"ჩელსიმ" მოსამზადებელ შეკრებაზე პირველივე შეხვედრაში იოლად იმარჯვა ედენ აზარის, მარკო მარინის თითო და რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით
სიეტლ საუნდერსი-ჩელსი 2:4

ჩელსი (I ტაიმი): ილარიუ, ჩალობა, ივანოვიჩი, ლუისი, ფერეირა, მიკელი, მაკეხრანი, ბენაიუნი, აზარი, მარინი, ლუკაკუ II ტაიმი: ბლექმენი, ჰატჩინსონი, ივანოვიჩი (კეინი 63), კეჰილი, ფერეირა (სევილი 63), ესიენი, ლემპარდი, აზარი (კაკუტა 63), დე ბრუინი, ლუკაკუ (პიაზონი 63)

გოლები: 0:1 ლუკაკუ (3), 0:2 აზარი (11), 1:2 მონტერო (13), 2:2 მონტერო (31), 2:3 მარინი (39), 2:4 ლუკაკუ (44)

"ჩელსიმ" 2012/13 წლების სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველივე შეხვედრაში იოლად იმარჯვა ედენ აზარის, მარკო მარინის თითო და რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით.

ანგარიში ჯოშ მაკეხრანის კარგი პასით (მეტოქეს ცენტრში ბურთი ფეხებიდან გამოღლიტა) ბელგიელმა თავდამსხმელმა გახსნა, ვინც ცივსისხლიანად გაუსწორდა მეტოქის მცველებს და ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა.

მალე ანგარიში მეორე ბელგიელმა აზარმა გაზარდა. მას დიდწილად გაუმართლა კიდეც, როცა საჯარიმოს გარედან დარტყმული "საუნდერსის" მცველს მოხვდა და ისე აღმოჩნდა ბადეში. ამის შემდეგ "ჩელსი" რატომღაც მოეშვა და მასპინძელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. ორჯერვე 25 წლის კოლუმბიელმა ფრედი მონტერომ გამოიჩინა თავი.

პირველი ტაიმის მიწურულს "ლურჯები" ხელახლა გაიყვანა წინ მარკო მარინმა, ვინც სისწრაფის წყალობით შეძლო, მცველებს გაქცეოდა. ზუსტად 5 წუთში კი გერმანელმა საგოლე გადაცემაც მიითვალა. მისი პასით ისევ ლუკაკუმ ისარგებლა.

მეორე ტაიმში საინტერესო, პრინციპში, აღარაფერი მომხდარა. რობერტო დი მატეოს დავალებით გუნდი უფრო მეტად ბურთის კონტროლს აქცევდა ყურადღებას, ვიდრე შეტევებს.

ამიტომაც იყო, რომ პირველი ნახევრის გახსნილი ფეხბურთი (15-15 დარტყმა კარის მიმართულებით) უფრო ჩაკეტილ და მოსაწყენ სანახაობად რომ გადაიქცა. უახლოეს მატჩს "ჩელსი" 22 ივლისს აწ უკვე ზლატან იბრაჰიმოვიჩის "პარი სენ-ჟერმენთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gegi
აი ნახეთ ჩელსიმ კიდევ ერთხელ თუ არ მოიგო ლიგა,ძაან სერიოზული გუნდია.
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა