მოდრიჩმა ვილაშ-ბოაშს პირადად დაუდასტურა, რომ ამ ზაფხულს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლას აპირებს
მოკლედ, "ტოტენჰემის" 26 წლის ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე რომ წელს ამბებია ამტყდარი, მსგავსი რამ ძნელად გვახსენდება.

ხუმრობა ხომ არ არის, როცა ფეხბურთელის შეძენას "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალი" ცდილობენ. "ალისფერი ეშმაკები" ბრძოლას დიდი ხანია, ჩამოშორდნენ.

აი, სამეფო კლუბი კი სცენაზე დარჩენას ბოლომდე აპირებს.

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის უნდა ჩვენი ფეხბურთელის შეძენა. მთავარია, მისით დაინტერესებულმა კლუბმა 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ლუკას დღეს პირისპირ ველაპარაკე. მან დაწვრილებით ამიხსნა თავისი პოზიცია. კარგია, რომ თავადაც ესმის "ტოტენჰემის".

ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის ღირებულებებს, უფლებებსა და ინტერესებს. მოდრიჩი ნამდვილად ჭკვიანი ადამიანია და შესანიშნავად აცნობიერებს, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ.

არაერთხელ გვითქვამს, ნებისმიერ წინადადებას მოვისმენთ ტრანსფერზე, თუკი ის ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს," - განუცხადა "ტელეგრაფს" ანდრე ვილაშ ბოაშმა.

ზემოთ ხსენებული პირისპირ შეხვედრა ვილაშ ბოაშსა და ლუკა მოდრიჩს შორის 19 ივლისს "ტოტენჰემის" საწვრთნელ ბაზაზე, ლონდონის გარეუბან ჩიგველში დილის 9:30 წუთზე დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა.

ესპანური AS იუწყება, რომ ფეხბურთელმა მას პირადად დაუდასტურა, რომ ამ ზაფხულს "უაით ჰართ ლეინიდან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლას აპირებს.

ესპანურ გაზეთს საინტერესოდ მოეჩვენა ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელს, ბაზაზე დაბრუნების მიუხედავად, არ უვარჯიშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა