ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ტრადიციად ქცეული თემა – სიონი და მსაჯები

ტრადიციად ქცეული თემა – სიონი და მსაჯები

მიმდინარე ჩემპიონატში "სიონი" ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა...

მიმდინარე ჩემპიონატში "სიონი" ყველა მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით ბოლნისელები აშკარად უფრო ხარისხიანად ათამაშდნენ, რაც მათ შედეგებშიც აისახა – თუნდაც გასულ ტურში "დინამოს" დამარცხება რად ღირს. საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა "სიონი" ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტის გამწარებას. ბოლნისში უდავოდ საინტერესო მატჩი ვიხილეთ, სადაც უფრო ძლიერმა ლოგიკურად გაიმარჯვა, მაგრამ თამაშს უხმაუროდ სულაც არ ჩაუვლია.

მივყვეთ თანამიმდევრობით: პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. "ზესტაფონი" სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მაგრამ შესვენებამდე ამის რეალიზებისკენ ქმედითი ნაბიჯები ვერ გადადგა. იყო მხოლოდ რამდენიმე ნახევრად მომენტი, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში იმდენი საინტერესო მოვლენა მოხდა, სჯობს საწყის 45 წუთზე საუბარი აქვე დავასრულოთ.

მეორე ტაიმი სულ რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როცა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან სტუმართა კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა ერთდროულად ძლიერად და მოჭრილად დაარტყა და ისეთი ბურთი გაიტანა, სეზონის საუკეთესო გოლობაზე რომ ექნება პრეტენზია.

მიღებულმა ბურთმა "სიონი" ვერ გატეხა, ყველაზე კარგად მასპინძლები სწორედ მეორე ტაიმის საწყის წუთებში გამოიყურებოდნენ და ანგარიშიც მალე გაათანაბრეს. ლაშა ნოზაძის დარტყმა თითქოს არ იყო სახიფათო, მაგრამ როინ კვასხვაძემ საკუთარი კარი ვერ გადაარჩინა.

ამ გოლიდან ორ წუთში სწორედ ის ამბავი მოხდა, რამაც შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი აყალმაყალი გამოიწვია. სიონელმა სერგი ორბელაძემ თავით დალაშქრა მშობლიური ქალაქის გუნდის კარი, მაგრამ წამით ადრე არბიტრმა ლევან კვაიაცხელიამ "სიონის" სხვა ფეხბურთელის მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა და შესაბამისად, გოლის ჩათვლის ნაცვლად ჯარიმა დანიშნა. ერთ წუთში ვლადიმერ უგრეხელიძემ ბურთი ძელს გაარტყა და ამის შემდეგ თამაშის სადავეები "სიონმა" "ზესტაფონს" გადააბარა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გია გეგუჩაძის გუნდმა გაილაღა. "ზესტაფონმა" ჩვეულ კომბონაციურ სტილში ითამაშა და გოლიც სწორედ ამგვარად გაიტანა. ნიკა გელაშვლმა შესანიშნავი პასით ჯაბა დვალი დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა თავისიანები დააწინაურა. ბოლნისელები ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ. კვარაცხელიამ ასისტენტთან მოითათბირა და კარის აღება დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ ორბელაძის არჩათვლილი გოლისგან განსხვავებით, მსაჯის ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით თითქმის აღარ გაპროტესტებულა.

დარჩენილ დროში "სიონს" მაინც შეეძლო გათანაბრება, მაგრამ "დინამოს" კარში გამარჯვების გოლის გამტანმა ლაშა ვაშაკიძემ ახლო მანძილიდან ააცილა. სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა "ზესტაფონის" მიერ დამატებულ დროში განხორციელებული კონტრშეტევა. გოგი ფიფიამ მეკარესთან პირისპირ შეცვლაზე ახალი შესული თირნიკე გორგიაშვილი გაიყვანა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და სატურნირო ცხრილში ფეროელთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა.

თამაშის შემდეგ აღშფოთებულ ბოლნისელ გულშემატკივრებს კვარაცხელიას მისამართით "ტკბილი" სიტყვები არ დაუშურებიათ, მაგრამ საბედნიეროდ, საქმე ამის იქით აღარ წასულა.

მატჩის შემდეგ

გიორგი ყიფიანი (სიონი): "ძალიან კარგი თამაში იყო, და "ზესტაფონს" გამარჯვებას მთელი გულით ვულოცავ. სულ ერთი თვეა, რაც "სიონის" მწვრთნელი ვარ და ნამდვლდა არ მინდა, გამუდმებით მსაჯებზე მოწუწუნე მწვრთნელის იმიჯი ჩამომიყალიბდეს. მერწმუნეთ, ეს ჩემს ხასიათში ოდნავადაც არ ზის, მაგრამ სად გავექცე იმ ფაქტს, რომ "სიონი" აგერ უკვე მერამდენე თამაშში დაზარალდა მსაჯის მოქმედებით. ჩვენი არჩათვლილი გოლის ეპიზოდზე უფრო დეტალურ კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც იმ მომენტის ვიდეოჩანაწერს გავარჩევ."

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "სიონს" ყველა აქებდა, ეს გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად ვნახე და მართლაც მოვიხიბლე. მოხარული ვარ, რომ ასეთ დაძაბულ მატჩში შევძელით გამარჯვება. იყო მომენტები, როცა სოლიდურ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ზოგჯერ დაცვაშიც გვიწევდა აქტიური მუშაობა".

სიონი-ზესტაფონი 1:3

28.09. ბოლნისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი.

0:1 აფციაური (46), 1:1 ლ. ნოზაძე (49), 1:2 დვალი (63. გელაშვილის პასით), 1:3 გორგიაშვილი (90. ფიფიას პასით).

სიონი

4-4-2

ბობღიაშვილი

კობაური

თარგამაძე

ორბელაძე

რაქვიაშვილი

ქურასბედიანი

ლ. ვაშაკიძე

ლ. ნოზაძე

უგრეხელიძე

გ. თოდუა

რ. გოცირიძე

შეცვლები

46. თოდუა-ნემსაძე

72. ქურასბედიანი-ისიანი

79. გოცირიძე-ბობოხიძე

სათადარიგოები: მერლანი, ლ. ჭელიძე, სანიკიძე.

ზესტაფონი

4-4-2

რ. კვასხვაძე

ბენაშვილი

გ. ონიანი

ხიდეშელი

ელიავა

დაუშვილი

ძარია

აფციაური

გრიგალაშვილი

გელაშვილი

დვალი

შეცვლები

72. დვალი-ფიფია

80. გრიგალაშვილი-ბაბუნაშვილი

85. დაუშვილი-გორგიაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, მაკარიანი, მიქაბერიძე.

გაფრთხილება: უგრეხელიძე (23), ძარია (31), კვასხვაძე (87).

არბიტრი: ლ.კვარაცხელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• torgva10

ამ თამაშს ვუყურე და სიონის არჩათვლილი გოლის გარდა, მსაჯმა და ლაინსმენმა ბევრი შეცდომა დაუშვა(ეს რბილად რომ ვთქვათ)! ისიც უნდა დაწერილიყო რომ მსაჯი ბოლნისელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა და შეტევაში ყოველ წუთს აჯარიმებდა...

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...