ესპანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ გასოლი აირჩია
როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე თავისი გუნდის მედროშედ ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ლიდერი პაუ გასოლი აირჩია - ის ტრავმირებული ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის ნაცვლად ჩაიბარებს ესპანეთის დროშას.

გასოლისთვის ეს იქნება მესამე ოლიმპიადა კარიერაში. 2008 წელს პეკინში ესპანეთის ნაკრებმა ფინალი წააგო ამერიკასთან და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ესპანელები აგრძელებენ ოლიმპიადისთვის მზადებას და შაბათს მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

ამჯერად მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იყო. სერჯო სკარიოლოს გუნდმა პირველ მეოთხედში გადაწყვიტა მატჩის ბედი - ესპანეთმა საწყისი 10 წუთი 20 ქულის სხვაობით მოიგო - 33:13. ზუსტად ეს სხვაობა დაფიქსირდა საფინალო სირენის შემდეგ - 105:85 (33:13, 28:23, 22:31, 22:18).

ესპანეთის რიგებში ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს და მათგან ყველაზე შედეგიანი სწორედ პაუ გასოლი იყო - 17 ქულა. საერთოდ, ესპანელები ფანტასტიკური სიზუსტით ესროდნენ - ორქულიანების 57 პროცენტი, სამქულიანების - 51 პროცენტი.

არგენტინულ ნაკრებში 19 და 18 ქულა დააგროვეს მანუ ჯინობილიმ და ლუის სკოლამ. კიდევ ორი ვეტერანი იყო შედეგიანი - ნოჩიონიმ და დელფინომ, შესაბამისად, 16 და 14 ქულა მიითვალეს.

გასოლთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინფორმაცია მის მომავალ კარიერას შეეხება. "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა დარწმუნებით თქვა, რომ ესპანელი კალიფორნიულ კლუბს არ დატოვებს.

პაუ ლოს ანჯელესში 2008 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამ ზაფხულს მისი გვარი ხშირად ფიგურირებს შესაძლებელ ტრეიდებში.

"სანამ მე აქ ვარ, პაუ არსად წავა", - დარწმუნებით ამბობს ბრაიანტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა