რა უცნაურობებს წააწყდა "ბოხუმის" საფეხბურთო სკოლაში ნამუშევარი დავით წიქარიშვილი საქართველოში
ისევ იქ დავბრუნდით, სადაც შარშანდელ ევროთასებამდე ვიყავით - ქართული ფეხბურთის პრობლემები არსად გამქრალა, არსებობს და ხშირად გვახსენებს თავს, უფრო ევროთასებისა და სანაკრებო ჩავარდნების შემდეგ.

ეგაა, პატარა წარმატებაზე ყველაფერი გვავიწყდება და ოცნებებს მივეცემით, მაგრამ "აქტობეები" და "ნეფთჩები" ცივ შხაპს გადაგვასხამენ და ვფხიზლდებით.

ჩვენი ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) სატკივარი ბავშვთა ფეხბურთია, საიდანაც იწყება დიდი ფეხბურთის საფუძვლები. ვერ იქნება სიხარული, თუ არ იქნება სწორი დამოკიდებულება, კარგი სკოლები...

ვფიქრობ, ამ კუთხით დაგაინტერესებთ გერმანიაში, "ბოხუმის" საფეხბურთო სკოლაში ნამუშევარი ახალგაზრდა ქართველი კაცის, დავით წიქარიშვილის მონაყოლი - რა პირობებია და სისტემაა გერმანიაში, როგორ აფინანსებს სახელმწიფო ფეხბურთს...

ცნობისთვის: წიქარიშვილი თამაშობდა "დინამო 2"-ში, "მორკინალში", 1995 წლიდან გერმანიაში გადავიდა და გამოდიოდა რეგიონალლიგის "ნოირკირხენში", როსტოკის "ჰანზას" დუბლშემადგენლობაში, ჰოლანდიაში "გრააპსხაფის" დუბლებში, "აპელდორნში", "სულთფენში", მერე ისევ გერმანიაში - "ბოხუმის" დუბლებში, "ვიტენში":

- ყველაზე კარგი წინადადება 2004 წელს მეორე ბუნდესლიგის "ჰანოვერიდან" მქონდა. სამწუხაროდ, კუნთი გამიწყდა, მშვენიერი ვარიანტი ჩამეშალა და კარიერა "ბოხუმის" ფარმკლუბ "ვიტენში" დავამთავრე.

მანამდე ერთი წლით ადრე "ბოხუმის" ბავშვთა გუნდი ჩამაბარეს, რომელიც ტურნირზე მოეწონათ და მუშაობა შემომთავაზეს.

სასიამოვნო სამუშაო აღმოჩნდა, ლიცენზია ავიღე და ამ საქმეს შემოვრჩი. საქართველოში ბოლო ხანს დავბრუნდი, ახლა ვარკეთილში, კლუბ "გოლეადორში" ვმუშაობ.

- რა პირობებია გერმანულ საფეხბურთო სკოლებში?

- "ბოხუმის" სკოლის მაგალითზე გეტყვით: ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში საუკეთესოა, მაგრამ მათი პირობები საქართველოში სანატრელია.

- საფეხბურთო სკოლებს გერმანიაში ვინ აფინანსებს?

- გერმანიის საფეხბურთო კავშირი, სხვადასხვა კომპანიები.

- სკოლაში გადასახადი რამდენია?

- არაფერსაც არ იხდიან, თუ არ ჩავთვლით სიმბოლურ წლიურ გადასახადს, 10 ევროს. კლუბების უმრავლესობაში ასეა. არადა, სკოლებში მშვენიერი პირობებია. რაც მინახავს, ყველგან ორი ბალახის მოედანი მაინც აქვთ, გასახდელებსა და საშხაპეებზე არაფერს ვამბობ. ჩემს გუნდს 17 ფორმა ჰქონდა.

15 წლიდან გუნდს უნიშნავენ რამდენიმე მწვრთნელს, რადგან ამ ასაკში უკვე ცნობილია, ვის რა შეუძლია და ვის აქვს პერსპექტივა. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ბავშვებს ახვედრებენ მინერალურ წყალსა და ნატურალურ წვენს.

არალიცენზირებული მწვრთნელის მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ყველა ლიცენზირებულსაც არ სწყალობენ და ბავშვების აზრით ინტერესდებიან, ვისთან სიამოვნებთ მუშაობა და ვისთან - არა. შესაძლოა, მწვრთნელს ჰქონდეს განათლება, მაგრამ პედაგოგიური და ურთიერთობის ნიჭის გარეშე, ბავშვს ფეხბურთს შეაზიზღებს და მისგან მწვრთნელი არ დადგება.

განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ, რომ მწვრთნელს საფეხბურთო წარსული ჰქონდეს.

- სამედიცინო მომსახურებაზე რას გვეტყვით?

- კვირაში ერთხელ მოთამაშეებს სისხლს უღებენ, საიდანაც მის მდგომარეობაზე სრული სურათი ექმნებათ.

- ასაკის გადაკეთება მოსულა?

- მოთამაშის ბარათის გარეშე ვერავინ ითამაშებს. ეს დაცვის სისტემაა. სხვათა შორის, საქართველოში ბარათებს ხშირად არც ამოწმებენ.

აქ სხვა უცნაურობებსაც წავაწყდი. პირველად გავიგე, რომ თურმე, ბავშვმა კონტრაქტი უნდა გააფორმოს და სკოლიდან წასვლის შემთხვევაში 50 თუ 100 ათასი გადაიხადოს. ეს შუა საუკუნის მეთოდია, მსგავს რამეზე გერმანიაში კლუბს დასჯიან. გამორჩეულ ბავშვებს იქით უხდიან 200 ევროს, თავი პროფესიონალად რომ იგრძნონ.

- ჩვენთან კლუბებსა და სკოლებს შორის საკომპენსაციო თანხის გადახდაც პრობლემურია.

- გერმანიასა და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ეს საკითხი ფიფასა და ადგილობრივი საფეხბურთო კანონმდებლობით რეგულირდება, მას კი ყველა იცავს.

- იდეალურ სურათს ხომ არ ხატავთ? გერმანელებს ყველაფერი კარგად თუ აქვთ აწყობილი, სანაკრებო ტიტულებს რატომ ვეღარ იგებენ?

- ცხადია, პრობლემები არის, რადგან ბოლო წლებია, გერმანელი ბავშვები ფეხბურთს ნაკლებად ეტანებიან და ამას საფეხბურთო წრეები ძალიან განიცდიან. მიზეზი ფეხბურთში გაზრდილი დატვირთვებია. ძალიან ბევრი კარიერის შემდეგ დაავადებულია. ამიტომ, ბევრს ურჩევნია, თვეში 100 ათას ევროსა და ტიტანური შრომის ნაცვლად 5 ათასს დასჯერდეს და წყნარი ცხოვრება ჰქონდეს.

- საქართველოში რატომ დაბრუნდით?

- რაც უნდა კარგად იყო უცხოეთში, ქართველ კაცს სამშობლო და ჩვენი ურთიერთობები ენატრება. ბუნებრივი სურვილიც არის, ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარო.

აქ რომ ჩამოვედი, ჯერ "ბერმუხაში" ვმუშაობდი, მერე ჩემს ძმასთან, გიორგი წიქარიშვილთან ერთად "გოლეადორში" მივედი. პრეზიდენტი, დავით ბიჩინაშვილი ყევლანაირად ამყვა. შედეგად სამხრეთ ოსეთის უფროსი ასაკის, 1994-95-წლიანების ჩემპიონატში 20-დან 20 შეხვედრა მოვიგეთ. არადა, ამ გუნდს წინა ჩემპიონატში ასეთი წარუმატებით არ უასპარეზია. ახლახან თურქეთში ვიყავით და ჩვენი ორი ფეხბურთელით "ალანიასფორი" დაინტერესდა.

დღეს ფეხბურეთს ის იგებს, ვინც მეტს დარბის, საამისოდ კი გამძლეობაზე ვარჯიში და ფიზმომზადების მწვრთნელია საჭირო - უამისოდ წარმატებაზე ფიქრიც წარმოუდგენელია. ჩვენ კი ფიზმომზადების მწვრთნელად ვალერი ლობანოვსკისთან ნამუშევარი თენგიზ გელდიაშვილი ავიყვანეთ და ამან შედეგი გამოიღო.

სამწუხაროდ, ეს ჩვენი პრობლემაა: ამ პროფილის მწვრთნელი არათუ სკოლებს, პირველი ლიგის ბევრ გუნდსაც არ ჰყავს. კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს. არადა, ფიზმომზადების გარეშე შედეგი წარმოუდგენელია.

ძალიან მნიშვნელოვანია კვების საკითხი: ბევრმა მოთამაშემ არც იცის, ვარჯიშამდე რამდენი საათით ადრე უნდა ჭამოს და რა უნდა მიიღოს.

სად არის ბუნებრივსაფრიანი მოდნები? გერმანიაში ხალიჩაზე არ ავარჯიშებენ, რადგან დიდია მუხლებისა და წვივების ტრავმების საფრთხე. დიდები მხოლოდ მე-6 თაობის მოედნებზე ვარჯიშობენ, რომლის მსგავსიც აქ არ მინახავს. არადა, ფეხბურთელის გაზრდაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ასეთ ნიუანსებს აქვს.

ასეთი სხვაობის მიუხედავად, ჩვენთან ფეხბურთელები კიდევ იზრდებიან და ეს მართლაც სასწაულია. იმიტომ, რომ ბევრი ნიჭიერი გვყავს, მაგრამ თუ სწორად არ გავზრდით, მხოლოდ ტალანტის იმედად შორს ვერ წავალთ.

იქ და აქ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ

"კოკა-კოლა" და ფენოვანი - წარბმოღუშულ ბავშვთა ფეხბურთი საქართველოში

ქართული საფეხბურთო სკოლების უმრავლესობა ფულის საჭრელი საამქროა...

ყველაზე ცუდი რამე საქართველოში: ბავშვი სკოლაში ფულს იხდის

ბავშვთა სპორტი: ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმა?

jorj
სულ ორად ორი კომენტარი ამ მტკივნეულ თემაზე სამწუხაროდ არადა როგორ გვინდა რომ საქართველოშიც ითამაშონ გამართული ფეხბურთი პრობლემებზე დისკუსია კიდევ საზოგადოებას გულშემატკივრებს არ სურს :(
დედა
ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა აიყვანონ კლუბების მიერ ბავშვების (მათი მშობლების) დაკონტრაქტების საკითხი. უნდა დაადგინონ კონტრაქტის სტანდარტული ფორმა, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან.
jorj
მადლობა სტატიისთვის. ფეხბურთის ფედერაცია იკნებ ბევრ რაგაცაზე დაფიკრდეს მარტო პოპულისტურ განცხადებებს რომ აკეთებს.
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს