20 ივლისს სახელოვანი დიდოსტატის - ნანა ალექსანდრიას საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა
ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულით მთავარი პრიზი კვახჭირელმა გიგა ყუფარაძემ მოიპოვა 20 ივლისს დამთავრებულ სახელოვანი დიდოსტატის - ნანა ალექსანდრიას საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში, რომელსაც ფოთმა უმასპინძლა.

ბოლო ტურის წინ იგი უახლოეს მდევრებს ნახევარი ქულით უსწრებდა. მისი პაექრობა ზურაბ ჯავახაძესთან მე-9 სვლაზე ყაიმით დასრულდა.

იმ მოჭადრაკეთაგან, რომლებსაც 6,5-6,5 ქულა ჰქონდათ, დავით მაღალაშვილმა მაია ლომინეიშვილი დაამარცხა, სომეხმა არმან ჰაირაპეტიანმა - თანამემამულე დავიდ კალაშიანი, სარგის მანუკიანმა (სომხეთი) კი შავი ფიგურებით ჰოვიკ ჰაირაპეტიანს (სომხეთი) სძლია. ამდენად, 9 ტურის შემდეგ ოთხ მოჭადრაკეს 7,5-7,5 ქულა მოუგროვდა.

უკეთესი კოეფიციენტით ადგილები ასე განაწილდა: 1. გიგა ყუფარაძე, 2. დავიდ კალაშიანი, 3. დავით მაღალაშვილი, 4. სარგის მანუკიანი.

ქალებში 6,5 ქულით საუკეთესო იყო მაია ლომინეიშვილი. მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და მეორე-მესამე ადგილები მაკა ფურცელაძემ და ანა გავაშელმა გაინაწილეს.

მთავარ ტურნირში მონაწილეობდნენ 14 და 16 წლის მოჭადრაკეებიც შეჯიბრების ორგანიზატორებმა მოგროვებული ქულების მიხედვით მათ შორისაც გამოარჩიეს საუკეთესოები: 14-წლიანებში - ნინო ხომერიკი (6 ქულა) და გიორგი სიბაშვილი (5,5), 16-წლიანებში - ანა შამათავა და ირაკლი ბერაძე.

8-წლიანი გოგონების ბოლო ტურში ფავორიტებმა გაიმარჯვეს: ელენე გაბესკირიამ ეჰენ გევორქიანი (სომხეთი) დაამარცხა, შვიდი წლის დიანა ლომაიამ მარტა ქათამაძეს მოუგო. ელენემ და დიანამ 9 შესაძლებლიდან 8-8 ქულას მოუყარეს თავი. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი ევროპის თასის მფლობელ ლომაიას ხვდა, მეორე იყო გაბესკირია. 7 ქულით მე-3 ადგილზე თეკლა ვადაქარიას მძლეველი ელენე იოსელიანი გავიდა.

ბიჭებში 9 შესაძლებლიდან 9 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა ევროპისა და თბილისის თასის მფლობელი ნიკოლოზ კაჭარავა, რომელმაც გუშინ დავით გაბუნიას აჯობა. გამარჯვებულს 1,5 ქულით ჩამორჩა გორ გრიგორიანი, რომელსაც მეორე პრიზი ერგო. 6,5-6,5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები ახმად ახმაზადემ (აზერბაიჯანი), რაფი ხაზარიანმა (სომხეთი) და ნიკოლოზ რუსაძემ გაინაწილეს.

10-წლიან გოგოებში მაჟორული ფინიში ჰქონდა ანასტასია სიდამონიძეს (ისიც ევროპის თასის მფლობელია). გუშინ მან ირანელი ჰელია ბაჰავარი დაჯაბნა და 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 6,5-6,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებზე ანი მიქაძე, სადაგათ აბასოვა და აითაჯ ჰეიდაროვა (ორივე - აზერბაიჯანი) გავიდნენ.

ბიჭებში 8 ქულით მთავარი პრიზი ნიკოლოზ პეტრიაშვილმა მოიპოვა. აქ ვერცხლი და ბრინჯაოც ჩვენებურებს ხვდა. 7,5 ქულით მეორე იყო მათე თოდაშვილი. 7-7 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ანტონ ნადირაძემ და დავით კამკიამ გაიყვეს.

12-წლიან გოგონებში პირველი-მეორე ადგილების ბედი შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე იყო ცნობილი. აქ ჩვენმა გოგონებმა სტუმრებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მარიამ ავეტისიანმა (სომხეთი) 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულით აჯობა ყველას. 8 ქულით მეორე ადგილი მის თანამემამულე ანი ივანიანს ერგო, 6,5 ქულით მესამე ადგილზე მარიამ დოლიძე გავიდა.

ბიჭებში ბოლო ტურის წინ 4 მოჭადრაკეს ჰქონდა 6-6 ქულა. გურამ კოკაიამ არმენაკ ნაზარიანი (სომხეთი) დაჯაბნა, აშოტ ფარვანიანმა (სომხეთი) გურამ ჭელიძეს აჯობა. 7 ქულით ოქროს მედალი კოკაიამ დაიმსახურა. ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ფარვანიანი ვერცხლს დასჯერდა. 6,5 ქულით ნიკოლოზ ცომაია მესამე იყო.

20 ივლისს ფესტივალის საზეიმო დახურვისას გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებით, ფულადი პრიზებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
ქალბატონი ნანა სანამ საქართველოს ბოდიშს არ მოუხდის სულით არაქართველი შვილის გაჩენა-გაზრდისათვის, მაგის სახელის ხსენება არ მინდა.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა