ბრიტანელი ექსპერტი ჯო სავარი ფორმულა 1-ში საკადრო სიტუაციას აანალიზებს, რომელიც სეზონის შუაში შეიქმნა...

ბრიტანელი ექსპერტი ჯო სავარი ფორმულა 1-ში საკადრო სიტუაციას აანალიზებს, რომელიც სეზონის შუაში შეიქმნა:

"ამ დროისთვის ჩვეული საკადრო თამაშები უკვე იწყება და ფორმულა 1-ის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, არაერთი ჭორი ვრცელდება ვარსკვლავური პილოტების მიერ გუნდების სავარაუდო შეცვლის შესახებ.

უკვე ცნობილია, რომ "რედ ბული", "ფერარი" და "მაკლარენი" შეინარჩუნებენ თავიანთ შემადგენლობებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ლაპარაკია იმ დარჩენილ პილოტებზე, რომლებსაც ჩვენ საუკეთესოთა რიგს მივაკუთვნებთ: ვგულისხმობ "მერსედეს გრან-პრის" მრბოლელებსა და რობერტ კუბიცას.

წელს "რენოს" ბოლიდით პოლონელი ნამდვილ სასწაულებს ახდენს და ყველა დანარჩენ პილოტზე ნაკლებ შეცდომებს უშვებს. თუ "მერსედესში" ადგილი განთავისუფლდა, ის ამ ვაკანსიის დაკავების სავსებით ცხადი პრეტენდენტი გახდება. თუმცა მთავარი საკითხი შემდეგში მდგომარეობს: საერთოდ რა ხდება გერმანულ გუნდში, უფრო ზუსტად, რა ხდება მიხაელ შუმახერის თავს?

მისი გამოსვლა წელს სხვადასხვაგვარად ფასდება, ლაპარაკობენ, რომ "წითელი ბარონის" დაბრუნება შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, მაგრამ ციფრებს ვერსად გავექცევით: ადამიანმა, რომლისთვისაც ადრე ფორმულა 1-ში შეუძლებელი არაფერი იყო, ჯერჯერობით მხოლოდ 34 ქულა დააგროვა, იმ დროს, როცა მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს აქტივში 75 ქულა აქვს.

არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გუნდი ყოველმხრივ მხარს დაუჭერს გერმანელ პილოტს. სხვათა შორის, ბევრს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ "მერსედეს გრან-პრიში" უფრო მიხაელს ევლებიან თავს, ვიდრე ნიკო როსბერგს, რის გამო ეს უკანასკნელი, ალბათ, განაწყენებული უნდა იყოს.

გუნდში ერთგვარად დაძაბული სიტუაციაა, თუმცა შეუიარაღებელი თვალით ეს ნაკლებად ჩანს. როსბერგმა უკვე საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება ბოლიდის მდგომარეობის გამო. ნიკოს აზრით, დღევანდელი მანქანა - "ბრაუნ გრან-პრის" მემკვიდრეა და წელს მისი მოდერნიზება არასაკმარისად აქტიურად მიმდინარეობს. ამავდროულად, გუნდის შეფობა აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. სხვათა შორის, ამბობენ, რომ მიხაელს გარკვეული ვალდებულებები აქვს "ფერარისთან", რომლის ვადები ჯერ არ ამოწურულა...

ცხადია, რომ "ფერარი" მიხაელისთვის არაფრის შეთავაზებას არ აპირებს, მაგრამ ბაზარზე პილოტთა სიტუაცია მათი კონტრაქტების სხვადასხვა პუნქტებზეა დამოკიდებული. თუმცა, როგორც კი მთავარი მომენტები გაირკვევა, მოვლენები, ალბათ, უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კუბიცა "რენოში" კიდევ ერთი წლით დარჩება, ხოლო ყველა მოლაპარაკება, რომელსაც ის ახლა აწარმოებს, 2012 წელს უკავშირდება. ის თავიდან დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები ტოპ-გუნდებში და რა პროგრესი ექნებათ "რენოსა" და "მერსედეს გრან-პრის".

კიდევ ერთი გუნდი, რომლისკენაც არის მიპყრობილი ყურადღება - ესაა "ფორს ინდია", რადგან გერმანელი ადრიან სუტილის კონტრაქტი ამ წლის ბოლოს იწურება. ამ პილოტმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე შთამბეჭდავი რბოლა გამართა. ადრიანის მდგომარეობა მაინც რისკიანი რჩება, მაგრამ მის ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება და რაც მთავარია, სუტილი იშვიათად ეხვევა უსიამოვნო სიტუაციებში.

ვიტანტონიო ლიუცი დარჩება გუნდში 2011 წელს და ალბათ, სუტილიც - თუ "რენოში" არ გაჩნდება ვაკანსია კუბიცას ან ვიტალი პეტროვის წასვლის შემთხვევაში.

"უილიამსიც" სავარაუდოდ შეინარჩუნებს მომავალი წლისთვის შემადგენლობას და ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ გუნდი არც ძრავების მიმწოდებელ კომპანიას შეცვლის და ისევ "კოსუორტის" ტექნიკას გამოიყენებს. ეს კომპანია იმის გარანტიას იძლევა, რომ მისი ძრავები კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ ბევრის აზრია, რომ "უილიამსისთვის" უკეთესი იქნებოდა "რენოსთან" თანამშრომლობა".

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე