მეწინავეებს ქულებით გაუთანაბრდნენ დავით მაღალაშვილი და ჰოვიკ ჰაირაპეტიანი
ფოთში ნანა ალექსანდრიას ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალის მთავარ ტურნირში ოთხი ტურის შემდეგ ოთხ მოჭადრაკეს ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა.

ლიდერებმა რისკს ზავი ამჯობინეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ზაურ მამადოვი (აზერბაიჯანი) - გიგა ყუფარაძე, გაიოზ ნიგალიძე - დავით კალაშიანი (სომხეთი), რომლებმაც ხუთი ტურის შემდეგ 4,5-4,5 ქულას მოუყარეს თავი.

მეწინავეებს ქულებით გაუთანაბრდნენ დავით მაღალაშვილი და ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (სომხეთი) - 17 ივლისს მათ მაკა ფურცელაძე და გიორგი ხელაია დაამარცხეს.

დაწინაურებულთა ჯგუფიდან ქულები გაიყვეს ივერი ჭიღლაძემ და მიხაილო ოლექსიენკომ (უკრაინა), შოთა აზალაძემ და აკაკი შალამბერიძემ.

ამდენად, ღია საერთაშორისო ტურნირის 6 მონაწილეს 4,5-4,5, ხოლო ცამეტს - 4-4 ქულა აქვს. 18 ივლისს, მე-6 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მაღალაშვილი - ნიგალიძე, ყუფარაძე - კალაშიანი, მამადოვი - ჰაირაპეტიანი.

8-წლიან გოგონებში დაუბრკოლებლად მიიწევს წინ დიანა ლომაია, რომელმაც გუშინ თეთრებით ლილე გუმბერიძე დაამარცხა და უახლოეს მდევრებს - გუმბერიძესა და ელენე იოსელიანის მძლეველ ელენე გაბესკირიას თითო ქულით უსწრებს. 3,5-3,5 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს თეკლა ვადაქარია და ელენე წოწონავა ინაწილებენ.

ბიჭებში წარმატებით ითამაშეს ნიკოლოზ კაჭარავამ და გორ გრიგორიანმა (სომხეთი) - შესაბამისად, ახმად ახმადზადესა (აზერბაიჯანი) და დავით ნიკოჰოსიანს (სომხეთი) მოუგეს და 5-5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში არიან. მე-6 ტურში სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს.

10-წლიან გოგონებში ერთპიროვნულად მეწინავეობს ევროპის თასის წლევანდელი მფლობელი ანასტასია სიდამონიძე (საგულისხმოა, რომ ქუთაისში ათიოდე დღის წინათ მსგავს წარმატებას მიაღწიეს დიანა ლომაიამ და ნიკოლოზ კაჭარავამაც) - გუშინ ნორჩმა ქართველმა მოჭადრაკემ მეხუთე ქულა მანე ჰოვანისიანის (სომხეთი) დამარცხებით მოიპოვა.

ლიდერს თითო ქულით ჩამორჩებიან თამარ ესაძე და თამარ ლაგაზაური, რომლებმაც მარიამ ბაბაიანს (სომხეთი) და ქრისტინე სმბატიანს (სომხეთი) აჯობეს. ბიჭებსაც ხუთქულიანი ლიდერი ჰყავთ - ნიკოლოზ პეტრიაშვილი. მე-5 ტურში შავი ფიგურებით მან გიორგი კუხალეიშვილს გააჩერებინა საათი.

ნიკას კვალში მისდევს მათე თოდაშვილი, რომელმაც ჰაკობ ჰაკობიანი (სომხეთი) დაამარცხა და 4,5 ქულას მოუყარა თავი. მე-6 ტურში ითამაშებენ: თოდაშვილი (4,5)-პეტრიაშვილი (5), ილია ჩხეტია (4) - დავით კამკია (4), ანტონ ნადირაძე (4) - ჰაკობიანი (3,5).

12-წლიან გოგონებში ლიდერობა ხელთ იგდეს სტუმრებმა. მათაც ჰყავთ ერთი ხუთოსანი - მარიამ ავეტისიანი (სომხეთი), რომელმაც გუშინ თანამემამულე ჰეგინე ამირხანიანი დაამარცხა. სამქულიანმა ანი ივანიანმა (სომხეთი) მარიამ დოლიძეს სძლია და მე-2 ადგილზე მყოფმა ლიდერთან ერთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

ამ ასაკის ბიჭებში ოთხი ტურის შემდეგ სამ მოჭადრაკეს 3,5-3,5 ქულა ჰქონდა. გურამ კოკაიამ აშოტ ფარვანიანს (სომხეთი) გააჩერებინა საათი და 4,5 ქულით დაწინაურდა. კოკა ბუკიამ ქულა გაიყო გოგიკ გევორქიანთან (სომხეთი) და ახლა 4 ქულით დავით გვენეტაძესთან, ჰაკობ ჰაკობიანთან (სომხეთი) და გურამ ჭელიძესთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

დებიუტი მარცხით

სომხურ ჯერმუკში გუშინ დაიწყო მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-4 ეტაპის გათამაშება მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატების მონაწილეობით.

მოასპარეზეთა შორის პირველადაა თბილისელი ნინო ხურციძე. ორგანიზატორებმა იგი შეჯიბრებაში მას შემდეგ ჩართეს, რაც ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს ალექსანდრა კოსტენიუკმა (რუსეთი) და ჟუ ჩენმა (ყატარი), რომლებმაც სამი ტურნირის ჯამში საპრიზო ადგილებზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგეს.

17 ივლისს პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ნინო ხურციძე (2456) ჩინეთის ნაკრების წევრ ცზიუ ვენძიუნს (2518) 65-ე სვლაზე დანებდა. ერთგვარ სენსაციად შეიძლება მოინათლოს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის, გრანპრის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერ ჰოუ იფანის (ჩინეთი, 2617) თეთრი ფიგურებით ბათუიაგ მონგონთუულთან (მონღოლეთი, 2447) ყაიმი.

დანარჩენი ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2598) - ჟაო სიუ (ჩინეთი, 2556) 1:0, ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2480) - ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2450) 0,5:0,5, ლუფეი რუანი (ჩინეთი, 2483) - კატერინა ლაგნო (უკრაინა, 2537) 0,5:0,5, ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი, 2417) - ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2516) 1:0.

18 ივლისს, მე-2 ტურში ითამაშებენ: ჟაო სიუ - კოსინცევა, ლაგნო - კოვალევსკაია, მონგონთუული - რუანი, მკრტიჩიანი - ჰოუ იფანი, ცზიუ ვენძიუნი - დანიელიანი, კონერუ - ხურციძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოურინიო კვლავ "რეალში"? - ჟოზემ შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე