ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იაპონელი ბებიას ბედნიერი იუბილე

იაპონელი ბებიას ბედნიერი იუბილე

ხუან მარტინ დელ პოტრო წაგებით დაბრუნდა

გუშინ, ტოკიოს 2-მილიონიან ტურნირზე წვიმამ ისევ არ მისცა ჩოგბურთელებს ღია ცის ქვეშ თამაშის საშუალება. ფაქტობრივად, ეს შეჯიბრი დარბაზის ტურნირად იქცა. ერთის მხრივ, კარგია, როცა ცენტრალურ კორტს მოძრავი სახურავი აქვს და თან საწვრთნელი მოედნებიც გადახურულია, მაგრამ მეორეს მხრივ, ტურნირის ჩატარების პირობები მისი მსვლელობისას შეიცვალა, რამაც მონაწილეთა ერთ ნაწილს ხელი შეუშალა.

და მაინც, ორგანიზატორები ქების ღირსნი არიან, რადგან არ დაელოდნენ ამინდის გამოსწორებას და სათამაშო სესიის დაწყებიდან ორ საათში ჩოგბურთელები დარბაზში გაუშვეს. ამან შესამჩნევად განტვირთა გრაფიკი და უკვე საღამოსთვის, როცა წვიმამ გადაიღო, მხოლოდ სამი ღია კორტის ამოქმედება გახდა საჭირო.

ტურნირში ჩაებნენ პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები, რომლებიც პირველი წრიდან თავისუფლები იყვნენ. წინა დღეს რამდენიმე რუსი ფავორიტის გავარდნის შემდეგ, ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენლებსაც მოეცარათ ხელი, კერძოდ, თავიანთი მატჩები წააგეს სვეტლანა კუზნეცოვამ და მარია კირილენკომ. მეათე ნომრად განთესილმა კუზნეცოვამ სეტიც ვერ მოუგო გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს, რაც შეეხება კირილენკოს, მან წყვილებში თავის ძველ პარტნიორთან, იტალიელ ფლავია პენეტასთან სამ სეტში წააგო.

თუმცა რუსებს მაინც შემორჩათ ტოკიოში მონაწილეები. თავის პირველ მატჩში ელენა დემენტიევამ 51 წუთში გაანადგურა ბოლო დროს მომძლავრებული ყაზახი იაროსლავა შვედოვა - 6:0, 6:1.

დემენტიევას მიბაძა ვერა ზვონარევამ, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს. უიმბლდონისა და როლან გაროსის ფინალისტს არ გასჭირვებია იტალიელი სარა ერანის ძლევა. ამ მოგებით რუსეთის პირველი ნომერი WTA-ის ჩემპიონთა რბოლაში მესამე ადგილზე გადავიდა - 3 ქულით გაუსწრო ბელგიელ კიმ კლაისტერსს, რომელიც ტოკიოში სათამაშოდ არ ჩასულა. თუ მერვედფინალში ზვონარევა მეორე იტალიელ რობერტა ვინჩის მოუგებს, საჩემპიონო რბოლაში სერენა უილიამსსაც უკან ჩამოიტოვებს. შეგახსენებთ, რომ ამ რეიტინგში ლიდერი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკია.

ერთ დროს წამყვანი რუსი ჩოგბურთელების მარცხი სენსაციად არავის მოუნათლავს. ნამდვილი სენსაცია იყო სამანტა სტოსურის (მე-4 ნომერი) წაგება გერმანელ იულია გორჯესთან, რომელმაც ერთი დღით ადრე რუსი დინარა საფინა გამოთიშა ბრძოლას. წარმატებით დაიწყეს ტურნირი ვიქტორია აზარენკამ და მარიონ ბარტოლიმ, რომელმაც ანა ივანოვიჩი გაანადგურა. არადა, სერბმა წინა წრეში საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა რუს ალისა კლეიბანოვას წინააღმდეგ.

ადგილობრივი პუბლიკისთვის მთავარი მოვლენა კიმიკო დატეს 40 წლისთავი იყო. ჩოგბურთელს დაბადების დღე პირდაპირ კორტზე მიულოცეს. ვეტერანმა თავადაც გაუკეთა საკუთარ თავს საჩუქარი. მართალია, სლოვაკმა დანიელა ჰანტუხოვამ პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად აიღო - 6:2, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ათი გეიმი წააგო და ბრძოლა აღარ გააგრძელა - სლოვაკმა მხარის ტრავმა მოიმიზეზა. დატე ჯერჯერობით ტურნირის მთავარი გმირია. ჰანტუხოვამდე მან მარია შარაპოვას დამარცხებაც შეძლო.

უიღბლო გამოდგა ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონის ხუან მარტინ დელ პოტროს ტურში დაბრუნება. ბანგკოკის ტურნირის პირველ წრეში არგენტინელმა მსოფლიოს 78-ე ჩოგანთან, 29 წლის ბელგიელ ოლივიე როხუსთან ორ სეტში წააგო - 6:7, 4:6. შეგახსენებთ, რომ 22 წლის დელ პოტროს იანვრის შემდეგ არ უთამაშია. არგენტინელმა ტრავმირებულ მაჯაზე ოპერაცია გაიკეთა და თითქმის მთელი სეზონი აღდგენით პროცესს მოახმარა.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/16 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6) 6:3, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 8)-კიმ კლაისტერსი (ბელ, 5) 2:6, 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 10)-მარიონ ბარტოლი (საფ, 17) 6:2, 7:6(6); სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:1, 6:3.

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-გრეტა არნი (უნგ) 6:1, 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16)-კატერინა ბონდარენკო (უკრ) 6:2, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 10) 6:3, 7:5; იულია გორჯესი (გერ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 4) 7:5, 6:3; კოკო ვანდევეგე (აშშ)-არავან რეზაი (საფ, 14) 6:4, 6:4; მარიონ ბარტოლი (საფ, 11)-ანა ივანოვიჩი (სერ) 6:2, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:1, 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 7:5, 6:3; კიმიკო დატე (იაპ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 2:6, 6:0, 4:0 ჰანტუხოვას უარი; კაია კანეპი (ესტ)-შაარ პეერი (ისრ, 13) 6:3, 7:6(5); ელენა დემენტიევა (რუს, 7)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:0, 6:1; ფლავია პენეტა (იტა)-მარია კირილენკო (რუს) 6:3, 4:6, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-სარა ერანი (იტა) 6:3, 6:3.

1/8 ფინალი

ვოხნიაცკი-პავლიუჩენკოვა; პეტკოვიჩი-ა. რადვანსკა; გორჯესი-ვანდევეგე; ბარტოლი-აზარენკა; სკიავონე-დატე; კანეპი-იანკოვიჩი; დემენტიევა-პენეტა; ვინჩი-ზვონარევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია

მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა

მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის