ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ანტონიო კონტე: ტურინის "იუვენტუსმა" ევროპაში უნდა გაიბრწყინოს

ანტონიო კონტე: ტურინის "იუვენტუსმა" ევროპაში უნდა გაიბრწყინოს

"კორიერე დელო სპორტში" "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელის ინტერვიუ გამოქვეყნდა
სერია A-ს 2011-12 წლების გათამაშება "იუვენტუსმა" ტრიუმფით დაასრულა და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი ანტონიო კონტე გახლავთ.

ახალგაზრდა მწვრთნელმა ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და შედეგი იმაზე უფრო სწრაფად მოიმკა, ვიდრე ეს ბევრს წარმოედგინა.

"იუვეს" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობენ, რაც იმის მომასწავებელია, რომ "ბიანკონერი" მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

"კორიერე დელო სპორტში" "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ...

- რამდენად კმაყოფილი ხართ მოსამზადებელი ეტაპით?

- ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და შესაძლებლობის ზღვარზე ვარჯიშობს.

როდესაც ამას ვუყურებ, ოპტიმიზმი მიღრმავდება, რადგან წარმატების მთავარი საიდუმლო პროფესიონალიზმსა და საქმისადმი სწორ მიდგომაშია. ჯერჯერობით ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ აქცენტს, აგვისტოდან კი ბურთსაც ჩავრთავთ საქმეში. თუმცა უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა და თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ნამდვილად არ დავრჩენილვარ.

- სერია A-ს გასული გათამაშება დაუმარცხებლად ჩაამთავრეთ და ჩემპიონი გახდით; მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები ხომ არ გაქვთ?

- ფეხბურთელებზე უკვე გითხარით, რომ თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან და შესაბამისად, მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები მათ ნამდვილად არ შექმნიათ. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს თავზე, უდიდესი ენთუზიაზმი მამოძრავებს და ამ მხრივ, პრობლემებს არ ვუჩივი.

ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს მოსაგები და ერთი სკუდეტოთი ვერ დავკმაყოფილდებით. ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენს წინააღმდეგ თითოეული მეტოქე გაორმაგებული ენერგიით ითამაშებს და ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენთვის.

- თანაც, "იუვენტუსს" დიდი ხანია, ევროარენაზე არ გაუბრწყინია...

- ჩვენი სიტყვა ევროპული მასშტაბით გვაქვს სათქმელი და ამას მომდევნო სეზონშივე ვაპირებთ. ჩემპიონთა ლიგაზე კონტინენტის უძლიერესი გუნდები ასპარეზობენ და კარგად მესმის, რომ ეს იოლი არ იქნება, მაგრამ განწყობა მაინც ოპტიმისტური მაქვს. "იუვეს" შესწევს იმის ძალა, რომ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წარმატებით იასპარეზოს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით?

- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს, რადგან კლუბის მესვეურები ყველანაირად ცდილობენ, სასურველი ტრანსფერები გაჩარხონ. მაგალითად, კვადვო ასამოასა და ლუსიოს სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. რაც შეეხება წინა ხაზს, ერთი ექსტრა-კლასის ფორვარდის გადაბირებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდით და ვნახოთ, ყველაფერი აგვისტოში გამოჩნდება.

- ამბობენ, რომ თქვენი მთავარი სამიზნე რობინ ვან პერსია...

- ბრწყინვალე ფორვარდია, მაგრამ არა მგონია, რომ "იუვენტუსში" გადმოვიდეს. რამდენჯერმე განაცხადა, რომ იტალიაში თამაშის სურვილი არ აქვს და თუ ასეა, სადაც არის, წარმატებებს ვუსურვებ. ვან პერსის გადაბირების სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

- გასულ სეზონში, ძირითადად, 3-5-2 ტაქტიკას იყენებდით. შეცვლით საბაზო სქემას?

- ამის არავითარი საფუძველი არ მაქვს და 3-5-2-ს ისევე ხშირად გამოვიყენებთ, როგორც გასულ სეზონში. აღნიშნული ტაქტიკა ძალიან მომწონს, რადგან შეტევით ფაზაში ხუთი ნახევარმცველი გვყავს, დაცვის დროს კი ამდენივე მცველი.

ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებიც ისეთი ყაიდის გვყავს, რომ ამ სქემას იოლად ერგებიან. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტაქტიკურ მონახაზს არ გამოვიყენებთ; მაგალითად, "ბარიში" მუშაობის დროს მუდმივად 4-4-2-ს ვიყენებდი და ეს სქემა ძალიან კარგად მაქვს დაცდილი.

- გასულ სეზონში მთავარ კონკურენტად "მილანი" გყავდათ, რომელიც ამ ზაფხულს უამრავმა ფეხბურთელმა დატოვა. ეს თქვენს წისქვილზე ასხამს წყალს...

- თქმა არ სჭირდება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სრულფასოვანი შეცვლა მილანელებს ძალიან გაუჭირდებათ; ეს ის მოთამაშეა, რომელსაც სეზონში 25-ზე მეტი გოლი გააქვს, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.

გამომდინარე აქედან, უნდა დაგეთანხმოთ, რომ "მილანი" ამ მომენტისთვის დასუსტებულია. თუმცა წინ აგვისტოა და დარწმუნებული ვარ, რომ ლომბარდიელები რამდენიმე უმაღლესი კლასის ფეხბურთელს დაიმატებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, "როსონერი" ისევ იბრძოლებს სკუდეტოსთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

- კიდევ ერთ მთავარ კონკურენტზე, "ინტერზე" რას იტყვით?

- "ინტერში" ძალიან საინტერესო ცვლილებები ხდება და როგორ აისახება ეს გუნდზე, დრო გვიჩვენებს. დღეს ძალიან რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება და ვარაუდების გამოთქმა. "ინტერი" დიდი გუნდია, ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და ალბათ, ასე იქნება მომდევნო სეზონშიც. დანარჩენს დრო გვიჩვენებს და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს.

- დიდი ვნებათაღელვაა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ვარსკვლავი უნდა ეხატოს მაისურზე "იუვენტუსს". თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ჩემი პოზიცია ისეთივეა, როგორიც "იუვენტუსის" ნებისმიერი წევრის: მაისურზე სამი ვარსკვლავი უნდა გვეხატოს, მაგრამ რადგან ამის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ არცერთი არ დავიხატეთ. ვფიქრობ, ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, რომელიც გულშემატკივრებმაც მოიწონეს.

მოვა დრო და "იუვეს" ჩამორთმეულ სკუდეტოებს დაუბრუნებენ; ეს აუცილებლად მოხდება და არ აქვს მნიშვნელობა, იმ მომენტში სად ვიქნები მე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ