"ჩელსის" ვებ-გვერდის ცნობით, ლონდონურმა კლუბმა რუსულ "გაზპრომთან" 3-წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა
"ჩელსის" ვებ-გვერდის ცნობით, ლონდონურმა კლუბმა რუსულ "გაზპრომთან" 3-წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა.

ლონდონელთა აღმასრულებელი დირექტორის, რონ გურლეის ცნობით, რუსული ფირმა კლუბის გლობალური ენერგეტიკული პარტნიორი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჩელსის" სწორედ ის მიაწვდის ელექტროენერგიასა და გაზს.

კონტრაქტი "ჩელსის" ფინანსურ სიმყარეს განაპირობებს და აზიის ბაზრის უკეთ ათვისებაში შეუწყობს ხელსო, იმედოვნებენ "სტემფორდ ბრიჯზე".

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა რამდენიმე დღის წინ უეფასთანაც გააფორმა ხელშეკრულება, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგისა (2012/15 წლები) და უეფას სუპერთასის (2012, 2013, 2014) სპონსორი შეიქნა. თავის მხრივ, "ჩელსისთან" თანამშრომლობით "გაზპრომში" მსოფლიოში თავისი რეპუტაციის განმტკიცებას ელიან.

მარინს იმედი აქვს

წუხელ "ჩელსის" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი უნდა ჩაეტარებინა "სიეტლ საუნდერსთან", სადაც მარკო მარინსაც უნდა ეთამაშა. ლონდონელთა ბანაკიდან იუწყებიან, გერმანელს ორი ფაქტორი უწყობს ხელს თანაგუნდელებთან ადაპტაციაშიო.

უპირველესად ის, რომ მას ბოსნიური ფესვები აქვს, რის გამოც მისი "მფარველობა" თავის თავზე სერბმა ბრანისლავ ივანოვიჩმა აიღო.

მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ მარინმა შესანიშნავად იცის ინგლისური ენა და არც სხვა ფეხბურთელებთან კონტაქტი უჭირს. "ამერიკულ ტურნეზე იმის თქმა შემიძლია, რომ საწვრთნელი ბაზა, სადაც დავბინავდით, უბრალოდ, ფანტასტიკურია. აქამდე ასეთი დიდი და კომფორტული სპორტული ცენტრი არასოდეს მინახავს.

პირველივე მატჩებში მინდა თავის გამოჩენა და მწვრთნელისთვის იმის ჩვენება, თუ რა შემიძლია. იმედია, ჩემპიონატშიც რეგულარულად ვითამაშებ. თუკი ამას მივაღწევ, მერე ლოგიკური იქნება, რომ გერმანიის ნაკრებშიც დამაბრუნონ.

როცა დიდ კლუბში თამაშობ, შენზე განსაკუთრებული ზეწოლა ბუნებრივი მომენტია. ჩემთვის ეს განსაკუთრებული სირთულე არასოდეს ყოფილა. იმედი მაქვს, შევძლებ ახალი თანაგუნდელების დონეზე თამაშს," - აცხადებს მარინი.

წავა, მაგრამ არა სანტოსში

ვეტერანი ფლორან მალუდა არც შარშან იყო განებივრებული სათამაშო პრაქტიკით, წელს კი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან რობერტო დი მატეომ ორი ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი ედენ აზარი და მარკო მარინი დაიმატა.

32 წლის ფრანგს ძალიან უნდა "სტემფორდ ბრიჯიდან" წასვლა. კონტრაქტს მას ბრაზილიური "სანტოსი" სთავაზობდა კიდეც, მაგრამ მხარეები ფეხბურთელის პირად კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ფლორანს შვებულება უკვე დაუმთავრდა.

ის სიეტლში სამშაბათს ღამე ჩავიდა, სადაც გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. დი მატეოს თქმით, ის ფეხბურთელთან პირისპირ დალაპარაკებას გეგმავს, რათა გაარკვიოს, რა გეგმა აქვს და უნდა ჰქონდეს თუ არა მისი იმედი სეზონის განმავლობაში.

ოსკარი ოლიმპიადის შემდეგ

მართალია, ამ დღეებში დი მატეომ განაცხადა, "ინტერნასიონალის" ოსკარი ჩვენი ფეხბურთელი არ არის და ამაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთო, მაგრამ "გარდიანი" ამტკიცებს, რომ ლონდონელებმა სამხრეთამერიკელებთან 25 მილიონ ფუნტად (31,87 მლნ ევრო) ყველაფერი შეათანხმეს და რომ 20 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

საქმეს წერტილი მას მერე დაესმება, როცა ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს მოაწერს. ეს კი მხოლოდ ლონდონის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მოხდება.

მეორე აზარიც ჩელსიში?

"ეკიპის" ცნობით, "ჩელსიმ" შესაძლოა ედენ აზარის უმცროსი ძმა ტორგან აზარიც გადაიბიროს. ოღონდ 19 წლის ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ დუბლშემადგენლობაში მოსინჯავს ძალებს.

უმცროსი აზარი ლიგა 2-ის "ლანსში" თამაშობს. კუნძულელებმა ჩრდილოელ ფრანგებს უკვე შესთავაზეს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობის დაწყება. "ლანსი" დიდი ხალისის გარეშე, მაგრამ შეთავაზებას უკვე დათანხმდა.

ტორგან აზარს კლუბთან ხელშეკრულება ერთ წელიწადში უმთავრდება, რომლის გახანგრძლივებას ის არ აპირებს. შარშან მან ლიგა ორში 15 მატჩი ჩაატარა. გეტყვით, რომ ბელგიაში უმცროს ძმას არანაკლებ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ასაკის მიუხედავად, მან ასაკობრივ ნაკრებებში 45 მატჩი გამართა, სადაც 15 გოლი გაიტანა. ასე რომ, ნიჭის გარდა, ედენს ის დიდად არც შედეგიანობაში ჩამორჩება.

იქამდე, ვიდრე გუნდში მეორე აზარი ჩაირიცხებოდეს, "ჩელსიმ" დუბლის ორი მოთამაშე პორტუგალიურ "ვიტორია გიმარაეშს" იჯარით დაუთმო. ლაპარაკია 19 წლის მილან ლალკოვიჩსა (სერბეთი, თავდამსხმელი) და ასევე 19 წლის მატეი დელაჩზე (ხორვატია, მეკარე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა