ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩავიდა, სადაც 27 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაასრულებს თავის მოგზაურობას
ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩავიდა, სადაც 27 ივლისს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დაასრულებს თავის მოგზაურობას.

21 ივლისიდან მოყოლებული, ჩირაღდნის ესტაფეტა ბრიტანეთის დედაქალაქის ყველა რაიონს მოივლის და მას დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი იხილავს.

გახსნის ცერემონიაზე ჩირაღდანს მდინარე ტემზას გავლით ნავით მიიტანენ. გარდა ამისა, ჩირაღდანს დაამაგრებენ მეტროს მატარებელზე, თუმცა რომელ ხაზზე და რომელ სადგურზე მოხდება ეს, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჯერ არ აცხადებენ.

ოლიმპიური ცეცხლის ლონდონში მიტანას ერთი უსიამოვნო ისტორია ახლავს თან. ესტაფეტის დროს ბრბოდან გამოვარდა 17 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სცადა ჩირაღდანი გამოეგლიჯა პოლონელი ანა სკორისთვის, მაგრამ სპორტსმენი არ დაიბნა და წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, რის შემდეგაც პოლიციელებმა სწრაფად გაიყვანეს ის ინციდენტის ადგილიდან.

ლონდონამდე ოლიმპიურმა ჩირაღდანმა თითქმის 13 ათასი კილომეტრი დაფარა. ესტაფეტამ სტარტი 18 მაისს ლენდს-ენდის კონცხიდან აიღო. სულ კი მასში რვა ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საინტერესოა, რომ გუშინ ოლიმპიურ ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღო "ბოლტონის" ნახევარმცველმა ფაბრის მუამბამ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც 17 მარტს, "ტოტენჰემთან" მატჩის დროს გულის შეტევა გადაიტანა. 24 წლის მოთამაშეს გული 78 წუთით გაუჩერდა, მაგრამ გადარჩა და საავადმყოფოში ოთხი თვე გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა