კონტინენტის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (46) და ირაკლი შავაძე (50) გახდნენ
პოლონურ კატოვიცეში დასრულებულ ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრები - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

კონტინენტის ჩემპიონები რამაზ ზოიძე (46) და ირაკლი შავაძე (50) გახდნენ. მესამეზე კი ნიკა გავაშელი (76) გავიდა. ქებას იმსახურებს სამწვრთნელო შტაბი ვაჟა კრავეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც ამჯერად ზაზა ჯიბლაძე და მსოფლიოს ჩემპიონი დავით ბედინაძე ეხმარებოდნენ, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ კიდევ 6-მა მოჭიდავემ წააგო ბრინჯაოსთვის გამართული შეხვედრა.

მათი მეხუთე ადგილები გუნდურში ძალიან კი წაგვადგა, მაგრამ აჯობებდა, პირადშიც ყოფილიყო მეტი მედლები და გუნდურში ამ მხრივ დაგვხმარებოდნენ.

გზა მედლამდე

შავაძე ამ გუნდის დებიუტანტია და ცხადია, ეს მისი პირველი წარმატებაა. ზოიძე შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ევროპაზე მესამე იყო, ანუ მეორე სეზონია, ჩემპიონის ტიტულს არ თმობს. საინტერესოა, რომ მან ჭიდაობა "თავისუფალში" დაიწყო და დღემდე აგრძელებს ორივეგან გამოსვლას.

ის წლეულს ორივე სახეობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი და, შესაბამისად, კვლავაც გრძელდება დავა იმაზე, რომელ ნაკრებში უნდა დარჩეს საბოლოოდ. ვფიქრობთ, ამ მორიგი წარმატებით საბოლოოდ გადაიხრება ბერძნულ-რომაულისკენ.

ზოიძემ ტურნირი უშუალო მეზობლებთან შეხვედრებით დაიწყო და დაასრულა - პირველ მეტოქედ სომეხი არტურ სიმონიანი ჰყავდა, ფინალში კი აზერბაიჯანელი მიხაილ რახმანოვი დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ორივესთან უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა და დამატებითი დრო მხოლოდ მათთან დასჭირდა. სომეხთან შეხვედრა წაგებით დაიწყო - 0:1, მაგრამ მეორეში 4:1 აჯობა, დამატებითი კი ფრედ, 2:2 დასრულდა.

აქ ჩვენებურს გამარჯვება იმან მოუტანა, რომ ორქულიანი გდება გაუკეთა მეტოქეს, სიმონიანმა კი ორი თითოქულიანი გდება ჩაუტარა. ზოიძემ ფინელი მიკკო პელტოკანგასი და თურქი ბატუჰან ბოზქურთი იოლად დაამარცხა, ძირითად დროში.

განსაკუთრებით, თურქი დაჩაგრა, რომელსაც მეორე პერიოდში ორჯერ სამქულიანი გდება გაუკეთა, ზედაც ორქულიანი დააყოლა და პერიოდი 8:0, შეხვედრა კი 9:0 მოუგო. ფინალში გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ზოიძემ მინიმალური სხვაობით - 4:3 მოიგო, ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

ამ პერიოდში მან თავიდანვე მოიპოვა მეტოქეზე სოლიდური უპირატესობა, რადგან სამქულიანი ილეთი ჩაუტარა - მას მეოთხე ქულა რომც ვერ აეღო და ეს მონაკვეთი ფრედ დასრულებულიყო, მოგება მაინც ქართველს დარჩებოდა უფრო მაღალი შეფასების მქონე ქულის გამო. ზოიძე დამატებითშიც მთელი თავით მაღლა იდგა რახმანოვზე, 3:1 აჯობა და "მარადიულ ჩემპიონად" დარჩა.

შავაძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი ბერძენ პანაგიოტის სისმანიდისს შავი დღე აყარა. განსაკუთრებით - მეორე პერიოდში, რომელიც 7:0 მოუგო, პირველში კი მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვა.

შავაძეს მთელ ტურნირზე ერთადერთი დამატებითი დრო ამის შემდეგ დასჭირდა თურქ აჰმეტ ინიცილისთან. ამ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა არსებული წესების ლაფსუსი - ქულებით თურქმა 3:2 მოიგო, მაგრამ პერიოდებში ჩვენებურმა იმარჯვა და შემდეგ წრეშიც გავიდა. შავაძემ პირველ და მესამე პერიოდებში 1:0 იმარჯვა, მეორე კი 0:3 დათმო.

თურქზე ბევრად უფრო იოლად გაუსწორდა რუს რასულ მაგომედოვს, რომელიც უფრო პირველ პერიოდში დაჩაგრა - ჯერ ერთი ქულა აართვა, მერე ორქულიანზე დააგდო, რასაც ბოლოს ისევ ერთი ქულა დაუმატა.

მეორე პერიოდში ერთი ქულა აუღო და ფინალში გავიდა, სადაც მისი შეჩერება ვერც სომეხმა გეგამ ტორგომიანმა შეძლო - 6:1 ძირითად დროში. საინტერესოა, რომ ქულების უმეტესობა - 5 აქაც პირველ პერიოდზე მოდის.

გავაშელი ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ლამაზად, სანახაობრივად და დამაჯერებლად ჭიდაობდა. პირველ სამ შეხვედრაში, რომლებიც ძირითად დროში მოიგო, მისი სტატისტიკა ასეთია: იტალიელი ჯაკომო გიუფრიდა 9:0 დაამარცხა, ხორვატი მარიო მიჰალი - 11:0, უკრაინელი არტემ სუროვიაგინი - 8:0.

ის მომავალ ფინალისტთან, თურქ ფატიჰ ცენგიზთან დამარცხდა ნახევარფინალში, ოღონდ აქაც იგივე ლაფსუსია, რაც ზევით შავაძეზე დავწერეთ (ისევ თურქთან მიმართებაში) - ქულებით ჩვენებურმა 6:4 მოიგო, მაგრამ პერიოდებში 1:2 წააგო.

არადა, იქაც წარმატებით დაიწყო - თავდაპირველად 6:0 იმარჯვა. მას მოგების კარგი შანსი დამატებითშიც ჰქონდა, როცა ჯერ ჯვარედინი მოვლებიდან უპირებდა გდებას, მერე კი ვერც წრიდან გააგდო. სამაგიეროდ, ეს მეტოქემ გააკეთა და მომგებიანი ქულა მიითვალა.

მეხუთეების რაზმი

ტურნირი ორ დღეს მიმდინარეობდა და უფრო წარმატებული კვირა აღმოჩნდა - თითო ოქრო-ბრინჯაო ამ დღეს მოვიპოვეთ, თან ექვსივე ქართველმა მედლისთვის იჭიდავა. შაბათს ეს 6-დან ხუთმა მოახერხა, რომელთა შორისაც სამი მოგვარე - შავაძე იყო.

სამწუხაროდ, იმათგან საწადელს მხოლოდ ირაკლი შავაძემ უწია. მეხუთე ადგილებზე თემურ შავაძე (42), გიორგი ხუჭუა (54), თემურ კვაჭაძე (58), მურთაზ ჩაბრავა (63), ნუკრი შავაძე (69) და ზვიად პატარიძე (100) გავიდნენ. რამდენიმე ამათგანაც მოგვეწონა - ხუჭუა, კვაჭაძე, ჩაბრავა და მათგან მედალს ველოდით...

ბედის ირონიით, შაბათს ის ერთადერთი ხელმოცარული ნიკოლოზ კახელაშვილი იყო (85) - სახელოვანი მწვრთნელის, დავით დავითაიას შვილიშვილი, ვისიც გუნდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებულად ეიმედებოდა.

მარადიული ზოიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა