ბათუმში დღეს დამთავრდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატები, რომლებშიც 34 ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს...

ბათუმში დღეს დამთავრდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატები, რომლებშიც 34 ქვეყნის 700-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

გუშინ მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა. 18-წლიან გოგონებში ასპარეზობის რეიტინგ-ფავორიტმა ქეთი წაწალაშვილმა ქულა გაიყო ჩეხ კაროლინა ოლსაროვასთან და 6 ქულას მოუყარა თავი. წარმატებას მიაღწიეს ნარმინ კაზიმოვამ (აზერბაიჯანი) და კლაუდია კულინმა (პოლონეთი), რომლებსაც, ასევე, 6-6 ქულა მოუგროვდათ. დღეს გადამწყვეტ ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ქეთი წაწალაშვილი თანამემამულე ფატმან რიჟამაძეს შეხვდება. ინტერესს იწვეს ხაიალა აბდულას (აზერბაიჯანი) და ოლსაროვას ორთაბრძოლაც. სწორედ ზემოაღნიშნულ პაექრობებში გადაწყდება მედლების ბედიც. ამ ასაკის ვაჟებში უმედლოდ რომ ვრჩებით, უკვე ცნობილია, რადგან ლევან ბრეგაძეს და ზურაბ ჯავახაძეს მხოლოდ 4,5-4,5 ქულა აქვთ. 7-7 ქულით სამველ ტერ-სააკიანი (სომხეთი) და ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი) ლიდერობენ.

16-წლიან გოგონებში მერი არაბიძემ მედალი უკვე გაიანაღდა მას შემდეგ, რაც გუშინ უკრაინელი იულია შვაიგერი დაამარცხა და 7 ქულა მოაგროვა. ოღონდ, ოქროსი იქნება ჯილდო თუ ვერცხლისა, ეს დღეს გადაწყდება, რადგან უახლოეს მდევარი მარიამ დანელია, რომელმაც გუშინ ნარმინ ხალაფოვას (აზერბაიჯანი) აჯობა, ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში კონკურენტები შავებით ითამაშებენ _ არაბიძე ტატიანა რევოს (ბელარუსი), დანელია კი _ შვაიგერს შეხვდება. ვაჟებმა ამ ასაკშიც დაგვაღალატეს. მართალია, ნოდარ ლორთქიფანიძემ 5,5 ქულა მოაგროვა, მაგრამ მას ერთბაშად 5 მოჭადრაკე უსწრებს - ერთი მათგანი ქულით, ოთხს კი _ ნახევარ-ნახევარი ქულით, ამიტომ ჩვენებურს ბრინჯაოს მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა.

14-წლიან გოგონებში გუშინ ლიდერთა შორის მყოფი ნატო იმნაძე და თეკლა მაჭარაშვილი, შესაბამისად, მარია ტანციურასთან (უკრაინა) და ულვია ფატალიევასთან (აზერბაიჯანი) დამარცხდნენ, რითაც მედლების მოპოვების შესაძლებლობა კითხვითი ნიშნის ქვეშ დააყენეს. ბოლო ტურის წინ მათ დეა გოგიშვილთან ერთად 5,5-5,5 ქულა აქვთ. 7 ქულით პირველ ადგილზეა ფატალიევა, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ანა სტიაშკინა (რუსეთი) და ტანციურა იყოფენ. ვაჟებში ირაკლი ბერაძემ გუშინ ქამრან პირვერდიევი დაამარცხა და 6 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. 7 ქულა მოაგროვა ვასილი უსმანოვმა (რუსეთი), 6,5 - ალექსანდრ ბორტნიკმა (უკრაინა). დღევანდელ პაექრობაში გამარჯვებით ჩვენებურს მედლის მოპოვება ძალუძს.

12-წლიან გოგონებში ნინო ხომერიკი 5,5 ქულით მე-6 ადგილზეა. ორი მეტოქე 1,5-1,5 ქულით უსწრებს, თითოც _ ერთი და ნახევარი ქულით. ამდენად, ეს მონაგარი ბრინჯაოს მოსაპოვებლად ეყოფა თუ არა, დღეს გამოჩნდება. ვაჟებში ნოე თუთისანი 5,5 ქულით მხოლოდ მეთხუთმეტეა.

10-წლიან გოგონებში ნატა ჯიბუტმა და ელენე კოსტავამ მე-8 ტურში მხოლოდ ნახევარ-ნახევარი ქულა შესძინეს მონაგარს, ნინო ჯალაღონიამ და მარიამ დოლიძემ კი წარმატებას მიაღწიეს. ბოლო ტურის წინ 6,5-6,5 ქულით ჯიბუტი და ოლივია კიოლბასა (პოლონეთი) მეწინავეობენ. მათ ნახევარ-ნახევარი ქულით ჯალაღონია, დოლიძე და რენატა გარიბოვა (რუსეთი) ჩამორჩებიან. ჯიბუტი თეთრებით კიოლბასას ხვდება, ჯალაღონია და დოლიძე კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ბიჭებში 7,5 ქულით ვიქტორ გაზიკი (სლოვაკეთი) მეწინავეობს. 7 ქულით მეორეა მიხაილ ნიკიტენკო (ბელარუსი). სამ მოჭადრაკეს 6-6 ქულა აქვს. ლევან ბაბუხადიას მათგან ნახევარი ქულა აშორებს.

8-წლიან გოგონებში გუშინდელი წარუმატებელი ტურის შემდეგ (ლიდერთა ჯგუფის წევრები _ სანდრა კაპანაძე, მაია ბეჭვია, თამარ ესაძე დამარცხდნენ) ოქროს მოპოვების შანსი დაიკარგა. უკეთესი კოეფიციენტის იმედით, ვერცხლსა და ბრინჯაოზე კიდევ შეიძლება ფიქრი. ბიჭებშიც ბოლო ტურები ისე წარიმართა, რომ, ფაქტობრივად, უმედლოდ დავრჩით. აქ კირილ შევჩენკოს (უკრაინა) და აზარ გადიმბაიალის (აზერბაიჯანი) 7-7 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე