ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აზერბაიჯანელები ყველაზე ნადირობენ

აზერბაიჯანელები ყველაზე ნადირობენ

ეტყობა, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის მადას საზღვარი არ აქვს - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხომ აავსეს ლეგიონერებით...

ეტყობა, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის მადას საზღვარი არ აქვს - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხომ აავსეს ლეგიონერებით, ნაკლები დღე არც ქალთა ნაკრებს დააყენეს, ბერძნულ-რომაულში კი ჯერ კიდევ პეკინის ოლიმპიადამდე წაიყვანეს ჩვენი შალვა გადაბაძე (84). თუმცა ის მათი თხოვნის საფუძველზე ჩვენმა ფედერაციამაც გაუშვა, აზერბაიჯანელები კი, თხოვნამ თუ არ გაჭრა, არც სპორტსმენთა დატაცებას ერიდებიან და თვით ისეთ მონსტრსაც კი შეჰბედეს, როგორიც რუსეთის ჭიდაობის ფედერაციაა. ევროპის წლევანდელი პირველობის წინ აზერბაიჯანის "თავისუფალ" ნაკრებს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერი დაუშავდა და დიდხანს არ უფიქრიათ, ისე გაუფორმეს მოქალაქეობა დაღესტნელ მაჰმუდ მაგომედოვს. არადა, მან რუსთა სახელით შარშან თეირანში მსოფლიოს თასზე იჭიდავა და წასვლის ნებას არც რუსები აძლევდნენ. მათ აზერბაიჯანელები წინასწარაც გააფრთხილეს, რომ მაგომედოვის ევროპაზე ჭიდაობას არ შეურიგდებოდნენ და აუცილებლად გააპროტესტებდნენ, მაგრამ ამაოდ - მაგომედოვმა კიდეც იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა. მოგვიანებით რუსებმა მართლაც გააპროტესტეს და სპორტსმენის დისკვალიფიკაციას მიაღწიეს, მაგრამ ოქროს მედალი არ ჩამოურთმევიათ. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციაზე აზერბაიჯანელთა გავლენის დასტურად ისიც გამოდგება, რომ FILA-ს საიტიდან მყისვე გაქრა თეირანული მსოფლიოს თასის ოქმები. ცხადია, ამით მავანთ იქ მაგომედოვის გამოსვლის კვალის წაშლა სურდათ, თუმცა მსგავსი მაქინაციები სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ FILA-ს უმთავრესი სპონსორი აზერბაიჯანული "ატა-ჰოლდინგია", თავად ფედერაცია კი _ ერთ-ერთი ყველაზე სახელგატეხილი და კორუმპირებული საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში.

თუმცა აზერბაიჯანელები მხოლოდ რუსებზე აღარ ნადირობენ - წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ არეალი გააფართოვეს - ამჯერად ირანს შეუტიეს და არა უბრალო ვინმე, არამედ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი, ქურთული წარმოშობის სამან ტახმასიბი გადაიბირეს. ქალთა ნაკრებში ცნობილი ბელარუსი და უკრაინელი მოჭიდავეები აქამდეც ჰყავდათ, ახლა კი ბულგარეთსაც მიადგნენ. თან ჩვენიფულიანი მეზობლები უკვე "სოლიდურ სუპერმარკეტებში" ვაჭრობაშიც გაიწაფნენ და ხელს "რიგით პროდუქტს" არც ჰკიდებენ, სუპერ-ვარსკვლავებს არჩევენ. ამჯერად თვალი ბულგარელთა ნაკრების და მსოფლიოს ჭიდაობის კაშკაშა ვარსკვლავს, ევროპის ხუთგზის, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ სტანკა ზლატევას (72) დაადგეს და გადასვლის სანაცვლოდ 2 მილიონი ევროც შესთავაზეს. ბულგარულ გაზეთ `ტრუდის~ ცნობით, აქედან ერთ მილიონს უშუალოდ სპორტსმენს აძლევენ, მეორე ნახევარი კი იქაური ფედერაციის საკომპენსაციო თანხაა. თუმცა ბულგარელები არც ფულის აღებას აპირებენ და არც ლიდერთან გამოთხოვებას, თან თავიანთ ვარსკვლავს აფრთხილებენ, რომ უნებართვოდ წასვლის შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში ახალი ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლება არ ექნება, ანუ ლონდონის ოლიმპიადას ავტომატურად გამოტოვებს. ეტყობა, ეს ყველაფერი ზლატევასაც კარგად ესმის და თავს არც იკლავს ბაქოში გადასვლით. ამიტომ ბულგარულ პრესაში მისი კომენტარები არ არის.

აზერბაიჯანელები საოლიმპიადოდ გუნდის გასაძლიერებლად მარტო ზლატევას როდი უხმობენ - ამ დღეებში ანალოგიური წინადადებით კიდევ ერთ ცნობილ ქალბატონს, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ უკრაინელ ალექსანდრა კოგუტსაც (51) მიმართეს, ოღონდ მან გადაჭრით იუარა იქ გადასვლა. "მე და ჩემმა მწვრთნელმა ანდრეი პისტუნმა მართლაც მივიღეთ აზერბაიჯანში გადასვლის წინადადება. მე არ მსურს ლაპარაკი ამ თემაზე. მე ვრჩები უკრაინაში და მოქალაქეობის შეცვლის საკითხს არც განვიხილავ. მინდა, 2012 წლის ოლიმპიადაზე ლონდონში უკრაინა წარვადგინო" - განაცხადა კოგუტმა, რომელსაც ამ ბოლო სურვილის ასასრულებლად გაისად რამდენიმე კილოგრამის დაკლება და 51-დან 48-ში ჩამონაცვლება მოუწევს. საქმე ისაა, რომ 51 კილოგრამი კატეგორია ოლიმპიადის პროგრამაში არ არის - აქ მხოლოდ 4 წონითი კატეგორიაა და სხვა გზა არაა, ისევ 48-მდე უნდა დაიკლოს. თუ ის წარმატებით შეძლებს ამას და მართლაც მოიპოვებს ლონდონის საგზურს, იქ სწორედ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულე მარია სტადნიკთან მოუწევს პაექრობა. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონისა და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ანდრეი სტადნიკის (66) და აზერბაიჯანელთა სახელით 2007 წლიდან გამოდის. ბაქოში გადასვლისას ის ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი იყო, მერე კი სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთხელ - მსოფლიოსი, პეკინში კი ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა. ცოტა უცნაურია - როცა აზერბაიჯანელებს ამ წონაში ასეთი სპორტსმენი ჰყავთ, რაში სჭირდებოდათ კოგუტი? მართალია, ისიც ახალგაზრდაა და შარშან მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა, მაგრამ შედეგებით სტადნიკი ბევრად ტიტულოვანია და თან შარშან ჰერნინგში სულაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თუმცა, შესაძლოა, აზერბაიჯანელებს ის 51-ში სჭირდებოდათ, სადაც არ ჰყავთ ძლიერი წარმომადგენელი და სულაც არ აინტერესებდათ მისი ოლიმპიური ამბიციები. შესაძლოა, კოგუტმაც ამის გამო იუარა იქ გადასვლა - ლონდონში მოხვედრის სურვილმა გადასძალა ფინანსებს, თორემ აზერბაიჯანელები მას მცირე გასამრჯელოს არ შესთავაზებდნენ.

მარია სტადნიკი აზერბაიჯანის ქალთა ნაკრების ერთადერთი ლეგიონერი როდია, 2007 წელსვე მასთან ერთად მათ ბელარუსებსაც აწაპნეს ქალი - იმხანად ევროპის ვიცე-ჩემპიონი იულია რადკევიჩი (59), რომელიც შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საერთოდაც, შარშანდელი მსოფლიო მათი ქალებისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა - სტადნიკისა და რადკევიჩის ოქროებთა გარდა, აქტივში ერთი ვერცხლიც მიითვალეს, ოღონდ მისი მფლობელი ნაღდი აზერბაიჯანელი სონა ახმედლია (55).

ერთი სიტყვით, ჭიდაობის იქაური ფედერაცია აქტიურობას ყველა ფრონტზე აგრძელებს და ვაჟთა ნაკრებთან ერთად, ქალთა გუნდსაც ნატურალიზებულებით ავსებს. სტადნიკისა და რადკევიჩის გარდა, მათ სხვა წონებშიც ჰყავთ გადაბირებული მოჭიდავეები, ამ ორის გადაყვანა კი უშუალოდ უკავშირდება ქალთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცის ოპესტ სკობელსკის სახელს - ისიც 2007-ში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და გუნდში ორი ვარსკვლავით ხელდამშვენებული მივიდა. თუმცა მას ვერც ამ საჩუქარმა უშველა და ვერც შარშანდელმა წარმატებამ - მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებელ ციკლში თანამდებობიდან მოხსნეს. რაკი სიტყვა აზერბაიჯანში ქალთა ჭიდაობაზე ჩამოვარდა, ახმედლის, ანუ ნამდვილი აზერბაიჯანელის წარმატებასთან ერთად ისიც გავიხსენოთ, რომ ახლახან ტოკიოში დამთავრებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იქაური ქალთა ძიუდოს ისტორიაში რამილა იუსუბოვამ (63) პირველი მედალი მოიპოვა - მესამეზე გავიდა.

თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და რაკიღა აზერბაიჯანული ფედერაციის მადას შევეხეთ, ვშიშობთ, ქართველ მოჭიდავეებსაც არ გადმოსწვდნენ. ცხადია, ვაჟებს ვგულისხმობთ, თორემ ქალებში კარგა ხანს არ გვეყოლება სხვათათვის საინტერესო მოჭიდავე. ისე, როცა მოსკოვში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიელმა ქალმაც კი მოიპოვა მედალი - იფეომა იჰანაჩო (67) მესამეზე გავიდა, ჩვენ რატომ არ უნდა გვყავდეს ამ დონის მოჭიდავე ქალები? მაგრამ ეს შორეული მომავლის საქმეა, ზემოხსენებული შიში ჩვენს ვაჟებთან მიმართებაში კი სულაც არ გვგონია უადგილო. იქაურმა ნაკრებებმა დიდად ვერც "თავისუფალში" გაიბრწყინეს და ვერც - ბერძნულ-რომაულში. განსაკუთრებით უკმაყოფილონი "თავისუფალთა" გამოსვლით დარჩნენ. ხეტაგ გოზიუმოვმა (96) სენსაცია კი შემოგვთავაზა და ფინალში თვით რუსთა ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვი დაამარცხა, მაგრამ იქაურები თურმე ოქროს სამ მედალს გეგმავდნენ. ხელმძღვანელობა განსაკუთრებით უკმაყოფილოა მსოფლიოს შარშანდელ ფინალისტ ჩამსულვარა ჩამსულვარაევის (74), ევროპის ორგზის პრიზიორ ნორვუზ ტემრეზოვის (84) და ევროპის ჩემპიონ ალი ისაევის (120) წარუმატებლობით. ნაკრებისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მათ ბოლო შანსი ეძლევათ - 15 ოქტომბერს ხასავიურტში გასამართ საკონტინენტთაშორისო თასზე. თუ ისინი ახლაც წარუმატებლად გამოვლენ, ახალგაზრდებით ჩავანაცვლებთ, რადგან წონებში დიდი კონკურენციაა და ნიჭიერი თაობა მოდის - ასეთია ხელმძღვანელთა კომენტარები. ერთი შეხედვით, ისინი საკუთარ კადრებზე აპირებენ დაყრდნობას, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, არანაირი გარანტია არაა, ისევ ახლო-მახლო სამეზობლოში არ მიიხედ-მოიხედონ და ზედმეტ შრომას კვლავაც მზა პრიოდუქციას "შეძენა" არ არჩიონ.. სამწუხაროდ, ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ყველაფერს ბოლომდე გათვლიან და საჭიროების შემთხვევაში მოჭიდავეებს შეაჩერებენ. ამ შიშს ისიც აძლიერებს, რომ არაერთი მაგალითი გვაქვს აქედან მოჭიდავეთა თვალსა და ხელს შუა წასვლისა. ჩვენი მოჭიდავეების წლევანდელი გამოსვლის ფონზე ვინმემ იქნებ ქართული ანდაზა შემახსენოს - ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო, მაგრამ ასევე არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება, როცა აქ "ჩამოწერილი" მოჭიდავეები უცხოეთში წასვლის შემდეგ მსოფლიოს პრიზიორები და სულაც ოლიმპიური ჩემპიონებიც გამხდარან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა