"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ელგარვეში 20 ივლისს 2013 წელს მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. ამ გუნდების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად პორტუგალიის, უკრაინის, იტალიის, ლიტვის, ესპანეთის, შოტლანდიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის შვიდკაცა გუნდები იბრძოლებენ.

ჯგუფური ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირველი ხუთი გუნდი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირით ადრე ჩავიდა, რათა ადგილზე ივარჯიშოს და იქაურ კლიმატს შეეგუოს. მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე საასპარეზოდ 12 მორაგბე იახლეს, რომელთაგან ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. ესენია: მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

20 ივლისს "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ჯგუფური ტურნირის ორ შეხვედრას გამართავენ გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან. ორივე მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქეები პორტუგალიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და შოტლანდიის ნაკრებები არიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვთ ინგლისისა და უელსის ნაკრებებს. რუსეთის შვიდკაცა რაგბის გუნდი კი, როგორც მასპინძელი, ავტომატურადაა დაშვებული.

საქართველოს ნაკრები: ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).

A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა.

B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია.

C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი.

ხუთეული მსოფლიოსთვის საკმარისია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა