24 წლის ქართველი თავდასხმელი ლიტვის გარგჯაის "ბანგაში" ჩაირიცხა
ლიტვის გარგჯაის "ბანგაში" გიორგი ალავერდაშვილი ჩაირიცხა. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ "ბანგას" პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის ქართველი თავდასხმელი ლიტვაში ისინჯებოდა.

კლუბში სამი ქართველი ისედაც ირიცხებოდა: ცხინვალის "სპარტაკისა" და "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი წევრი ნიკა მგელაძე, მცველი გიორგი გიორგაძე და თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე.

ლიტვის 10-გუნდიანი A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მიმდინარე სეზონში, 19 ტურის შემდეგ "ბანგას" 15 ქულით მე-9 ადგილი უკავია და მდგომარეობის გამოსასწორებლად, გუნდის თავკაცები შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობდნენ.

კლუბმა დაადასტურა, რომ ალავერდაშვილი უკვე "ბანგას" ფეხბურთელია. 24 წლის თავდამსხმელს თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", "სამტრედიაში", "ბორჯომში", ორი სეზონი პორტუგალიის მესამელიგელ ევორას "ლუსიტანოში", განვლილი სეზონი კი "გურიაში" გაატარა, მაგრამ ლანჩხუთელები უმაღლეს ლიგაში ვერ დაბრუნდნენ და ალავერდაშვილმა კლუბი დატოვა.

"ლიტვაში სინჯებზე ვახტანგ ქორიძისა და რომან რამიშვილის რეკომენდაციით ჩამოვედი და ორი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარე: ყაზანის "რუბინის" დუბლებთან და "ვენტსპილსთან". ამ უკანასკნელთან მატჩი 1:1 დასრულდა და საგოლე პასი გავაკეთე.

მწვრთნელს მოვეწონე და დამტოვა. კონტრაქტი ორი დღის წინ გავაფორმე - ლიტვის ჩემპიონატი ნოემბერში მთავრდება და "ბანგაში" მანამდე ვითამაშებ", - ამბობს ალავერდაშვილი.

ბოლო ორი წელია, ლიტვურ ფეხბურთში საკმაოდ მძიმე ფინანსური კრიზისი იყო. თუმცა, ალავერდაშვილი პირობებით მაინც კმაყოფილია:

"იმდენი შემომთავაზეს, მე რომ მეყოფა და საწუწუნო არაფერი მაქვს. გეთანხმებით, ლიტვაში დიდად არ ულხინთ, მაგრამ მაინც ნორმალური პირობები აქვთ და თამაშისა და გაზრდის საშუალება მომეცემა.

დიდი დროც გამიცდა და სამწუხაროდ, ჩემი კარიერაც ისე აეწყო, რომ ამ ეტაპზე საქმე ასარჩევად არ მქონდა. საქართველოში ყველას დავავიწყდი, ზოგი იძახის, ცუდი ხასიათი აქვსო. არ ვიცი, ეს სტერეოტიპი საიდან ჩამომიყალიბდა, მაგრამ ბევრჯერ გამიგია.

ტრავმების ბრალია, გაუმართლებლობის თუ ჩემი, არ ვიცი. ალბათ, ყველა მიზეზი ერთად დაგროვდა. მაგრამ ფეხბურთში ისე უნდა დავბრუნდე, როგორც მე მინდა - ვითარების გამოსწორებას აუცილებლად შევეცდები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ANANO
თამაში ვნახე და ფაქტია რო მაგარია !!!
rolandi
რატომ? ალბათ იმიტომ რომ პირობები არ არის აბა კაცი აქ არ ათამაშეს რასაც ქვია,... წავიდა და პირველ ტურში საუკეთესო გახდა და 2 გოლი გაიტანა ლიტვაში. ან ჩავარდნა ქონდა
ბაბუ
ვერ ვხდები რა ვგჭირს როგორ დავიჯერო იქ თამაში შეუძლია აქ არა . მაგრამ ვის ვეუბნები ამას არავის !საქართველოს გუნდები სამარცხვინოთ გამოიყურებოდენ ევრო ტურნირებში თან რა დონის გუნდებთან
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!