"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გამოტყდა, რომ ასაკმა ხელი დაატყო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ ასაკმა ხელი დაატყო და ძველებურად ბევრ მუშაობასა და მოგზაურობას ვეღარ უძლებს.

რა იყო ამის მიზეზი ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერ კიდევ "იუნაიტედის" შეკრების დაწყებამდე შოტლანდიაში ყოფნისას ფერგის ცხვირიდან სისხლი წასკდა.

სისხლდენა ვერაფრით რომ ვერ შეაჩერეს, მისი ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ, ის გლაზგოს საავადმყოფოში გადაეყვანათ.

"სანის" ჟურნალისტთან საუბრისას ვეტერანი სპეციალისტი გამოტყდა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მას 7-ჯერ მოუხდა თვითმფრინავით მგზავრობა, რამაც ძალები გამოაცალა.

"ასაკის წინაშე ყველანი უძლურნი ვართ რაიმე ვიღონოთ. ჩემი ამდენი ფრენა ცოტა სისულელე მგონია - ბელფასტი, ბერლინი, გლაზგო, მანჩესტერი, ისევ გლაზგო... აშკარად ძალიან ბევრი მომივიდა.

იქნება ეს იმის ნიშანია, რომ უნდა შევანელო ჩემი ცხოვრების ტემპი. ისე აშკარაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გულთან არაფერ შუაშია", - განუცხადა "სანს" სერ ალექსმა.

"იუნაიტედის" თავკაცი სულ მუდამ იმას ამტკიცებდა, რომ გუნდში იქამდე დარჩებოდა, ვიდრე ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემდა.

რიო ნაკრებში არ დაბრუნდება

"ეშმაკების" დამრიგებელს ინგლისის ნაკრებში რიო ფერდინანდის შესაძლო დაბრუნებაზე დაუსვეს შეკითხვა. შოტლანდიელმა ეს პერსპექტივა პრაქტიკულად გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ რიო ევრო 2012-ზე ინგლისელთა განაცხადში ვერ მოხვდა, რაც როი ჰოჯსონმა წმინდა სპორტული პრინციპებით ახსნა. ეს მაშინ, როცა პატარა ბავშვისთვისაც კი ცხადი იყო, რომ ფერდინანდი ჯონ ტერისთან გართულებულ ურთიერთობებს გადაჰყვა.

თუკი ეს ვერსია მართალია, მაშინ ინგლისელთა დამრიგებელი ცამდე მართალი ყოფილა, რადგან "ჩელსის" კაპიტანი ბოლო წლებში იუნაიტედელს ნამდვილად სჯობნის.

ასაკს თავისი მიაქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა