ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კედელაშვილი დაგვაკლდა

კედელაშვილი დაგვაკლდა

ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები დანაკლისით გაემგზავრა მოსკოვში, "დიდი მუზარადის" ტურნირზე - გუნდს არ გაჰყოლია ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73). როგორც ამბობენ...

ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები დანაკლისით გაემგზავრა მოსკოვში, "დიდი მუზარადის" ტურნირზე - გუნდს არ გაჰყოლია ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73). როგორც ამბობენ, მიზეზი ბოლო ვარჯიშებზე მიღებული ტრავმაა. ამდენად, დღეს და ხვალ მოსკოვში ამირან ტოტიკაშვილის ხელმძღვანელობით დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, პაატა მერებაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, დავით ქევხიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100) იჭიდავებენ. ამათგან დღეს "მეგასპორტის" სასახლის

არენაზე 60, 66 და 73-ის ფალავნები გავლენ, დანარჩენები კი ხვალ იასპარეზებენ.

მოსკოვური ტურნირი ერთ-ერთია ამ რანგის ოთხი ტურნირიდან, რომელთაგანაც პარიზისა და რიო დე ჟანეიროსი უკვე ჩატარდა, რიგში კი მოსკოვისა და დეკემბერში გასამართი ტოკიოსია, რომელსაც უფრო ძიგორო კანოს მემორიალად იცნობენ. გეტყვით იმასაც, რომ ეს ტურნირები სალიცენზიოა და საკმაოდ ხვავრიელადაც იძლევიან ჩასათვლელ ქულებს - ჩემპიონი 300 ქულას იღებს, ვერცხლის პრიზიორი - 180-ს, ბრინჯაოს მედალოსნები - 120-ს, მეხუთეზე გასული - 60-ს და ა.შ. ჩვეულებრივ, ამ რანგის შეჯიბრებათა საპრიზო ფონდად 150 ათასი დოლარია დადგენილი, მაგრამ ორგანიზატორები ხშირად საკუთარი ინიციატივით ამატებენ თანხას. ასეა ამჯერადაც და რუსებმა საპრიზო ფონდი 154 ათას დოლარამდე გაზარდეს. აქედან ჩემპიონისთვის 5 ათასი დოლარია განსაზღვრული, მომდევნო ადგილებზე გასულებისთვის, შესაბამისად, 3000 და 1500-1500 დოლარი.

ამ ტურნირმა უკვე მოხსნა რეკორდი მოასპარეზეთა მხრივ - მასში 54 ქვეყნის 500 ათლეტი გამოდის უკლებლივ ყველა კონტინენტიდან. მონაწილეთა შორის 33 ევროპული ქვეყანაა, 10 - აზიური, 4 - ამერიკული, 5 - აფრიკული და 2 ოკეანეთის რეგიონული ფედერაციებიდან. სარეკორდოა მოჭიდავეთა რაოდენობაც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟთა შორის - 53 სპორტსმენი! ამ შეჯიბრების სიძლიერეს ხელსაყრელი კალენდარიც განაპირობებს - იგი ბოლო სასტარტო ტურნირია სექტემბერში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამიტომ მოსკოვში უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა. არანაკლებ ძლიერი, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს პირველობაზე.

მართალია, საფრანგეთს, გერმანიას, სამხრეთ კორეას და კიდევ ზოგიერთს აკლია რამდენიმე წამყვანი ძიუდოისტი, მაგრამ მარტო ის რად ღირს, რომ მოსკოვში ექვსი ოლიმპიური ჩემპიონი იჭიდავებს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შეჯიბრებაში - გერმანელი ოლე ბიშოფი (81), ჩვენი ცირეკიძე, მონგოლი ნაიდან ტუვშინბაიარი (100), აზერბაიჯანელი ელნურ მამედლი (81), იაპონელი მაკი ცუკადა (+78) და ჩინელი ხიული იანგი (78). საფრანგეთიდან იქნებიან ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი ბენჟამინ დარბელე (73), მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი სელინ ლებრუნი (78), იგივე ტიტულების მფლობელი ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერი (60), ჰოლანდიიდან გამოვლენ ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოს და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორები ჰენკ გროლი (100), ელიზაბეტ ვილებორდსი (63) და ედიტ ბოსხი (70). ბრაზილიიდან ჩამოდიან მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა (100), ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ფლავიო კანტო (81) და ასევე ოლიმპიური მედალოსანი ლეანდრო გილეირო (81), მონგოლი მსოფლიოს ჩემპიონი ცაგანბაატარ ხაშბაატარი (66), აზერბაიჯანელი ელხან მამედოვი (90) და სხვები. ცხადია, უძლიერესი გუნდით არიან რუსებიც. იაპონელებს იქნებ მყვირალა ვარსკვლავები არ ჰყავთ, თუ მსოფლიოს პრიზიორ ტაკამასა ანაის (100) არ მივიჩნევთ, მაგრამ მოსკოვში ჩაიყვანეს ყველა უძლიერესი, ვინც კი წლეულს წარმატებით ჭიდაობს.

გუშინ გამართულმა წილისყრამ ჩვენებურთა პირველი მეტოქეები გამოავლინა. დღეს 60-ში პირველ წრეში ორივე ჩვენებური ისვენებს, პაპინაშვილს კი მეორეში, შესაძლოა, რუსთა ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე შეხვდეს. პირველ წრეში მერებაშვილიც ისვენებს, მეორეში კი ირანელ მოვსენ გაფარს შეხვდება. ქარდავა პირველივე წრეში ჭიდაობს და ბერძენთა ქართველ ლავრენტის ალექსანიდისს, იგივე თემურ გივიაშვილს ეპაექრება. ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ტატალაშვილიც თავიდანვე იჭიდავებს საკმაოდ გამოცდილ ირანელ ზაქარია მორადისთან. რაღაც უცნაური წილისყრით, წიკლაური პირდაპირ მესამე წრიდან ჩაებმება ტურნირში, მანამდე კი ორი შეხვედრის გამართვას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გაირკვევა.

იმათგან ძლიერი და ცნობილი არავინაა, თუმცა ბადის ამავე ნახევარშია რუსთა შარშანდელი ტრიუმფატორი, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგები ივან ნიფონტოვი. ქევხიშვილი მეორე წრეში ყაზახ ისლამ ბოზბაევს ხვდება, ამათ შორის გამარჯვებულს კი ბრიტანელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ევან ბარტონი ელოდება. ლიპარტელიანი ვერა და ვერ ასცდა ილიას ილიადისს, ანუ ჯარჯი ზვიადაურს. ჩვენებური ტურნირში მეორე წრიდან ებმება ბელარუს ალექსეი სტეფანკოუსთან შეხვედრით, ამათში მოგებულს კი, შესაძლოა, ილიადისი შეხვდეს, თუ იმანაც გააღწია იქამდე, ანუ ერთი ბრძოლა მოიგო. ბოდაველი ლატვიელ აიგარს მილენბერგს დაეჭიდება. პირველი მეტოქე ცირეკიძესაც ნაცნობი ეყოლება - მეორე წრეში ლატვიელ ეუგენიუს ბოროდავკოს ხვდება, ვისაც ივნისის დამდეგს მადრიდში ფინალში მოუგო.

მოვლენათა ლოგიკური განვითარების შემთხვევაში ცირეკიძეს მეოთხედფინალში ანაი უნდა შეხვდეს. ხოლო ბადის ამავე ნახევარში არიან ყაზახი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი და კორეაც, ოღონდ მათი გზებიც მეოთხედფინალში იკვეთება. ჟორჟოლიანი პირველ შეხვედრას ირანელ ჯავად მაჰჯუბთან გამართავს. გუჯეჯიანი პირველ წრეში რუს სერგეი პროხოვს ხვდება, ოქრუაშვილი კი ამ ეტაპზე ისვენებს და რუს სოსლან ბოსტანოვსა და ფრანგ მსოფლიოს პრიზიორ პიერ რობინს შორის მოგებულს დაელოდება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე