17-წლამდელთა ნაკრების საკვანძო ფეხბურთელები, ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია, გერმანიაში დამკვიდრებას ცდილობენ
სააგენტო Fa Players მალხაზ მუსერიძემ, გუგა კაჭახიძემ და ბესო აბაშიძემ ჩამოაყალიბეს და მიზნად მოთამაშეების ევროპაში გაყვანა დაისახეს. უკრაინა-რუსეთში კი პრინციპულად არ სურთ ქართველი ტალანტების გაყვანა და თვლიან, რომ ევროპაში უკეთ გაიზრდებიან და უფრო სპორტული აზროვნება ექნებათ.

მათი მუშაობა ამართლებს კიდეც: დანიაში ორი წლის წინ ჩაყვანილი დავით სხირტლაძე უკვე "ორჰუსის" ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს. ამავე გუნდში იყო ლაშა შინდაგორიძეც, რომელმაც "ორჰუსის" რეზერვისტებში ერთი წელი გაატარა და დანია თებერვალში დატოვა. მერე თბილისში, საფეხბურთო კლუბ "სასკოში" ვარჯიშობდა. ახლახან კი ლაშა ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბის, პრაღის "დუკლას" ახალგაზრდულ გუნდში სწორედ სააგენტო Fa Players-ის დახმარებით მოხვდა.

ახლა უფრო ხმაურიანი გარიგების ინიციატორები გახდნენ: ჩვენთვის ლამის მშობლიურ გერმანულ "ფრაიბურგში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი ჩაიყვანეს - ვასილ მაისურაძის გუნდის ცენტრალური მცველი და კაპიტანი ნიკა ჭანტურია და თავდამსხმელი დავით ჯიქია.

ორივე მათგანი ნაკრების საკვანძო მოთამაშე იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშეს. მათ "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდში უკვე ივარჯიშეს და კიდევ დარჩებიან.

ორივე ეს მოთამაშე პირველი ლიგის თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა და გერმანელები მოლაპარაკებას მის პრეზიდენტ ლექსო თოფურიასთან აწარმოებენ.

ვფიქრობთ, ეს ის მაგალითია, როდესაც პირველ ლიგაში გავარდნილი გუნდი უმაღლესი ლიგის ბევრი წარმომადგენლისთვის მაგალითად გამოდგება: ნაკრებისთვის ბევრი ვერ ზრდის ისეთ მოთამაშეებს, როგორც ვითომ გაღარიბებულმა და გავარდნილმა "ლოკომოტივმა" მოახერხა.

ესაა სწორი მუშაობა, თორემ ბევრი გუნდია უმაღლესში, რომლებსაც ასაკობრივი ნაკრებისთვისაც ერთი მოთამაშეც არ მიუწოდებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Fa Players

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა