გერმანული კომპანია "სალერი" პირველი ლიგის 24-ივე გუნდს ეკიპირებით შემოსავს
როგორ და რა ფორმატით ჩატარდება ახალ სეზონში პირველი ლიგის გათამაშება? ცხადია, გაცილებით მეტია ინტერესი საქართველოს უმაღლესი ლიგის მიმართ, რომელიც წლეულს პრემიერლიგად მონათლეს. პირველი ლიგის შესახებ კი სიახლეები საერთოდ არ იყო.

აღნიშნულ საკითხზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "გაგრას" ვებგვერდმა: ცნობილია, რომ პროფესიული საფეხბურთო ლიგის პროექტი ჩაიშალა და ჩემპიონატს ფედერაცია ჩაატარებს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ პირველი ლიგა ორ ჯგუფად დაიყოფა, მაგრამ გუნდების რაოდენობა ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის.

ალბათ, თითოეულ ჯგუფში 11-11 გუნდი ითამაშებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე გუნდებმა ფეხბურთის ფედერაციაში საწევრო შესატანი უნდა შეიტანონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვებენ ჩემპიონატში. შესაბამისად, ჯერ არც კალენდარია შემდგარი და გუნდების რაოდენობაც არაა ჩამოყალიბებული.

ცნობილია, რომ პრემიერლიგაში ითამაშებს ის ორი გუნდი, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილებს დაიკავებენ. შესაბამისად, პირველი ადგილისთვის ბრძოლა გართულდება.

ასევე გადაწყვეტილია, რომ "გაგრა" ჯგუფში ლანჩხუთის "გურიასთან" ერთად ითამაშებს, ხოლო მეორე ჯგუფში - ცხინვალის "სპარტაკი" და ოზურგეთის "მერცხალი". ეს ის ოთხი გუნდია, რომელთაც გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილები ვერ შეინარჩუნეს და დაკავებული ადგილების მიხედვით გადაანაწილეს.

ასევე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ პირველი ლიგის გათამაშება სამ წრედ ჩატარდება.

ეს ამბავი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელთან, რევაზ შენგელიასთან გადავამოწმეთ:

"ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს არის. განსხვავება ისაა, რომ უკვე გადაწყდა, პირველი ლიგის ორივე ზონაში 12-12 მონაწილე იქნება, მაგრამ გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 1 აგვისტოა და მონაწილეთა ზუსტ ვინაობას მხოლოდ ამის შემდეგ დავასახელებთ.

ისიც მართალია, რომ "გაგრა" და "გურია" ერთად ითამაშებენ, ხოლო მეორე ჯგუფში - "სპარტაკი" და "მერცხალი".

სპორტული პრინციპის გარდა, თანაბრად იქნება დაცული რეგიონული პრინციპი. ტურნირი 3 წრედ ჩატარდება, გუნდები 33-33 თამაშს ჩაატარებენ, პირველადგილოსნები კი უმაღლეს ლიგაში პირდაპირ გადავლენ.

წლეულს პირველ ლიგაში რამდენიმე ახალი მონაწილე იქნება: სპორტული პრინციპით ეკუთვნოდათ თამაში ქედის "ბეთლემსა" და თბილისის "სასკოს". ქობულეთის "შუქურა", აჩაბეთის "ლიახვი" და "რაჭა" კი დაუშვეს იმიტომ, რომ რაიონების ხელმძღვანელებიდან წარმოადგინეს გარანტიები, რომ მოაწესრიგებენ ინფრასტრუქტურას, საწევროს გადაიხდიან და გუნდს ფინანსურად მთელი სეზონი უზრუნველყოფენ.

გუნდებისთვის დიდი საჩუქარი იქნება გერმანული კომპანია "სალერის" ტექნიკური სპონსორობა: ამიერიდან ეს კომპანია პირველი ლიგის 24-ივე გუნდს შემოსავს ეკიპირებით, სავარჯიშო და გამოსასვლელი ფორმების 2-2 კომპლექტით და პლუს, სრული სათამაშო კომპლექტით.

ასეთი რამ ქართულ ფეხბურთში არასოდეს მომხდარა და მიმაჩნია, რომ კლუბები მნიშვნელოვან ფინანსურ შვებას იგრძნობენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა