ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა აშკარად ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს
19 ივლისს თბილისში ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც რუსთავის "მეტალურგმა" პლზენის "ვიქტორიას" უმასპინძლა.

კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები ძლიერ მეტოქესთან ვერას გახდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

რუსთაველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს:

ბედიაშვილი, სუხიაშვილი, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე, მახვილაძე, მაისურაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, გეწაძე, მიქაბერიძე, ტატანაშვილი.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რუსთაველთა კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ გოლიც გაიტანეს. მე-14 წუთზე, ხორვატის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, რუსთაველთა მეკარე უძლური აღმოჩნდა.

29-ე წუთზე ჩეხ მცველთა შეცდომით ისარგებლა დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაათანაბრა. თუმცა სამ წუთში კოლარმა თავური დარტყმით კვლავ პლზენის "ვიქტორია" დააწინაურა.

პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის 59-ე წუთზე ჩეხების კაპიტანმა ხორვატმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობაც ორ ბურთამდე გაზარდა.

შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა. რუსთაველებს ორიოდე სახიფათო მომენტი კი ჰქონდათ, მაგრამ სტუმართა მცველები საიმედოდ მოქმედებდნენ და მეკარე ბოლეკიც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ერთ ეპიზოდში "მეტალურგის" ფეხბურთელები "ვიქტორიას" მცველის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც "მეტალურგისთვის", ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობაღა ექნება, პლზენში 26 ივლისს გაიმართება.

dudu
ეხლა ვინმემ რო თქვას, ქართული საჯარო სკოლები ოქსფორდისთვის მომზადებულ აბიტურიენტს იმიტო ვერ ზრდიან, რო მეშვიდე კლასში გეოგრაფია არ ისწავლება სწორედო, ეგრე გამოსდის ზოგიერთს. საფეხბურთო სკოლაში ყოველწლიურად გასავლელია პროგრამა (ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზმომზადება...) და ვინც ვერ ითვისებს, ის შემდეგ კლასში ვერ გადადის. ამას ქვია სწავლა, რაც აქ ს ა ე რ თ ო დ არ ხდება.
dudu
ნუცა, ე. წ. ინდივიდუალისტების ზღვაა ბავშვებში. სავსეა ნიჭიერი ბიჭებით საქართველო. უკრძალავენ/არ უკრძალავენ არ არის იმის მიზეზი, რო ფეხბურთელები არ გყავს. თამაში უნდა ასწავლონ. ვინ თქვა, რო ფიზიკა სლავებს ჩვენზე უკეთესი აქვთ ბუნებრივად? უბრალოდ, ემზადებიან უკეთესად. აქ ვინმე თუ ემზადება ბავშვობაში, ინდივიდუალურად, თორე სკოლა არ იძლევა არაფერს. სწორი და მუდმივი ფიზიკური დატვირთვა, აღდგენა და კვება თუ არ გაქ ბავშვობაში, მერე ამას აღარაფერი შველის. ვინმე აკეთებს? რეჟიმში აცხოვრებენ ბავშვებს? ვინ რას ჭამს და როდის იძინებს, მწვრთნელმა იცის? აიჩემებენ რაღაცს, რო ხან უკან პასი გვღუპავს და ხან ინდივიდუალისტებს ბურთის ტარებას უკრძალავენ და ხან მოგებას არ ასწავლიან და ა. შ. ჟორჟიკაშვილმა სწორი თქვა: ბავშვების ინდივიდუალური აღზრდა (ანუ, თითოეულის ფეხბურთელად აღზრდა) უნდა იყოს სკოლაში მიზანი, და არა _ რომელიმე ტურნირის მოგება.
nuca
გული დამწყდა არა იმიტომ, რომ მეტალურგმა წააგო, არამედ იმიტომ, რომ გუნდებს შორის კლასის გარდა, განსხვავება ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაში იყო. შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ხომ უნდა ეცადო მეტოქის ტექნიკურ ფეხბურთელებს სივრცეები შეუზღუდო, ბურთის ართმევაზე გაისარჯო. მეტალურგი ყველაზე მეტად იმით მხიბლავდა, რომ ბრძოლისუნარიანობით და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით გამოირჩეოდა. დინამო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი რომ აღარ არის იმითაც გამოჩნდა, რომ არ ედარდება ქართული კლუბები რა იმიჯს შეუქმნიან ქართულ ფეხბურთს ევროსარბიელზე. ორი კვირით გვიან რომ წაეყვანა ეს ორი ფეხბურთელი რა მოხდებოდა. თვითონ ხომ იმატებენ სლოვაკ ფორვარდს 3 წელში 6 გოლი რომ აქვს გატანილი. ჯერ ესპანელები, ახლა აღმოსავლეთ ევროპა და დარწმუნებული ვარ თექთურმანიძეს სკამზე დასვამენ. ერთხელ კომენტარი დავწერე:"მე მომხრე ვარ უცხოელმა მწვრთნელმა ქართველი სპეციალისტების დახმარებით შექმნას სკოლა, რომელიც ქართული ფეხბურთის ფილოსოფიას ახლებურად განავითარებს თანამედროვე ფიზმომზადებისა და ტაქტიკის გამოყენებით. იმის ფონზე, რომ აფრიკელები და სლავები ბუნებრივად ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან,ვერანაირი ფიზმომზადებით მათ ვერ გადავასწრებთ, ამიტომ ქართველებმა ქართული ცეკვის სადარი არტისტიზმი და ინდივიდუალიზმი უნდა განვავითაროთ. გული მწყდება, რომ ქართველი ვარსკვლავი ახალგაზრდებშიც არა ჩანს, იმიტომ რომ მწვრთნელები არც ვარჯიძშზე და არც მოედანზე ორი შეხების შემდეგ ბურთის ფლობას ახალგაზრდებს უკრძალავენ." გული დანწყდა მამაკაცი გულშემატკივრი რომ არ გამომეხმაურა ამ კომენტარზე, ახლა კი მომეწონა გლახუნას კომენტარი, რომელიც ქართული ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრობით არის დაწერილი. ვიკამათოთ, გაჩუმებას მაინც ჯობია.
dudu
წავაგეთ იმიტომ, რომ გვჯობდნენ. გვჯობდნენ იმიტომ, რომ უკეთესი ფეხბურთელები ყავთ. აქ ევროპის დონის ფეხბურთელები დიდი ხანია, აღარ იზრდებიან. სკოლებში ხდება საშინელება. გლახუნასავით ფიქრობენ ბავშვთა მწვრთნელები და იმიტოა, ესეთი ფეხბურთელები რო იზრდებიან. დანარჩენზე აღარაფერს ვიტყვი და, გლახუნას მინდა ვკითხო: ბარსა ერთ თამაშში წინ უფრო მეტ პასს აკეთებს, თუ უკან? უკან პასი ცუდი ვისაც გონია, იმას არაფერი ესმის ფეხბურთში. უცოდინარი მწვრთნელები, უცოდინარი ჟურნალისტები, უცოდინარი გულშემატკივრები... კატასტროფა. არც იციან, არც სწავლობენ და სხვებს ასწავლიან!
gigi
კვარაცხელია და თექთუმანიძე აშკარად დააკლდა გუნდს
glaxuna
მაგრად შეურაცყოფილები ვართ, მუდამ უსისხლო,დამფრთხალი თამაშებით,უკან პასებით,ბრინჯივით დაბნეულები,უგულო ქმედებებით,ძალიან სუსტი ფიზიკური მომზადებით... ვის რაში აინტერესებს ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი.?!.. ევროპაზე გავლენ და შეურაცყოფილები ვრჩებით მთელი ქართველობა!!! --თუმცა ვთქვათ ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები... ქართულ ფეხბურთში 1-ლ რიგში ფსიქოლოგიური პრობლემაა...როცა ბავშვიბიდან ასწავლიან,რომ ფეხბურთი უპირატესად პასია და ,,სიტუაციის განმუხტვა,,?!...შედეგებიც შესაბამისი გვაქვს...ამგვარმა მიდგომამ ქართული ფეხბურთი დაასამარა!!!ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქედან მოდის,საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან და საკუთარ თავზე თამაშის აღებაც არ ძალუძთ,ნაკრების ხალხიც კი 5 მეტრში ვერ იგდებენ და ატარებენ ბურთს სწორად,ფიზიკურადაც ძალიან სუსტები ...სანამ ბავშვობიდანვე არ გაუძლიერებენ ინდივიდუალიზმს,მუდამ თავზე აიღონ თამაში,მუდამ აგრესიული,შემტევი და ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ,,სულთამხუთავ,,,თამაშს არ შეაჩვევენ,რომ ვერ გუობდნენ ბურთს მოწინააღმდეგის ფეხებში,მანამ ასე დასამარებული იქნება ქართული ფეხბურთი!!!---.. საერთოდ უნდა აუკრძალონ კიდეც ფეხბურთელებს ბ ა ვ შ ვ ო ბ ა შ ი უკან პასი!!!....ასეთი მიდგომა ფიზიკურადაც ძლიერ გააძლიერებს მოზარდს და რწმენაც საკუთარ ძალებში ბავშვობიდავე ექნებათ მტკიცე...სხვა შემთხვევაში ქართული ფეხბურთი ვერ გაიღვიძებს!!!...გავიგოთ ,ფეხბურთი ქართველისათვის არ არის და არასოდეს იქნება ,,სიტუაციის განმუხტვა,,(უპირატესი პასებით),საჯიროა შემტევი,აგრესიული,(პრესინგებით)ინდივიდუალური და ამავე დროს ტექნიკურ თამაშს შევაჩვიოთ თავიდანვე, და ბოლომდე მუდამ მოგებისთვის ბრძოლა,განწყობით,რომ დაამარცხებენ ნებისმირ ნაკრებს და გუნდს... !!! --თუ ასე არ მოხდა...ფეხბურთს გულშემატკივარი საერთოდ არ დარჩება!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა