ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბარი ფერგიუსონის უარი სამშობლოს

ბარი ფერგიუსონის უარი სამშობლოს

"ბირმინგემის" 32 წლის ნახევარმცველმა ბარი ფერგიუსონმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ შოტლანდიის ნაკრებში აღარ დაბრუნდება და ეჭვგარეშეა, რომ ყოფილი კაპიტნის ეს გადაწყვეტილება გუნდის მწვრთნელ კრეიგ ლივაინს გეგმებს აურევს – სქოთთა დამრიგებელი იმედოვნებდა, რომ ფერგიუსონი ოქტომბერში ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებთა წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებს ითამაშებდა...

"ბირმინგემის" 32 წლის ნახევარმცველმა ბარი ფერგიუსონმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ შოტლანდიის ნაკრებში აღარ დაბრუნდება და ეჭვგარეშეა, რომ ყოფილი კაპიტნის ეს გადაწყვეტილება გუნდის მწვრთნელ კრეიგ ლივაინს გეგმებს აურევს – სქოთთა დამრიგებელი იმედოვნებდა, რომ ფერგიუსონი ოქტომბერში ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებთა წინააღმდეგ შესარჩევ მატჩებს ითამაშებდა.

ფერგიუსონს შოტლანდიის ნაკრებში 2009 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული არ უთამაშია – "ბუზგეიტის" სახელით ცნობილი სკანდალის მომენტიდან, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ბარიმ აღიარა, რომ ეროვნულ გუნდში არყოფნით "გულნატკენია". ფეხბურთელის ამ განცხადებამ მისი დაბრუნების იმედები გააჩინა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ამ იმედებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

"გასულ კვირაში ბარი ფერგიუსონმა მიანიშნა, რომ საერთაშორისო ფეხბურთში დაბრუნებას არ გამორიცხავს, - განაცხადა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელმა, - თუმცა გუნდის მწვრთნელ კრეიგ ლივაინსა და ნაკრების მთავარ სკაუტ მაიკლ ოლივერთან საუბარში ბარიმ თქვა, რომ დაბრუნებას არ აპირებს. ამრიგად, ეს ფეხბურთელი აღარ განიხილება ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებში მონაწილეობის კანდიდატად. ამით საკითხი ამოიწურა".

არადა, კრეიგ ლივაინს ნაკრებში როგორც ფერგიუსონის ხილვა სურდა, ისე ალან მაკგრეგორისაც. ეს ფეხბურთელები გასული წლის აპრილში, ჰოლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ სასტუმროში არაადამიანურად დათვრნენ და ნამდვილი დებოში მოაწყვეს. სწორედ ამ სკანდალს ეწოდა "ბუზგეიტი". საბოლოოდ, მაკგრეგორი ნაკრებში მაინც დაბრუნდა, ხოლო ფერგიუსონმა თავს ამის უფლება არ მისცა.

ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა – ფერგიუსონის ოჯახი შოტლანდიაში ცხოვრობს, თავად ბარი – ბირმინგემში, ხოლო სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზები ერთადერთი პერიოდია, როცა 32 წლის კაცს ახლო ადამიანების მონახულების შანსი აქვს. ამიტომ ფერგიუსონმა ოჯახური ბედნიერება კარიერაზე წინ დააყენა.

ნაკრებში დაბრუნებაზე ფერგიუსონის უარის სხვა ასპექტი კი აი, რას უკავშირდება: მას შემდეგ, რაც ბარი ნაკრებიდან გაირიცხა, ხოლო "რეინჯერსმა" მისი მოშორება გადაწყვიტა, ერთადერთი კაცი, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა, "ბირმინგემის" თავკაცი ალექს მაკლიში გახლდათ, ვისი ხელმძღვანელობითაც ბარი ფერგიუსონს წლების წინ შოტლანდიის ნაკრებშიც უთამაშია და "რეინჯერსშიც".

...და, როგორც ბარი თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში ამბობს, ყველაზე მეტად მას ის სურს, რომ ალექს მაკლიშს მადლობა კლუბში კარგი თამაშით გადაუხადოს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა