ისეთი პირი უჩანს, რომ მილანის "ინტერის" ყოფილი მეკარე მინიმუმ, კიდევ ერთი სეზონი იტალიაში იასპარეზებს

მას შემდეგ, რაც "ინტერმა" სამირ ჰანდანოვიჩი გადაიბირა, ჟულიო სეზარი აშკარად გასაყიდად გაიწირა და ტრანსფერზე მალევე დადგა.

ერთი ხანობა, აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ 32 წლის კიპერი სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი იტალიაში იასპარეზებს.

"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟულიო სეზარის გადაბირებით "რომას" მთავარი მწვრთნელი, ზდენეკ ზემანია დაინტერესებული და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აღნიშნული ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება.

საქმე ისაა, რომ ზემანი მარტენ სტეკელენბურგს არ სწყალობს და როგორც ჩანს, გასაშვებად ჰყავს გამეტებული.

ფაქტია, რომ ჩეხი სპეციალისტი ჰოლანდიელ კიპერს ამხანაგურ შეხვედრებში არ ათამაშებს და ეს მაშინ, როდესაც მარტენი სრულიად ჯანმრთელია. როგორც ჩანს, ზემანს ჟულიო სეზარი სურს "ჯალოროსის’ პირველ ნომრად და ეს დედაქალაქური კლუბის სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის სიტყვებიდანაც იკვეთება:

"ჟულიო სეზარი უმაღლესი კლასის მეკარეა და მისთვის სამშობლოში გამგზავრება აშკარად ძალიან ადრეა. დასამალი ნამდვილად არაა, რომ ჟულიოს გადაბირებით დაინტერესებულნი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრანსფერი შედგეს.

თავად კიპერს დიდი სურვილი აქვს, რომ ჩვენთან გადმობარგდეს, დანარჩენი კი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული. არა მგონია მილანელებმა რაიმე პრობლემა შექნან, რადგან ჟულიო "ინტერის" წინაშე სრულიად ვალმოხდილია.

პირადად მე, ძალიან გამიკვირდება თუ :ინტერის" მესვეურები სეზარის "რომაში" გადმოსვლას ხელოვნურად შეაფერხებენ. ვნახოთ, უახლოეს დღეებში ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე