"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უეინ რუნის სამკვირიანი უქმობა გამოუწერა...
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უეინ რუნის სამკვირიანი უქმობა გამოუწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავი მონაწილეობას ვერც ინგლისის ნაკრების შესარჩევ შეხვედრაში მიიღებს – ინგლისელებს უახლოესი თამაში 12 ოქტომბერს ჩერნოგორიასთან აქვს.

ფერგიუსონი ამბობს, რომ რუნიმ კვირას, "ბოლტონთან" ფრედ ნათამაშებ შეხვედრაში კოჭი იტკინა და მისი დასვენების მიზეზიც ეს არის. ამრიგად, თავდამსხმელი ევრო 2012-ის შესარჩევი თამაშის გარდა გამოსტოვებს პრემიერლიგის შეხვედრებს "სანდერლენდსა" და "ვესტ ბრომვიჩ" ალბიონთან.

როგორც ხედავთ, ცბიერმა შოტლანდიელმა რუნის კოჭის ტკივილისთვის ძალიან მოხერხებული დრო "შეურჩია": ერთი თამაში ნაკრებისთვის "მოაპარინა", ხოლო სანაკრებო შეხვედრამდე და მის მერე "იუნაიტედს" ისეთი მეტოქეები ჰყავს, რომლებთანაც გუნდმა წესით რუნის გარეშეც უნდა მოიგოს. ასე და ამგვარად, 24 წლის ვარსკვლავს კარგი შვებულება გამოუვა, რომლის დროსაც საშუალება მიეცემა აწეწილი ოჯახური საქმეები გამოასწოროს. მოგეხსენებათ, სექტემბრის თვე რუნის ცხოვრებაში ძალიან მძიმე გამოდგა – გაზეთებმა გამოუქექეს, რომ ადრე ის ფეხმძიმე ცოლს მეძავებთან ღალატობდა და დიდი სექს-სკანდალიც ატყდა.

ფერგიუსონმა თქვა: "უეინი ორ ან სამ კვირას გამოსტოვებს. ის ჯანმაგარი ბიჭია და ყოველთვის სწრაფად ერევა ხოლმე ტრავმას. გამოჯანმრთელების პროცესი არასდროს უჯანჯლდება".

როგორც ჩანს რუნის კოჭის "მოხერხებულმა" ტრავმამ ინგლისელ ჟურნალისტებს ეჭვი აღუძრა და მათ ფერგიუსონს საგანგებოდ სთხოვეს ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ელაპარაკა, მაგრამ ასეთი პასუხი მიიღეს:

"ვერ გავიგე რას მთხოვთ? გინდათ, რომ მისი ყოველი მყესი ცალ-ცალკე აღგიწეროთ?"

ფერგიუსონს რუნის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ჰკითხეს. აინტერესებდათ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ფეხბურთელი ხომ არ გატეხა და ხომ არ დაეტყო ეს ყველაფერი მის ბრძოლისუნარიანობას. ერთი სიტყვით, მწვრთნელისგან უნდოდათ შეეტყოთ რუნის შესახებ ყველაფერი, მისი მდგომარეობის ამბავი როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. შოტლანდიელმა ამ კითხვაზეც თავისებურად უპასუხა:

"არავის სურს დაშავებული იყოს. უეინი სიამოვნებით ივლიდა ვარჯიშებზე და ითამაშებდა იმ შეხვედრებში, რომლებიც ახლა უნდა გამოსტოვოს".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე