რამდენიმე დღის წინ ნუკრი რევიშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ეროვნული ნაკრებისა და მახაჩყალის "ანჟის" მეკარემ "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა...

რამდენიმე დღის წინ ნუკრი რევიშვილის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ეროვნული ნაკრებისა და მახაჩყალის "ანჟის" მეკარემ "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა - "ანჟის" თავკაცმა გაჯი გაჯიევმა თავიდანვე გვითხრა მე და ილია აბაევს, ზედიზედ 3-3 მატჩში მონაცვლეობით მოგიწევთ თამაშიო. ბოლო 3 მატჩში მახაჩყალელთა გუნდის კარს სწორედ აბაევი იცავდა, "ანჟიმ" კი ეს სამი მატჩი წააგო - "როსტოვთან" და "რუბინთან" 0:1, ხოლო "კრილიასთან" 0:3.

ამ წაგებათა შემდეგ "ანჟი" 23 ქულით მე-12 ადგილზეა. ახლა ქართველი მეკარის ჯერია და წესით, 3 ოქტომბერს, მოსკოვის "სპარტაკთან" საშინაო შეხვედრაში, მახაჩყალელთა კარი რევიშვილმა უნდა დაიცვას. უფრო მეტიც - როგორც ჩანს, აბაევი და რევიშვილი მომდევნო სეზონში კონკურენტები აღარ იქნებიან. საქმე ისაა, რომ სეზონის ბოლოს აბაევს "ანჟისთან" კონტრაქტი უმთავრდება, ხელშეკრულების გაგრძელებაზე კი დაღესტნურ კლუბს უარი უთხრა.

რუსეთში მოასპარეზე კიდევ ერთ ჩვენებურზე უნდა გაცნობოთ. გეხსომებათ, ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი მალხაზ ასათიანი, ცსკა-ს ჩილელ ნახევარმცველ მარკ გონსალესთან ჩხუბის გამო, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით რომ დასაჯეს. "ლოკომოტივმა" სადისციპლინო კომიტეტს ასათიანისთვის სასჯელის განახევრების თხოვნით მიმართა. რკინიგზელთა გუნდის უფროსი დმიტრი ბალაშოვი გუშინ პრესას არწმუნებდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და ასათიანი უკვე უახლოეს მატჩში ითამაშებს. "ლოკომოტივი", რომელიც 30 ქულით მე-7 ადგილზეა, კვირას რამენსკოეს "სატურნს" სტუმრობს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე