სომხურ ჯერმუკში ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-4 ეტაპის გათამაშება
სომხურ ჯერმუკში ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის მე-4 ეტაპის გათამაშება წრიული სისტემით, რომელშიც 12 ქალბატონი მონაწილეობს.

24 ივლისს, მე-7 ტურში, შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო ხურციძემ - შავი ფიგურებით რუს ეკატერინა კოვალევსკაიას 46-ე სვლაზე გააჩერებინა საათი და გათამაშების ცხრილში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

გუშინვე ნადეჟდა კოსინცევამ (რუსეთი) ჰამფი კონერუს (ინდოეთი) აჯობა. დაზავდნენ: კატერინა ლაგნო (უკრაინა)-ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-ჟაო სიუ (ჩინეთი), ლუფეი რუანი (ჩინეთი)-ელინა დანიელიანი (სომხეთი).

შვიდი ტურის შემდეგ: ვენძიუნი - 5, ჰოუ იფანი, რუანი - 4,5-4,5, კონერუ, კოსინცევა, დანიელიანი, ლაგნო, მკრტიჩიანი, ჟაო სიუ - 3,5-3,5, კოვალევსკაია, მონგონთუული - 2,5-2,5, ხურციძე - 1,5 ქულა.

25 ივლისს, მე-8 ტურში ითამაშებენ: ჟაო სიუ-მკრტიჩიანი, ვენძიუნი-მონგონთუული, კონერუ-ლაგნო, ხურციძე-კოსინცევა, დანიელიანი-კოვალევსკაია, ჰოუ იფანი-რუანი.

მესამე ადგილით დაკმაყოფილდა

ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისელი დიდოსტატი გიორგი ბაღათუროვიც მონაწილეობდა.

ცხრა შესაძლებლიდან 8 ქულით პირველი ადგილი მასპინძელმა ივან ჩეპარინოვმა დაიკავა. 7-7 ქულით, შესაბამისად, მეორე-მეოთხე ადგილები ალექსანდრ დელჩევმა (ბულგარეთი), გიორგი ბაღათუროვმა და საშა ნიკოლოვმა (ბულგარეთი) გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა