ქარის თასის გათამაშების მე-12 ტურში ვისაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, ყველამ მოიგო, რამაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ისედაც დაძაბული ბრძოლა რადიკალურად გაამწვავა...

ქარის თასის გათამაშების მე-12 ტურში ვისაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, ყველამ მოიგო, რამაც პლეი ოფში მოხვედრისთვის ისედაც დაძაბული ბრძოლა რადიკალურად გაამწვავა.

იოჰანესბურგში ოთხეულს მიღმა, მეხუთე ადგილზე მყოფმა "ლაიონზმა" გათამაშების ლიდერს, დურბანის "ნატალ შარქსს" გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოჰგლიჯა ხელიდან - 22:20.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ - 10:10 დასრულდა. შესვენების შემდეგ დურბანელთა გარემარბის ნკედო მვოვოს ორი ლელოს წყალობით სტუმრები დაწინაურდნენ. 79-ე წუთისთვის "ზვიგენები" 20:15-ს იგებდნენ. "ლომებმა" ბოლო იერიში წამოიწყეს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელმა ფრენკ ფან დერ მერვემ ლელოთი დაასრულა. მგეზავმა ელტონ იანტისმა გარდასხა და "ლაიონზს" უმნიშვნელოვანესი გამარჯევბა მოუტანა.

უხვქულიანი გამოდგა მეორეადგილოსანი "ვესტერნ პროვანსის" დაპირისპირება შინ პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "გრიკასთან" - 48:32.

"დასავლელებმა" მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, აქედან სამი გარემარბ იოჰანეს ენგელბერხტის ანგარიშზეა. სამი ლელო მიითვალა გრიკასელმა ბიორნ ბესონმაც.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლებმა 26 ქულით - 29:3 მოიგეს. მეორე ტაიმში პროვანსელებმა თამაშის ტემპს უკლეს, რაც შესანიშნავად გამოიყენეს გრიკასელებმა და თამაშის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობის 11 ქულამდე შემცირება შეძლეს - 32:43. გამარჯვების იმედი სტუმრებს შეცვლაზე შესული მეორეხაზელის ანდრეას ფონდესის ლელომ გადაუწურა.

უფრო უხვლელოიანი და საინტერესო სანახავი გამოდგა მატჩი ბლუმფონტეინში, სადაც ადგილობრივმა "ჩიტაზმა", რომელიც სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" - 59:24 მოუგო.

ჩიტაზელებმა მეტოქეს ცხრა ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი მორკინალების, ადრიან სტრაუსის, ვილემ ნილისა და ეშლი ჯონსონის ანგარიშზეა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" სტუმრად აუტსაიდერი "ლეოპარდსი" დაამარცხა - 39:26. მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მასპინძლებმა პირველ ნახევარში გასწიეს, "ლურჯმა ხარებმა" დაწინაურება მხოლოდ ოთხი ქულით შეძლეს - 17:13, მეორე ნახევარში კი მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

XII ტური

ვესტერნ პროვანსი-გრიკასი 48:32, ჩიტაზი-პუმასი 59:24, ლეოპარდსი-ბლუ ბულზი 26:39, ლაიონზი-ნატალ შარქსი 22:20.

სატურნირო მდგომარეობა

1. ნატალ შარქსი - 47 ქულა, 2. ვესტერნ პროვანსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 38, 4. ჩიტაზი - 37, 5. ლაიონზი - 35, 6. გრიკასი - 31, 7. პუმასი - 17, 8. ლეოპარდსი - 5.

XIII ტური

ნატალ შარქსი-ლეოპარდსი, პუმასი-გრიკასი, ბლუ ბულზი-ვესტერნ პროვანსი, ჩიტაზი-ლაიონზი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა