ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "ვესტ ჰემის" მეკარეს რობერტ გრინს "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ ჟურნალისტებისათვის ნაჩვენები ჟესტის გამო არ დასჯის.
მკაფიოდ ითქვა: ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "ვესტ ჰემის" მეკარეს რობერტ გრინს "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ ჟურნალისტებისათვის ნაჩვენები ჟესტის გამო არ დასჯის. შეგახსენებთ, რომ ლონდონურ დერბიში "ვესტ ჰემმა" "სფურზს" 1:0 მოუგო და ამ შეხვედრაში გრინმა დიდებულად ითამაშა.

რამ გამოიწვია ლონდონელი მეკარის ასეთი რეაქცია? ამას დიდი განმარტება არ სჭირდება. 30 წლის გოლკიპერი სწორედ ის კაცია ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე, აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში, კლინტ დემპსის დარტყმული ხელში ვერ შეიმაგრა და მარტივ სიტუაციაში გოლი გაუშვა. პრესამ ეს ამბავი თითზე დაიხვია და მეკარე ფაქტობრივად განტევების ვაცად აქცია. იმის თქმა, რომ სამხრეთ აფრიკაში ინგლისის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა მხოლოდ გრინს დაბრალდა, რასაკვირველია, არ იქნება მართალი, თუმცა "ვესტ ჰემის" კარის მცველს გვარიანად რომ ერგო, ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკასთან უიღბლო თამაშის შემდეგ გრინმა ფაბიო კაპელოს გუნდში ადგილი დაკარგა. იტალიელმა ის აღარც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ შეხვედრებში ათამაშა და აღარც ევრო 2012-ის შესარჩევის პირველ მატჩებში ანდო კარი. გრინის თამაში "ტოტენჰემთან" შეხვედრამდე არც "ვსტ ჰემის" შემადგენლობაში გახლდათ ძალიან დამაჯერებელი, მაგრამ ბოლო ტურში, როგორც ჩანს, ბედმა მისთვისაც მოიცალა და დაგუბებულმა ბოღმამაც ამოხეთქა.

იმან, რომ ფეხბურთის ასოციაცია გრინს უხამსი ჟესტისთვის არ დასჯის ბევრი გააოცა, თუმცა, როგორც ჩანს ინგლისური ფეხბურთის შეფებმა მეკარე ისედაც დასჯილად მიიჩნიეს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლენ.

როგორც მოსალოდნელი იყო თავისი მეკარე "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა ავრამ გრანტმა დაიცვა:

"ფეხბურთში ყველფერზე უკეთ თამაში მეტყველებს. ვფიქრობ, რობმა ამ დღეს ყველას მოედნიდან გასცა პასუხი. მას პასუხის გასაცემად არც გაზეთები დსჭირვებია, არც ტელეეკრანი და არც სხვა საშუალება. ეს ნამდვილი სპორტსმენის საქციელია".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა