ქუთაისის "ტორპედო" გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემად იქცა. ხალხი სიახლეების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ მუმლაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძე დაინიშნა, ქუთათურები მაინც სხვა მწვრთნელს ელიან...

ქუთაისის "ტორპედო" გულშემატკივრებისთვის საინტერესო თემად იქცა. ხალხი სიახლეების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ მუმლაძის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძე დაინიშნა, ქუთათურები მაინც სხვა მწვრთნელს ელიან და რამდენიმე კანდიდატურაც სახელდება. გიორგი დარასელიაზე უკვე მოგახსენეთ. როგორც გავიგეთ, გულშემატკივარს დარასელიას კანდიდატურა კი მოსწონს, მაგრამ ის ადარდებს, მთავარ მწვრთნელად რომ არ უმუშავია - მწვრთნელის შეფასების ეს ძალზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმიაო.

ქუთაისელ ქომაგთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანია მეორე კანდიდატურა - ჭაბუკთა (U 18) ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი. გაჟონა კულუარულმა ინფორმაციამ, თითქოს დევდარიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.

გულშემატკივართა ნდობა ახალგაზრდა მწვრთნელის წარსულმა განაპირობა. იხსენებენ, რომ დევდარიანმა წარმატებით იმუშავა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლაში ("მთვარის გლობუსი", "ოლიმპი", "საბურთალო"), უმაღლესი ლიგასა ("თბილისი") და 17-წლამდელთა ნაკრებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი ყველგან აცოცხლებდა დავიწყებულ ქართულ ფეხბურთს, რაც ასე ხიბლავდა გულშემატკივარს. ეტყობა, მუშაობის სტილი და შედეგები ფანებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა.

აქტუალური გახდა "ტორპედოს" მენეჯერის საკითხიც: ორი აზრი არ არის, რომ სერიოზულ მიზნებს შეჭიდებულ კლუბს საქმეში ჩახედული და თანამედროვედ მოაზროვნე მენეჯერი სჭირდება. უახლოეს პერიოდში ჭორ-მართალი გაირკვევა და გვეცოდინება, რა შეიცვლება ქუთაისის "ტორპედოში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დათო
ქუთაისში უნდა დამეწრა და თბილისი დავწერე
დათო
რა გამოცდილება არააქვს???ამას ტუ გამოცდილება არააქვს აბა სხვა ვის აქვს? ამან აღმოაჩინა თბილისი(თბილიში) გოგუა, ხოჯავა, და კიდებვ რამდენი მაგარი კაცი?ძაან მაგარი კაცია...მივესალმები დევდარიანის თბილიში დანიშვნას
tbiliseli
კარგი ადამიანია,შეგნება არ აკლია,მართალია ცოტა გამოუცდელი მწვრთნელია მარა ეშველება მაგასაც,მემგონი გაამართლებს ქუთატურთათვის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა