქტია პროგრესირებს ჟორჟიკაშვილის ხელში.დინამიურ და გულიან თამაშს მაინც აჩვენებს
koka
ნე მოჟეტე ბეგატ ი იგრატ ნე მუჩაიტე ადნავო მესტა, თავისმომჭრელები ხართ და ქართველი ხალხის სირცხვილი და სანამ ხალხი ქუჩაში არ დახვდებათ და მაგ გაზულუქებულ ერთ ადგილს არ დაგიმუშავებთ ვერ უნდა მიხვდეთ რომ ოროყიანი თოხი აიღოთ და დასათოხნის მეტი რა არის ზესტაფონში
goga
აბსოლიტურად ვეთანხმები zviadi-ს. ერთი ფეხბურთელი დამისახელეთ საქართველოს ჩემპიონატის ტოპ გუნდიდან(რა თქმა უნდა ქართული საზომით) ვისი მშობლებიც არიან გლეხები და მიწას ამუშავებენ, ან მუშა თუ ჰყავს ვისმეს მამა, დედა თუ მუშაობს ან ადრე მუშაობდა თუნდაც ერთი ფეხბურთელისა ძიძად. არარსებობენ ასეთი ფეხბურთელები... რატომ? ე.წ. დაბალ ფენაში არ არიან ნიჭიერები და მარტო ფულის ტოკრების შვილებს აქვთ საფეხბურთო ნიჭი?(ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, მასეა მუსიკაში,კინო-თეათრში,ჟურნალისტიკაში და ა.შ.)
zviadi
ვიდრე ბავშვთა ფეხბურთი უფასო არ გახდება და პროფესიონალი მწვრთნელები არ გვეყოლება ბავშვთა ფეხბურთში არაფერი გვეშველება. დღეს ვინც საქართველოში თამაშობს ფეხბურთს ყველანი ფულიანი მამიკოს შვილები არიან. ეს არის მიზეზი.
bobo
როდემდე უნდა ვჭამოთ სირცხვილი ?!! საერთოდ აკრძალონ ფეხბურთის თამაში ჩვენ ქვეყანაში ჯობია! აღარ შეიძლება ამის ატანა სირცხვილიააააააა დაანებეთ თავი ფეხბურთს ზესტაფონელებო რამე სხვა გააკეთეთ განსაკუთრებით მცველებმა.
Zviadi
სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა რასაც განვიცდიდი თამაშის ყურებისას. ფიზმომზადება საერთოდ ნულია. თამაში არ იცი გასაგებია, ან დაბალი დონის (თანამედროვე ფეხბურთის დონეს ვგულისხმობ) ფეხბურთელი ხარ, მაგრამ სირბილს მაინც რა უდგას წინ. ბოლო 15-20 წუთი ვერ დარბოდნე კიარა ვერ დადიოდნენ
suski
ღადაობს სტატიის ავტორი!? დაწერე რომ გადაგვიარეს და აზრზე არ ვართ ფეხბურთის
maxo
გასაყრელია მთელი ფედერაცია მისი თავკაცებით.სირცხვილო.
baia
amatma hemtewma pexburtma xo tvini caiho.egeti ra hemtews tamahobt gagwagebinet. masxrad wis igdebt tkwen.amase meti ra gindat nefci iho egac sturmia_.kokaia vinimai ro ithwian hen trenertan da guntan ertad
benga
ვეტანხმები NIKA-ს. ამაზრზენია ეს. სულ არტამასჰი არ ჯობია ამ ბიტურობას? გულის ამრევი ტაკიმასხრობა.
NIKA
სირცხვილი!ამაზე ქვევით სადღა უნდა დავეშვათ?საქართველოს ჩემპიონი აზერების ჩემპიონთან აგებს უშანსოდ!საქართველოში ფეხბურთი მოკვდა და არ მესმის რატო ახარჯავს ხელისუფლება სპორტის ამ სახეობას მილიონებს როცა შედეგი ნულია?ჩემი აზრით აჯობებს ეს ფული მოვახმაროთ საქართველოში რაგბის განვითარებას (განსაკუთრებით ბავშვთა რაგბის)!რაგბისტები გაცილებით მეტად იმსახურებენ ამას ვიდრე ჩვენი ვაიფეხბურთელები!
elik
SIRCXVILIA!!Eg ari nahdi qartuli fexburti.... Daicadet kide cotaxani da shemdegi sircxvili ukve erovnuli iqneba, rogorc qoveltvis.... Ar vici sad vardeba qartuli fexburti ,azerbajzaneebtan rom 0-3 vagebt. Chexetshi vcxovrob da magra mecqina aseti bandzi gundis tamashi.26.7 , Plzenshi pivdivar Metalurgis sanaxvad da imedio rom ukve Tbilisshi ar gadacqdeba qvelaferi da 0-5 ar caagebs.... Da bolos chexurat . Zestafoni parta buzerantu !!!!! Da kide rusulat - Zestafoni, ti kto takoi ? Davaj do svidanija!!
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა