ჯერმაინ ჯენასი არ მალავს, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" წასვლას აპირებდა...
ჯერმაინ ჯენასი არ მალავს, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემ ჰოთსპურიდან" წასვლას აპირებდა - თიაქრის პრობლემის დასაძლევად მას მუდმივად ტკივილგამაყუჩებლების მიღება უწევდა, მაგრამ ამ ყველფერმა, ერთ მშვენიერ დღეს ზღვარს გადააჭარბა.

დღეს "სფურზის" ცენტრალური ნახევარმცველი თანდათნობით იბრუნებს იმ ფორმას, რომლის წყლობითაც წლის დასაწყისში ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებში იძახებდა. შემდეგ კი ტრავმამ იგი "ტოტენჰემის" ძირითადი შემადგენლობიდან გარიყა. ახლა ჯენასი ამბობს, რომ ოპერაციამ უშველა, ტკივილი უკვე აღარ სტანჯავს და იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაში "ტვენტესთან" ათამაშებენ კიდეც.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში არ წყდებოდა ჭორები, თითქოს მე "სფურზიდან" მივდიოდი - ამბობს ჯენასი - მე კი სულ იმას ვცდილობდი, რამენაირად "უაით ჰართ ლეინზე" დავფუძნებულიყავი და კვლავ ჩემი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამემკვიდრებინა ადგილი. წინადადებები? რასაკვირველია მქონდა, თან არცთუ ცოტა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მომეწონა.

დაახლოებით წელიწადის განმავლობაში მაწუხებდა თიაქარი, რაც ძალიან მზღუდავდა, მაგრამ ყველა ღონეს ვხმარობდი ოპერაცია რაც შეიძლება შორს რომ გადამედო. საბოლოოდ ვერსად გავიქეცი, მაინც მომიწია ქირურგიულ მაგიდაზე დაწოლა. ამდენი ტკივილგამაყუჩებლის სმაც აღარ შეიძლებოდა.

ახლა, "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაში გამოდის და მე ყველა ღონეს ვიხმარ შემადგენლობაში ადგილი რომ დავიმკვიდრო".

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის