როგორც BBC იტყობინება, ნადალმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ცუდი ფიზიკური ფორმა დაასახელა
პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე ჩოგანი რაფაელ ნადალი ვერ შეძლებს ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას.

როგორც BBC იტყობინება, ნადალმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ცუდი ფიზიკური ფორმა დაასახელა. მისი თქმით, ის მზად არ არის ტიტულის დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ოთხ ივლისს, უიმბლდონის მეორე წრიდან გამოვარდნის შემდეგ, სახელგანთქმულმა ესპანელმა პაუზა აიღო და მთელი აქცენტი ლონდონის თამაშებისთვის მზადებაზე გადაიტანა.

“დღეს ყველაზე ნაღვლიანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი ველოდი იმ დღეს, როცა ოლიმპიადის გახსნაზე ესპანეთის დროშას ჩავიბარებდი. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

მაგრამ ძალიან ეგოისტური საქციელი იქნებოდა ჩემი მხრიდან, ასეთ მდგომარეობაში რომ წავსულიყავი ოლიმპიადაზე”, - ამბობს პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი.

რაფამ ივნისში მოიგო როლან გაროსი, უიმბლდონზე კი მეორე წრეში ჩეხ ლუკაშ როსოლთან დამარცხდა.

19 ივლისს, ლონდონის ოლიმპიადას კიდევ ერთი ჩოგბურთელი გამოაკლდა - ქალთა ტურნირში ვერ ითამაშებს ესტონელი კაია კანეპი. მისი უარის მიზეზი ზურგის ტრავმაა, რომლის გამოც ბალტიისპირელმა უიმბლდონი გამოტოვა.

კანეპის ძირითად ბადეში კოლუმბიელი მარიანა დუკე-მარინო შეცვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა