"მილანის" გულშემატკივრები არ ცხრებიან და კვლავაც აქტიურად აპროტესტებენ იმ პროცესებს, რომლებიც მათი საყვარელი გუნდის გარშემო ხდება
"მილანის" გულშემატკივრები არ ცხრებიან და კვლავაც აქტიურად აპროტესტებენ იმ პროცესებს, რომლებიც მათი საყვარელი გუნდის გარშემო ხდება... როგორც იცით, ლომბარდიული გრანდი ტიაგო სილვამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვეს, ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდნენ და მომდევნო სეზონიდან პარიზელთა ღირსებას დაიცავენ.

მართალია, კლუბის მესვეურები მეგა-ტრანსფერებს გვპირდებიან, მაგრამ სილვას და იბრას სრულფასოვან შემცვლელთა მოძებნა რომ იოლი არ იქნება, ეს ცხადზე ცხადია. მოკლედ, "როსონერის" გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან და კლუბის ოფისთან საპროტესტო აქციებს მართავენ...

22 ივლისს "ვია ტურატიზე", ანუ კლუბის ოფისის წინ, დაახლოებით 500 ტიფოზი შეიკრიბა, რომლებმაც სამგლოვიარო ცერემონია ჩაატარეს, ყვავილებით და სანთლებით საყვარელ გუნდს ანდერძი აუგეს და ამით თავიანთი მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს. ბუნებრივია, ამ ამბავს "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:

"გულშემატკივართა აღშფოთება გასაგებია, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, რომ მათ მალე გავახარებთ. აქ არა იმდენად ტრანსფერები, რამდენადაც გუნდის შედეგები ვიგულისხმე, რომლებიც მომდევნო სეზონში აუცილებლად გვექნება.

ჩვენი მიზანი სერია A-ს, ჩემპიონთა ლიგის, იტალიის თასის მოგებაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იბრაჰიმოვიჩის გარეშე ეს შეუძლებელია, ძალიან ცდება.

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გამო წამყვან ფეხბურთელებთან გამოთხოვება მოგვიწია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო სეზონში გუნდი კონკურენტუნარიანობას დაკარგავს - "მილანი" მწვერვალებს დაიპყრობს და შეგიძლიათ ჩემი სიტყვები ერთი წლის თავზე გამახსენოთ. ასე რომ, "მილანი" ნამდვილად არ მომკვდარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა