მახაჩყალის "ანჟის" ფეხბურთელი საქართველოშია, მაგრამ ქართული კლუბებიდან შემოთავაზება ჯერ არ აქვს
24 წლის ირაკლი კლიმიაშვილი ტაშკენტის "ფახთაკორიდან" წამოვიდა, სადაც მახაჭყალის "ანჟიდან" იყო განათხოვრებული.

კლიმიაშვილი თბილისის "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია, სადაც არაერთი კარგი სეზონი აქვს გატარებული. ირაკლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, ეროვნულ ნაკრებშიც არაერთხელ იყო მიწვეული და მისი აყვანა რამდენიმე წამყვან ქართულ კლუბს სურდა, თუმცა თქმა რად უნდა, რომ რუსული პრემიერლიგის გუნდი აქაურ შემოთავაზებებს გადაწონიდა.

სად ითამაშებს კლიმიაშვილი? მასთან საუბარი ამ კითხვით დავიწყეთ.

- რაღაც ვარიანტები უკვე არის, რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბიდან არის დაინტერესება და ვნახოთ.

- "ფახთაკორიდან" წამოსვლის მიზეზი რა არის?

- იჯარის ვადა ამოიწურა. ერთხელ უკვე გავაგრძელე იჯარა და ამ ეტაპზე, უბრალოდ, აღარ მინდა იქ თამაში. ერთი წელი "ფახთაკორში" - ვფიქრობ, საკმარისი დრო ვიყავი იქ.

- როგორც ფეხბურთელს, რა მოგცა "ფახთაკორში" გატარებულმა ერთმა წელმა?

- ზოგს ჰგონია, რომ უზბეკეთში თამაში ცუდია, მაგრამ ეს ასე არ არის. "ანჟიში" რომ გადავედი, სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა და რადგან იქ ამის საშუალება არ იყო, ამიტომ წავედი "ფახთაკორში". ჩემთვის და, ალბათ, ყველა ფეხბურთელისთვის მთავარი სწორედ სათამაშო პრაქტიკაა.

ისიცაა, რომ "ფახთაკორში" კახა მახარაძე დამხვდა. მას ბავშვობიდან ვიცნობ და რა თქმა უნდა, უზბეკურ გუნდში ადაპტაცია ამანაც გამიადვილა.

- ქართული კლუბებიდან არ გაქვს შემოთავაზება?

- ჯერ არა. სულ რაღაც ორი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი. სხვათა შორის, ქართული კლუბებიდან შემოთავაზება მაშინაც მქონდა, როცა "ანჟიში" გადავედი.

- შემოთავაზება რომ იყოს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდებოდი?

- ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, ჯერ შემოთავაზება უნდა მქონდეს. მე თავისუფალი აგენტი არ ვარ, "ანჟის" ვეკუთვნი და ქართულ კლუბებს, ალბათ, ხელს არ აძლევთ ასეთი ფეხბურთელის აყვანა.

კლიმიაშვილი საქართველოშია, მაგრამ ქართული შემოთავაზება ჯერ არ აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ირაკლი, ოლიმპიდან მოყოლებული გგულშემტკვრობ, ნამდვილი მებრძოლი ხარ, ყოჩაღ, რომ დაუფასე მამიკოს დიდი გარჯა. გილოცავ დაბრუნებას, დიდად წარმატებული ყოფილიყვეს შენთვის, გორელი და მთლიანად ქართველი გუშემატკივრისთვის
gegi
WAMO TORPEDOSHI
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა