კალათბურთელი "მინესოტასთან" გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც ორწლიანი იქნება და რუსი ორ სეზონში თამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ დოლარს მიიღებს
რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი ანდრეი კირილენკო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბრუნდება.

კალათბურთელი "მინესოტასთან" გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც ორწლიანი იქნება და რუსი ორ სეზონში თამაშის სანაცვლოდ 20 მილიონ დოლარს მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კირილენკო მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ბრუკლინთან", მაგრამ მხარეები დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

ასე რომ, "მინესოტას" შემადგენლობაში მეორე რუსი კალათბურთელი გამოჩნდა: ადრე "მგლებმა" გაიფორმეს ცსკა-ს კიდევ ერთი მოთამაშე, მცველი ალექსეი შვედი.

კირილენკომ უკვე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონს NBA-ში გაატარებს. იგივე ინფორმაცია გავრცელდა ცსკა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"გადავწყვიტე, NBA-ში წავიდე. მით უმეტეს, რომ ცსკა-ში ასეთი ძლიერი სეზონის შემდეგ მივხვდი, რომ კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე გამოსვლა. 31 წლის ვარ, მაგრამ შემიძლია და მინდა თამაში. ამიტომაც კარიერას NBA-ში გავაგრძელებ", - განაცხადა კირილენკომ.

რუსი რუსთან მიდის (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა