"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი კარლოს ტევესი ამბობს, რომ ისტლენდელებმა ცოტაც უნდა მოუმატონ, რათა პრემიერლიგის ტიტულის ნამდვილი კანდიდატები გახდნენ.
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ვარსკვლავი კარლოს ტევესი ამბობს, რომ ისტლენდელებმა ცოტაც უნდა მოუმატონ, რათა პრემიერლიგის ტიტულის ნამდვილი კანდიდატები გახდნენ. მოგეხსენებათ, გასულ შაბათს სწორედ ტევესის გოლის წყალობით მოუგო "სიტიმ" "ჩელსის", არადა ინგლისის ჩემპიონი მანამდე ასპროცენტიანი შედეგით მიდიოდა.

თუმცა, რაგინდ ეფექტურად ჟღერდეს დასავლეთ ლონდონელთა ძლევის ამბავი, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ რობერტო მანჩინის გუნდმა მანამდე სუსტ მოწინააღმდეგეებთან დაკარგა ქულები. საილუსტრაციოდ აგვისტოში "ლივერპულის" 3:0 დამარცხება გამოგვადგება. რასაკვირველია, "ჩელსის" დამარცხებისა არ იყოს ესეც ძალიან შთამბეჭდავი შედეგი გახლდათ, მაგრამ მას მოჰყვა მარცხი "სანდერლენდთან" და ფრე "ბლექბერნთან".

და აი, შემდეგ ორ ტურში "ჩელსის" მძლეველ ისტლენდელებს "ნიუკასლი" და "ბლექპული" ხვდებიან. ტევესი ამბობს, რომ სწორედ ამ მეტოქეებთან უნდა დამტკიცოს "მანჩესტერ სიტიმ" თავისი ნამდვილი ძალა - "ჩელსისთან" გამარჯვება უკვე წარსული ამბავი.

თავდამსხმელმა თქვა: "ჩვენ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სუსტებთან ყურადღების მოკრება და გამარჯვება გვიჭირს. ახლა სწორედ ამის მოგვარებაა მნიშვნელოვანი. თუ სუსტებთანაც შედეგიანად თამაშს დავიწყებთ, შეიძლება ითქვას, რომ გუნდი ახალ საფეხურზე ავა.

პირადად მე ყველა გუნდთან მსიამოვნებს თამაში, მაგრამ "ჩელსისთან" მოგებამ გნსაკუთრებული კმაყოფილება მომანიჭა. ჩვენ თანდათან სულ უფრო და უფრო ძლიერი გუნდი ვხდებით და მე, როგორც კაპიტანი ვალდებული ვარ ბიჭებს სულისკვეთება შევუნარჩუნო".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე