ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი ზე რაგბის გათამაშების დასრულების შემდეგ იაპონიაში აპირებს თამაშს
ახალი ზელანდიის ნაკრების შუამარბი სონი ბილ ვილიამსი ზე რაგბის გათამაშების დასრულების შემდეგ იაპონიაში აპირებს თამაშს. მან უკვე გააფორმა მოკლევადიანი კონტრაქტი ამ ქვეყნის ერთ-ერთ გუნდთან.

ახალზელანდიელმა იაპონიის ჩემპიონატის 12 მატჩში უნდა ითამაშოს, რისთვისაც 970 ათას ევროს მიიღებს.

ახალი ზელანდიის სპორტულ მედიაში დიდი ხანია ფიგურირებს ვერსია, რომლის მიხედვითაც, სონი ბილ ვილიამსი რაგბის თამაშს აღარ აპირებს და 2013 წლიდან რაგბი-ლიგის გუნდ "სიდნეი რუსტერზში" იასპარეზებს.

ახალზელანდიელი ქომაგები, სონი ბილი რაოდენ კარგადაც უნდა თამაშობდეს, მისდამი სწორედ ცვალებადი ბუნების გამო არ არიან სიმპათიით განმსჭვალულნი. მორაგბედ მას არასდროს აღიქვამდნენ.

აკი შარშან ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების მსვლელობის დროს, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას, მასპინძლებმა მის ხსენებაზე გრიმასა შეკერეს და მითხრეს - ეგ ხომ მორაგბე არ არის, რაგბი ლიგელიაო.

ერთი სიტყვით, სონი ბილ ვილიამსი თავისას არ იშლის. თანაც ამტკიცებს, რომ ამას ფულის გამო არ აკეთებს.

"ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩემი მენეჯერი სულ იმის მცდელობაშია, როგორმე სარფიანი კონტრაქტი გამიჩარხოს. პირიქით, ის საამისოდ არაფერს აკეთებს. უბრალოდ, თამაშისას ვცდილობ, ყველაფერი გავიღო, კარგად ვითამაშო და მომხიბვლელი წინადადებები თავისით მოდის.

ბევრ ადამიანს ჩემზე არასწორი წარმოდგენა აქვს. რა ვქნა, ახლა 26 წლის ვარ და აქედანვე უნდა ვიზრუნო, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ცარიელზე არ დავრჩე. ძალიან ბევრი მოთამაშე მინახავს ისეთი, რაგბიდან წასვლის შემდეგ რომ აღარ იცის, რა იღონოს, რით იარსებოს. არ მინდა, მათ რიგებში აღმოვჩნდე.

ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, რაგბიში დავრჩები თუ ისევ რაგბი-ლიგას დავუბრუნდები. ერთი რამ კი გადაჭრით შემიძლია ვთქვა - იაპონიიდან თუ ახალ ზელანდიაში დავბრუნდი, აუცილებლად ისევ ჰემილთონის "ჩიფსის" ღირსებას დავიცავ.

გამორიცხული არ არის, ევროპას მივაშურო. რაგბი-ლიგიდან რომ წამოვედი, რაგბის პირველი გუნდი, სადაც თამაში მომიწია, ფრანგული "ტულონი" იყო. ამ გუნდის პრეზიდენტი მურად ბურჯელალი დიდი ხანია, ისევ მეპატიჟება. ერთი სიტყვით, თუ კარიერა ევროპაში გავაგრძელე, ეს აუცილებლად "ტულონში" მოხდება.

ბურჯელალი დიდი ადამიანია. მას ძალიან უყვარს "ტულონი" და ამ გუნდის კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს. ამიტომ მას უდიდეს პატივს ვცემ და ისევე, როგორც "ჩიფსს", "ტულონსაც" არასდროს ვუღალატებ" - თქვა სონი ბილ ვილიამსმა.

ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავმა დენ კარტერმა მწუხარება გამოთქვა სონი ბილის ამ ნაბიჯის გამო:

"პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. მსგავს ვითარებაში მეც გახლდით 2008 წელს, როცა ფრანგულ "პერპინიანთან" მოვაწერე კონტრაქტს ხელი.

ძალიან ვწუხვარ, რომ იაპონიაში მოკლე ვადით თამაშის შემდეგ ის რაგბი-ლიგაში აპირებს გადასვლას. სონი ბილი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება. მას "ოლ ბლექსში" კიდევ ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა შეეძლო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა