ფრანგების ძირითადში არცერთი ფეხბურთელი არ იყო სარეზერვო შემადგენლობიდან
გუნდები მოედანზე ერთმანეთისგან განსხვავებული შემადგენლობებით გამოვიდნენ. ფრანგების ძირითადში არცერთი ფეხბურთელი არ იყო სარეზერვო შემადგენლობიდან. რაც შეეხებათ ინგლისელებს, ისინი შერეული გუნდით გამოვიდნენ.

რეზერვისტთა გვერდით "ლურჯების" მეგავარსკვლავებიც იყვნენ. მატჩი პსჟ-ის შეტევებით დაიწყო, თუმცა მის შეტევებს "ჩელსის" ცენტრალური მცველები გარი კეჰილი და დავიდ ლუისი მშვიდად უმკლავდებოდნენ.

აღსანიშნავი იყო, რომ ლავესის ჰატჩინსონის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. საიმედოდ თამაშობდა პეტრ ჩეხიც.

ოსტატობის დემონსტრირება მას ერთხელ მოუხდა. 30-ე წუთზე ხავიერ პასტორე იოლად გაუმკლავდა ერთბაშად სამ მეტოქეს და კარში დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, თუმცა იქვე ნენე გაჩნდა, ვინც ლუისის მცდელობის მიუხედავად, მაინც შეაგდო. პირველი ტაიმი ასევე დასრულდა.

რობერტო დი მატეომ მეორე ნახევარში უფრო გამოცდილი შემადგენლობა გამოიყვანა მინდორზე.

ლონდონელები თავის სტილში ამოქმედდნენ. პარიზელები იძულებულნი გახდნენ, ტოტალურ თავდაცვაზე გადასულიყვნენ. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ ედენ აზარის შეცვლის შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადასროლილი მარკო მარინი და ეშლი კოული.

მშვენიერი შანსი გაანიავა ფლორან მალუდამ, ვისაც 19 წლის ფილიპინელი მეკარე ალფონს არეოლა აღუდგა წინ. 82-ე წუთზე რამირესისა და ლუკას პიაზონის კომბინაციის შემდეგ წონასწორობა აღდგა. საფინალო სასტვენამდე "ჩელსის" კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ...

ჩელსი-პარი სენ-ჟერმენი 1:1

ჩელსი: ჩეხი (ტერნბული 63), ჰათჩინსონი (ჩალობა 63), კეჰილი (ტერი 63), ლუისი (ივანოვიჩი 45), ფერეირა (კოული 63), მიკელი (მაკეხრანი 63), ლემპარდი (ესიენი 45), კაკუტა (რამირესი 45), აზარი (მალუდა 63), დე ბრუინი (მარინი 45), ლუკაკუ (პიაზონი 63)

პარი სენ-ჟერმენი: დუშე (არეოლა 63), ჟალე (ბიშევაცი 45), ალექსი (ლუგანო 45), სახო (კამარა 45), არმანი (ტიენე 45), ბოდმერი (მაქსველი 45), შანტომი (ადრიენი 63), პასტორე (ვერატი 45), ნენე (45), გამეირო (ოარო 45), ლავესი (ლუინდულა 45)

გოლები: 0:1 ნენე (30), 1:1 პიაზონი (82)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა