ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში ოქროს მედლები მოიპოვეს

ქართველმა ხელბურთელებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში ოქროს მედლები მოიპოვეს

ესპანეთიდან დაბრუნებულ ჩემპიონებს 25 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს
ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებში, რომელსაც ესპანურმა კორდობამ უმასპინძლა, შესანიშნავად იასპარეზეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელებმა, რომლებმაც, როგორც გაუწყეთ, ზედიზედ დაამარცხეს პორტუგალიის (34:33), პარიზის (38:21), ლიტვის (36:22) უნივერსიტეტების გუნდები, ესპანური "მალაგა" (39:36), ჰოლანდიის "ნაიმეგენი" და ფინალში გავიდნენ. იქ კი იოლად აჯობეს ხორვატიის "ოსიეკს" (37:24) და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ესპანეთიდან დაბრუნებულ ჩემპიონებს (ირაკლი ჩიქოვანი, შოთა თევზაძე, აკაკი ტალახაძე, უჩა მაისურაძე, ვლადიმერ რუსია, გია ტორონჯაძე, რევაზ ჭანტურია, გიორგი გვაზავა, სერგო დათუკიშვილი, რატი მსხვილაძე, ილია გოგალაძე, ლევან ბერძენიშვილი, რობერტ ბეჟანიშვილი, უჩა გამზარდია; მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე) 25 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.

საუნივერსიტეტო თამაშების გმირებს მიესალმნენ სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გოდაბრელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა.

გიორგი გოდაბრელიძე: "თამაშებზე ჩვენი გუნდის ასეთ წარმატებას არავინ მოელოდა. მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვფიქრობდით ჩემპიონობაზე, თუმცა ჯგუფიდან გასვლა კი გვქონდა დაგეგმილი. მას შემდეგ, რაც პირველ ორ ტურში, ფაქტობრივად, ფავორიტებს ვძლიეთ, ამბიციები გაგვეზარდა.

მხოლოდ სტარტზე გაგვიჭირდა - პორტუგალიის მინიოს უნივერსიტეტის ხელბურთელებს ერთი ბურთის სხვაობით ვძლიეთ.

შემდეგ ამ გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა. ფინალისთვის ბიჭები ისე იყვნენ შემართულნი, მათი შეჩერება არავის შეეძლო. ასეც მოხდა - გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ხორვატებს 13 ბურთით ვაჯობეთ და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ამ წარმატებას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს: ბიჭებმა იმედი ჩაგვისახეს, ქართულ სპორტს ხელბურთი დაუბრუნეს.

მოგეხსენებათ, 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, რომლის პროგრამაში ხელბურთიც შედის. უკვე ჩამოვაყალიბეთ ნორჩ ხელბურთელთა გუნდები და ტალანტების გამოსავლენად შიდა შეჯიბრებებს ვმართავთ.

ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამარჯვება იმ მოზარდებისთვისაც მაგალითი და სტიმული იქნება. ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელთა გუნდის ბაზაზე დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, რომელიც, სხვა შეჯიბრებებთან ერთად, გაისად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდშიც ჩაებმება. როგორც ამჯერად, იმ მნიშვნელოვან ტურნირშიც სტუ-ს ხელმძღვანელობის თანადგომის იმედი გვაქვს.

ორიოდე კვირის წინათ ბათუმმა ქვიშის ხელბურთში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს სანაქებოდ უმასპინძლა. იმდენად მოიხიბლნენ სტუმრები, რომ უცხოელმა კოლეგებმა გვთხოვეს, შავი ზღვის ღია ჩემპიონატი დავაფუძნოთ და საასპარეზოდ აუცილებლად გვეწვევიან. ამ საგულისხმო პროექტზეც აუცილებლად ვიმუშავებთ".

არჩილ ფრანგიშვილი: "უპირველესად, ყველას მინდა მივულოცო ჩემპიონობა - ფედერაციას, მწვრთნელებს, ხელბურთელებს, ჩვენს უნივერსიტეტს. ეს საქართველოს გამარჯვებაა.

ევროპული წარმატება ყოფილი "გეპეელების" იმ თაობის დამსახურებაცაა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში ხელბურთის განვითარების მდიდარ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ბატონ ჯანო ბაგრატიონსა და მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ: შეუდარებლად ძლიერები იყვნენ, მათ ფესვებზე ღირსეული ცვლაც ამოიზარდა. მიხარია, რომ გამარჯვებებს არ უჩანს ბოლო.

ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთელ ვაჟთა გუნდი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს 19-გზის ჩემპიონია, 12-ჯერ ქვეყნის თასს ფლობდა, 1992 წლიდან უნივერსიადების უცვლელი გამარჯვებულია. ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების ჩემპიონობა კი ჩვენი წარმატებების გვირგვინია. თუმცა მიღწეულს არ დავჯერდებით და მომავალშიც გავახარებთ სპორტის ქომაგებს".

ეს საქართველოს გამარჯვებაა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია

პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა