საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად უკრაინის ბარიერის გადალახვაღა სჭირდება
20 ივლისს საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის, რომელიც 2013 წელს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჩატარდება, შესარჩევ ტურნირში ჩაერთო.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებეთან ერთად ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირით ადრე ჩავიდა, ადგილზე სავარჯოშოდ და იქაურ კლიმატთან შესაგუებლად. მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე საასპარეზოდ 12 მორაგბე იახლა, რომელთაგან ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა.

ესენია: მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

ჩვენმა მორაგბეებმა სტარტზე ორი თამაში მოიგეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება გაინაღდეს.

პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის შვიდკაცა გუნდი დაამარცხა - 21:10. მეტოქეს სამი ლელო გავუტანეთ. თავი ირაკლი მაჩხანელმა, მერაბ შარიქაძემ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს. ორი ლელო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა, ერთიც შალვა მახარაშვილმა.

სამი ლელო გაიტანეს და 19:7 დაამარცხეს ჩვენმა მორაგბეებმა მეორე შეხვედრაში ბელგიის ნაკრები. ორი ლელო ამ მატჩში ირაკლი მაჩხანელმა მიითვალა, ერთიც ირაკლი გეგენავას ანგარიშზეა, კვირკაშვილმა ორი გარდასახვა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები: ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (ჰართფური), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).

A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა.

B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია.

C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი.

20 ივლისს გვიან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფის ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებიც დაამარცხა - 33:17.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

teo
ჩანაწერის ნახვა სად შეიძლება?
GAGA
ეგრე რა?
oto
ვულოცავ ბრწყინვალე გამოსვლას ჩვენს ბიჭებს
tako
იმ ნაკრებში სულ სხვა შემადგენლობა თამასობდა
PAATA
აბა ესენი რუსეთთან სამარცხვინოდ დამარცხდნენო?! ვერ გავიგე ის რომელი გუნდი იყო დიდი ანგარიშით რომ დამარცხდა?! თუ ასეთი კარგი გუნდია რუსეთთან როგორ დამარცხდნენ?!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა