როგორ არიან მზად ქართველი მძლეოსნები პასუხსაგები პაექრობებისთვის ოლიმპიადაზე, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
ლონდონში 2012 წლის ზაფხულის თამაშებში საასპარეზოდ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში ოთხი მძლეოსანიც გაემგზავრა.

როგორ არიან ისინი მზად პასუხსაგები პაექრობებისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი:

- წლევანდელ სეზონში საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის, რადგან "სპორტის დედოფლის" ოთხმა წარმომადგენელმა ლონდონის ოლიმპიადის საგზურები მოიპოვა. გაუმჯობესდა ექვსი ეროვნული რეკორდი, ზოგი ისეთიც, წლების განმავლობაში ხელუხლებელი რომ იყო.

ყოველივეს მიუხედავად, უკმაყოფილების გრძნობა მაინც გვრჩება, რადგან კიდევ ორი საგზურის მოპოვების შანსი ხელიდან გავუშვით: სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭურს, რომელიც 226 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო, სალიცენზიო ნორმატივის შესრულებამდე 2 სანტიმეტრი დააკლდა, ხოლო ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს საგზურამდე 90 სანტიმეტრი არ ეყო.

არადა, არც ერთი მაჩვენებელი იყო დაუძლეველი და არც მეორე. გოგოჭურიცა და რიგიშვილიც ახალგაზრდები არიან, დაშვებულ შეცდომებს გაითვალისწინებენ და 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე არა მარტო ლიცენზიანტები, არამედ მედლების რეალური კანდიდატებიც იქნებიან, ისევე, როგორც ის სპორტსმენები, რომლებიც ძალებს ლონდონის ოლიმპიურ სარბიელზე მოსინჯავენ: დავით ილარიანმა, ბოლესლავ სხირტლაძემ, მაიკო გოგოლაძემ და მაჩეი როშევიჩმა რამდენიმე შეჯიბრებაში იასპარეზეს. საწვრთნელი შეკრებები ჰქონდათ თურქეთში, ბულგარეთში, ბელარუსში, ბოლო 12-დღიანი მომზადება კი ლატვიაში გაიარეს. გოგოლაძეს ბევრი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

შვიდ აგვისტომდე, სანამ სარბიელზე გავა, ლონდონშიც მოასწრებს კონდიციების ამაღლებას. ქართველ მძლეოსანთაგან სხირტლაძე სიგრძეზე ხტომაში 3 აგვისტოს იბრძოლებს ფინალში მოსახვედრად.

7 აგვისტოს, ასევე, სიგრძეზე ხტომაში იასპარეზებს გოგოლაძე, ხოლო ორი ოლიმპიადის მონაწილე ილარიანი 110 მეტრზე თარჯრბენში აიღებს სტარტს. 11 აგვისტოს სპორტულ სიარულში მაჩეი როშევიჩი გამოვა. იმედია, ქართველი ათლეტები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე