ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "ბარსელონას" ახალ თავკაც ტიტო ვილანოვას ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი აღარ სჭირდება
ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, "ბარსელონას" ახალ თავკაც ტიტო ვილანოვას ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი აღარ სჭირდება და ამ უკანასკნელს შეუძლია, ახალი გუნდი მოძებნოს.

"ელ მუნდო დეპორტივოს" ინფორმაციით, 26 წლის აფელაის მთხოვნელების რიგი დაუდგა. ყველაზე მეტად კი გერმანული კლუბები, ერთმანეთის მოსისხლე მტრები, ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" და გელზენკირხენის "შალკე" აქტიურობენ.

თავად აფელაიმ არაერთხელ თქვა, თუ "ბარსადან" წავალ, მხოლოდ ისეთ გუნდში გადავალ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებსო და ამ მხრივ ვერც "დორტმუნდს" დაუწუნებს რამეს და ვერც "შალკეს" - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში ორივე კლუბს გარანტირებული აქვს.

დორტმუნდელები შინჯი კაგავას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის, ერთ კარგ შემტევ ნახევარმცველს ეძებენ. "შალკეს" კი ასეთი ფეხბურთელი ძალიან სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენელებს აფელაის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ეს უკანასკნელი "ეინდჰოვენში" ასპარეზობდა, მაგრამ მაშინ "შალკეს" "ბარსელონამ", რა თქმა უნდა, აჯობა.

"ელ მუნდო დეპორტივო" იმასაც წერს, რომ "დორტმუნდის" და "შალკეს" მთავარი კონკურენტები მილანის "ინტერი" და ლონდონის "არსენალი" არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე