გორის "დილას" მეტოქის ქართველი თავდამსხმელი თანამემამულეებთან დაპირისპირების გამო არ ნერვიულობს
19 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის "დილა" დანიაში "ორჰუსს" შეხვდება.

მატჩამდე მასპინძელთა ქართველ თავდამსხმელს, დავით სხირტლაძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- დანიელებს გორის "დილას" მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ?

- 16 წელია, "ორჰუსს" ევროთასებზე არ უთამაშია და ყველა განსაკუთრებულ მოლოდინშია. მეტოქეს ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ვიცით, რომ "დილა" კარგი გუნდია.

- შენი აზრით, უპირატესობა ვის მხარეს არის?

- ძნელი სათქმელია, საერთო ჯამში ვინ მოიგებს. საკუთარი სტადიონისა და ფანების გამო დანიაში გარკვეული უპირატესობა ჩვენ გვაქვს.

მეორე მხრივ, კოზირი გორის "დილასაც" აქვს, რადგან მისი მწვრთნელები დანიის ჩემპიონატის პირველ ტურში ჩვენი და "ოლბორგის" მატჩს დაესწრნენ და გუნდზე რეალური წარმოდგენა შეიქმნეს. ჩვენებს კი, რამდენადაც ვიცი, გორელთა ბოლო მატჩები არ უნახავთ და შეიძლება ითქვას, რომ "დილას" ნორმალურად არ ვიცნობთ.

- ქართველებთან თამაშის გამო ნერვიულობ?

- "დილაში" ნაკრებში ჩემი ყოფილი მწვრთნელი გია ცეცაძეა და ჩემი მეგობარი გიორგი ილურიძე თამაშობს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, საკლუბო დონეზე საკუთარი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგაც გიწევს თამაში.

- შენ და დევდარიანი ძირითადში ითამაშებთ?

- განაცხადში ვიქნები, შემდეგ ვნახოთ. დათოც, ალბათ, ჯერ სათადარიგოებში იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი აუცილებლად ათამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ორჰუსი VS დილა - გორელთა გუნდში იმედიანი განწყობაა

დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება

თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა

გულვერდ თომაშვილი: დანიურ "ორჰუსთან" მოგებისთვის ვიბრძოლებთ

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე