გახსნის ცერემონიის შემდეგ 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი 16 დღის განმავლობაში მედლების 302 კომპლექტს გაითამაშებს
ოლიმპიადის გახსნამდე ხუთი დღე დარჩა. გახსნის ცერემონიის შემდეგ 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი 16 დღის განმავლობაში მედლების 302 კომპლექტს გაითამაშებს. ამის შემდეგ კი ოლიმპიადა დაიხურება და ოლიმპიურ დროშას რიო-დე-ჟანეიროს გადასცემენ. შაბათს ცნობილი გახდა დახურვის ცერემონიის ზოგიერთი დეტალი.

ბრიტანელებმა ოლიმპიადასთან გამოსამშვიდობებლად ქვეყნის პოპმუსიკის საუკეთესო წარმომადგენლების მიწვევა გადაწყვიტეს. ჯგუფები - Take That, The Queen, Pet Shop Boys, Kaiser Chiefs, Elbow, One Direction, Oasis - ეს არის შემსრულებელთა არასრული სია.

როგორც "ტელეგრაფი" წერს, სპეციალურად დახურვის ცერემონიისთვის ერთი დღით აღდგება ჯგუფი Spice Girls. სხვათა შორის, ორგანიზატორებს დიდი ხანი დასჭირდათ ვიქტორია ბექჰემის დასაყოლიებლად, ძველი რეპერტუარიდან სიმღერები შეესრულებინა, მაგრამ ახლა თანხმობა მიღებულია. ასე რომ, ოლიმპიადა ბექჰემების გარეშე არ დარჩება.

როგორც ცნობილია, ვიქტორიას მეუღლე - დევიდ ბექჰემი არ შეიყვანეს ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრებში.

როგორც უკვე ვწერდით, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, გახსნის ცერემონიაზე დევიდი დაანთებს მთავარ ოლიმპიურ ცეცხლს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს - მისი თქმით, ეს მისია ოლიმპიურ ჩემპიონს უნდა დაეკისროს.

შოუს ბოლო ნომერი იქნება ჯგუფ The Who-ს გამოსვლა, რომლის კომპოზიციის ფონზე იცეკვებს ბალერინა დარსი ბასელი და თან ოლიმპიური ცეცხლი ნელ-ნელა ჩაქრება.

ასევე, გაიჟღერებს Queen-ის ლეგენდარული სიმღერა - Bohemian Rhapsody. გარდა ამისა, პატივს მიაგებენ ლეგენდარული ჯონ ლენონის ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი სუპერმოდელები კეიტ მოსი, ნაომი კემპბელი, ლილი კოული და ჯორჯია მეი ჯეგერი - ისინი პოდიუმზე დევიდ ბოუის ჰიტების - Fashion-ისა და Rebel Rebel-ის ფონზე ჩაივლიან.

იმ დროს, როცა 10 ათასი სპორტსმენი სარბენ ბილიკზე ჩაივლის, დიდ ეკრანებზე გეგმავენ ოლიმპიადის საუკეთესო მომენტების ჩვენებას. ამასთან, სრულ პროგრამას ორგანიზატორები არ ამხელენ.

"გვინდა რამდენიმე სიურპრიზი საიდუმლოდ დავტოვოთ", - განაცხადა ღონისძიების კრეატიულმა დირექტორმა კიმ გავენმა. მან დაამატა, რომ ცერემონიის ყველა მონაწილე, ჰონორარის სახით, სიმბოლურ ერთ ფუნტს მიიღებს.

ოლიმპიურ ესტაფეტას ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო გადაიბარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე