მსაჯი სტიუარტ ეტუელი დასაჯეს - მომავალ ტურში ის პრემიერლიგის თამაშს ვერ მოემსახურება....
მსაჯი სტიუარტ ეტუელი დასაჯეს - მომავალ ტურში ის პრემიერლიგის თამაშს ვერ მოემსახურება. 27 წლის არბიტრს "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრაში მეოთხე ოფიციალური პირის ფუნქციის შესრულება მოუწევს. მიზეზი: შაბათს ეტუელმა "ლივერპულისა" და "სანდერლენდის" შეხვედრაში უცნაური გადაწყვეტილებებით გამოიჩინა თავი.

და როგორ გგონიათ, ეტუელს ბრალად შეხვედრის მე-5 წუთზე "სანდერლენდის" კარში დირკ კუიტის გოლის ჩათვლა წაუყენეს? დიახ, ერთი შეხედვით მატჩის ყველაზე ხმაურიანი და კურიოზული მომენტი სწორედ ეს იყო, მაგრამ კოლეგებმა ამ გადაწყვეტილების გამო მსაჯი პირიქით, დაიცვეს - ცამდე მართალი იყოო - აი სტივენ ჯერარდის დანდობა და მოედანზე დატოვება კი არ აპატიეს. მერსისაიდელთა და ინგლისის ნაკრების კაპიტანი დენი უილბეკისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო გასაძევებელი ყოფილა, ეტუელმა კი მხოლოდ ყვითელი აკმარა და ჯერადიც დაუსჯელი დარჩა - თამაშს არ ტოვებს.

ცნობისათვის: სტიუარტ ეტუელი ფეხბურთის ლიგის (მასში შედის სამი დივიზიონი: ჩემპიონატი, პირველი და მერე ლიგები) შეხვედრებს 2007 წლის შემდეგ სჯის და ამ ხნის განმავლობში რამდენიმე ხმაურიან ამბავში გაეხვა.

რაც შეეხება სტივენ ჯერარდს, "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავი სტივ მაკმანამანი შიშობს რომ ის ფერნანდო ტორესთან ერთად იანვარში სატრანსფერო ბაზრის გახსნით ისარგებლებს და "ენფილდს დატოვებს". მაკმანამანმა თქვა:

"აღარც კი აქვს მნიშვნელობა კერძოდ რა ხდება. ჯერარდსაც და ტორესსაც ყველაფერზე ეტყობათ რომ "ლივერპულში" თავს ცუდად გრძნობენ. "ლივერპულის" ფეხბურთელი რომ იყოთ და გუნდს ცხრილში მე-14 ხედავდეთ, დარჩებოდით? მე, მაგალითად, არ დავრჩებოდი. თუ ამ კლუბს არც მეპატრონე შეეცვლება და არც საქმისადმი დამოკიდებულება, რად უნდა ლაპარაკი, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გიქცევიან იქ, სადაც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ. დღეს ვარსკვლავებმა წარმატებისთვის საუკეთესო ლიგებსა და საუკეთესო გუნდებში უნდა ითამაშონ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა